02/04/2026
🧩💙 მოდი, ვიყოთ მეტად გამგები, მეტად მხარდამჭერი და მეტად კეთილი ერთმანეთის მიმართ.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მიღება, თანადგომა და დროული დახმარება.
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, და თითოეულ ადამიანს სჭირდება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ყურადღება, სწორი მიდგომა და უწყვეტი მხარდაჭერა. სწორედ ეს ქმნის პროგრესის, უნარების განვითარების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საფუძველს.
სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიონალური მხარდაჭერა, დროული დიაგნოსტიკა და სწორად დაგეგმილი მართვა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისა და მისი ოჯახისთვის.
ერთად უფრო მეტი გაგება, მეტი მხარდაჭერა და მეტი სიკეთე შეგვიძლია. 💙