რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Gldani
  • რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი რაიონული საავადმყოფოების, რეაბილიტაცია, განვითარება და მართვა

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ დაარსდა 2013 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ცენტრი მოიცავს 8 რეგიონს, მართავს 18 სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს 18 ქალაქში. (ქუთაისი, დედოფლისწყარო, ლანჩხუთი, ლენტეხი, დმანისი, ხარაგაული, ცაგერი, გუდაური, ყაზბეგი, ონი, თიანეთი, თეთრიწყარო, წალკა, ბორითი, ამბროლაური, ბაკურიანი,დუისი,ზუგდიდი, აბასთუმანი ). ცენტრი ეწევა სტაციონარულ, ამბულატორიულ, რეფერალურ მომსახურებას. შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-ს საქმიანობა მოიცავს რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ჩვენი მიზანია მოსახლეობას შევთავაზოთ სრული სპექტრი სამედიცინო სერვისების,დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

02/08/2026

დღეს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები მიმდინარეობს! 

პროექტს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი , თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ახორციელებს.

📢 2 აგვისტოს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება!🩺 მოქალაქეე...
30/07/2026

📢 2 აგვისტოს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება!

🩺 მოქალაქეებს კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები გაუწევენ , მათ შორის: კარდიოლოგი, ქირურგი, ნევროლოგი, პედიატრი, პულმონოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ფსიქიატრი და სხვა.

🗓️ 2 აგვისტოს მიღება 11:00 საათიდან დაიწყება
და ადგილზე ჩატარდება შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებიც.

სამედიცინო სკრინინგის ფარგლებში დედოფლისწყაროს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს მართვის ქვეშ მყოფი -

🔹თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“

🔹„თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური კლინიკის“

🔹”ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“

🔹„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმ-სპეციალისტები ეწვევიან .

პროექტს თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ახორციელებს.

22/07/2026

💌"როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელდება და ხედავ მადლიერ პაციენტს და ჩემს შემთხვევაში ამავდროულად მადლიერ მშობლებს, ეს არის ექიმის მძიმე, გავლილი შრომის საფასური - სწორედ ამან გადამაწყვეტინა ჩემი პროფესიული არჩევანი "

თინათინ გოგუაძე - რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი

🎥გადაცემაში:”პირადი ექიმი-მარი მალაზონია”

06/07/2026

პრევენცია იცავს სიცოცხლეს - თეთრიწყაროში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მასშტაბური უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა

არჩილ მამალაძე
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი
"პრევენციული დიაგნოსტიკა თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიხარია, რომ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი თეთრიწყაროს პაციენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან სერვისს სთავაზობს. სკრინინგის პროგრამები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, სწორედ მაშინ, როცა მკურნალობა ყველაზე ეფექტიანია. მადლობა მათ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის"

ამირან კოპალიანირეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგე🔹„1979 წელს, რ...
03/07/2026

ამირან კოპალიანი
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგე

🔹„1979 წელს, როცა ჩხობაძის კლინიკაში მოვედი, აქ სულ სხვა გარემო, შესაძლებლობები და გამოწვევები იყო ...“

მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა.
50 წელია ექიმი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის ეს პროფესია ცხოვრების მთავარი საქმეც არის და პასუხისმგებლობაც.ამიტომაც, როცა დღეს ჩვენს განახლებულ კლინიკას ვუყურებ, ისეთივე სიხარულს ვგრძნობ, როგორიც ადამიანს საკუთარი სახლის, საკუთარი ოჯახის დიდი შენაძენის დანახვისას ეუფლება.

🔹ოჯახში პირველი ექიმი მე აღმოვჩნდი. ყოველთვის მინდოდა ჩემი ქალაქისთვის სასარგებლო საქმე მეკეთებინა. მაშინ არავინ მყავდა, ვინც გზას გამიკვალავდა. სწორედ იმ დროს შემახვედრა ბედმა ოთარ ჩხობაძეს, რომელმაც ცოდნის გასაღრმავებლად გამიშვა. ბაკულევის ინსტიტუტში, ლეო ბოკერიას გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო.

