სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital

სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital The Main Goal of Military Hospital is provide complex and effective medical care for Georgian milita Central Military Hospital Ministry of Defence of Georgia

18 სექტემბერს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გთავაზობთ შესაძლე...
09/09/2026

18 სექტემბერს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გთავაზობთ შესაძლებლობას, უფასო კონსულტაცია ჩაიტაროთ იმპლანტოლოგ ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგთან.

კონსულტაციებს ჩაატარებს კვალიფიციური ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი ნიკა სოხაძე.

კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა ასაკის პაციენტისთვის, ამასთან, კლინიკა სრულად არის ადაპტირებული და მზად არის, მიიღოს სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) პირებიც.

საჭიროების შემთხვევაში, როგორც ამბულატორიული, ასევე ქირურგიული მკურნალობა დაიგეგმება და ჩატარდება სამხედრო ჰოსპიტალში.

ყბა-სახის ქირურგია მოიცავს ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების, დაზიანებების და დეფორმაციების მკურნალობას.

სამხედრო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე!

თარიღი: 18 სექტემბერი
🕙 დრო: 10:00 – 17:00
📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი
📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
სამუშაო საათებში: 09:00 – 18:00 — 0322 12 12 01
არასამუშაო საათებში — 577 332 737

12 სექტემბერს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, კარდიოლოგიური პ...
09/09/2026

12 სექტემბერს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდება.

კონსულტაციებს ჩაატარებს სამხედრო ჰოსპიტლის კარდიოლოგიური და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი, კვალიფიციური ექიმი კარდიოლოგი ეკატერინე ფილაური.

კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია სრულყოფილი დიაგნოსტიკა და როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მკურნალობა.

ჩვენი პრიორიტეტია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა!

თარიღი: 12 სექტემბერი
🕙 დრო: 10:00 – 16:00

📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი

📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
სამუშაო საათებში: 09:00 – 18:00 — 0322 12 12 01
არასამუშაო საათებში — 577 332 737

31 აგვისტოს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ნეიროქირურგიული პ...
25/08/2026

31 აგვისტოს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ნეიროქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებს მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გოჩა ჩუტკერაშვილი.

ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, როგორც ქირურგიული ისე სხვა ტიპის საჭირო მკურნალობა დაიგეგმება და ჩატარდება სამხედრო ჰოსპიტალში.

ვიზიტი ხელმისაწვდომია ყველა ასაკის პაციენტისთვის.
თარიღი: 31 აგვისტო
🕙 დრო: 10:00 – 18:00

სამხედრო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე!

📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
სამუშაო დღეებში: 09:00 – 18:00 — 0322 12 12 01
არასამუშაო დღეებში — 577 332 737

22/08/2026
11 აგვისტოს, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე, საქართველ...
11/08/2026

11 აგვისტოს, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრნენ.

მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, ჰოსპიტლის დირექტორთან კობა შანავასთან ერთად, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დავით კუპატაძე ჰოსპიტლის ექიმებსაც შეხვდა, სამხედრო მედიცინის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქი...
03/08/2026

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზაზა ხოტენაშვილმა სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩაატარა.

თვალის დაავადებების დიაგნოსტირებისას, ოპერაციული ჩარევის საჭიროება რამდენიმე პაციენტთან გამოიკვეთა, ოპერაციები დაიგეგმება და ჩატარდება სამხედრო ჰოსპიტალში.

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია როგორც ამბულატორიული ოფთალმოლოგიური მომსახურება, ასევე თვალის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა.

სამხედრო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე!

📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
0322 12 12 01
577 332 737

2 აგვისტოს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ოფთალმოლოგიურ კონს...
09/07/2026

2 აგვისტოს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ოფთალმოლოგიურ კონსულტაციებს ჩაატარებს მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი.

თვალის დაავადებების დიაგნოსტირების შემდგომ, ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციები დაიგეგმება და ჩატარდება სამხედრო ჰოსპიტალში.

ვიზიტი ხელმისაწვდომია ყველა ასაკის პაციენტისთვის.

თარიღი: 2 აგვისტო
🕙 დრო: 10:00 – 18:00

სამხედრო ჰოსპიტალი მუდმივად ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე!

📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი
📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
სამუშაო დღეებში: 09:00 – 18:00 — 0322 12 12 01
არასამუშაო დღეებში — 577 332 737

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროპისა და აზიის ქვეყნების სამედიცინო საზოგადოები...
09/07/2026

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროპისა და აზიის ქვეყნების სამედიცინო საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების მოხსენებებს მოიცავდა, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ექიმთა ჯგუფიც მონაწილეობდა.

თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის საპატიო დოქტორმა ნინო ჭუმბურიძე-არეშიძემ, ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ბოჭორიშვილმა, ჰემატოლოგ-ტრასფუზიოლოგმა მაია ელბაქიძემ და თერაპიისა და ფსიქონევროლოგიის განყოფილების ექიმმა ტოქსიკოლოგმა გიორგი ოქრიაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე სამი მოხსენება წარადგინეს.

ჰოსპიტლის სამეცნიერო სესია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა კვებითი აშლილობები, როგორც თანამედროვე მედიცინის გამოწვევა; პირის ღრუს ანთებითი პათოლოგია, როგორც გულის იშემიური დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი; ვიტამინ B12-ის როლი ორგანიზმის ფუნქციონირებაში და მისი მნიშვნელობის თანამედროვე ასპექტები; რიცინი, როგორც თანამედროვე ბიოტერორიზმის საფრთხე.

კონფერენციის ფარგლებში, მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის თერაპიული სამსახურის უფროსს ნინო ჭუმბურიძე-არეშიძეს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დირექტორთა საბჭოსგან ჯილდო - ,,საუკუნის ექიმის“ წოდება გადაეცა.

სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ასევე დაჯილდოვდა ჰოსპიტლის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოჭორიშვილი.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, რეგიონში პირველად, დაინერგა და...
22/06/2026

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, რეგიონში პირველად, დაინერგა და წარმატებით შესრულდა ენდოსკოპიური პროცედურა პაპილოტომია, კონკრემენტის ექსტრაქცია სანაღვლე სადინრიდან.

სამხედრო ჰოსპიტალში უკვე შესაძლებელია, ჩატარდეს ენდოსკოპიური ქირურგიული პროცედურების სრული სპექტრი.

ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

📞 კონსულტაციისთვის დაგიკავშირდით:
🕘 09:00 – 18:00
0322 12 12 01
577 332 737

📍 მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტრ...
14/06/2026

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები დონაციის აქციაში ჩერთნენ.

უანგარო დონაციის აქცია ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის და ა(ა)იპ სამხედრო ჰოსპიტალის სისხლის ბანკის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ჰოსპიტლის უამრავი თანამშრომელი მონაწილეობდა.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება.

უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.

Address

Chavchavadze Street #56
Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital:

Share

Category