ოთარ ჩხობაძის გუნდს 26 წლის ასაკში შევუერთდი. მის გვერდით მუშაობამ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ადამიანური დიდი გამოცდილება იყო.

📨პროფესიი მიმართ დამოკიდებულება და აღქმა ჩემში ერთმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა.
ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. პროზექტურაში გადასაყვანად ამზადებდნენ.გადავწყვტე კიდევ ერთხელ მეცადა სიცოხლისთვის ბრძოლა. 40 წუთის განმავლობაში ვაგრძელებდი გულის მასაჟს, ხელოვნურ სუნთქვას და ყველაფერს, რაც იმ მომენტში შესაძლებელი იყო. ბოლოს მან თვალები გაახილა... და მას შემდეგ მძიმე დიაგნოზით ათი წელი იცოცხლა. იმ დღემ ჩემი პროფესიული გზა საბოლოოდ განსაზღვრა.

🏥ყველაზე მძიმე წლები ომის პერიოდი იყო. ყოველდღიურად ჩვენთან მოჰყავდათ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ერთხელ, დაჭრილს ტანსაცმელს ვხდიდით, როცა შევამჩნიეთ, რომ ორივე მხარეს ასაფეთქებელი ჰქონდა მიმაგრებული. ერთი დაუფიქრებელი მოძრაობაც საკმარისი იქნებოდა, რომ მთელი კლინიკა საფრთხეში აღმოჩენილიყო. ბევრი ასეთი მომენტი მქონია, როცა ხვდები რამდენად ძვირფასი და საფრთხილოა თითოეული წუთი.

🔬🩺დღეს რეანიმაციაში ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა- თანამედროვე აპარატურა, აღჭურვილი განყოფილება და შესაძლებლობა, პაციენტებს საუკეთესო პირობებში მოვუაროთ.

💌ხშირად მეკითხებიან, რატომ მიყვარს ჩემი პროფესია.

პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს:

იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი საქმე, რომელიც მთელი გულით მიყვარს , ვიცი და ჩემი ცხოვრების მთავარ პასუხისმგებლობად მიმაჩნია.

🔉📊📚მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე -რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შ...
11/06/2026

🔉📊📚მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე -რეგიონული ჯანდაცვის ცენტრსა” და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თაობაზე.

სტუდენტები მიმდინარე წლიდან სტაჟირების გავლას, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზაციებში შეძლებენ.

მემორანდუმს ხელი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა არჩილ მამალაძემ და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა მოაწერეს.

🔻რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 კლინიკას და 1300-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ამასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში სერვისების მიწოდების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს. ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ცენტრის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი პროცესია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლე.....

19/05/2026

🧑‍⚕️რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი გილოცავთ ექთნების საერთაშორისო კვირეულს და მადლობას ვუხდით ჩვენს ექთნებს იმ მნიშნელოვანი შრომისთვის, რომელსაც ერთგულად ემსახურებიან.

🎥ნახეთ საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით თიანეთის სამედიცინო ცენტრში მომზადებული რეპორტაჟი.

💌თამარ იარაჯული
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თიანეთის სამედიცინო დაწესებულების ექთანი Rustavi 2 - ის ობიექტივში

21/04/2026

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განახლებულმა კლინიკამ ქუთაისში პაციენტების მიღება დაიწყო.

🎥ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გიზიარებთ ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მამალაძის ინტერვიუს .

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სიკეთესა და ჯანმრთელობას❤️
11/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სიკეთესა და ჯანმრთელობას❤️

07/04/2026

7 აპრილი მსოფლიო ჯანდაცვის დღეა, რომელსაც განსაკუთრებული სიახლით ვხვდებით!

🏥ქუთაისში განახლებული ჩხობაძის კლინიკა გავხსენით.

მისი რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და ის სრულად ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

⚖️სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.

მიხეილ სარჯველაძემ განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

❤️კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს.

Address

Gldani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი:

Shortcuts

Share

Category