21/04/2026
ხშირად გვგონია, რომ ბავშვის შექება ყოველთვის დადებითი გავლენაა.
რეალურად, მნიშვნელობა აქვს — რას და როგორ ვაქებთ.
როდესაც ბავშვს ვაფასებთ „ჭკვიანობის“ ან „საუკეთესოობის“ მიხედვით,
ჩვენ უნებლიეთ ვქმნით სტანდარტს, რომლის დაცვაც მას ყოველთვის მოუწევს.
ეს კი ზრდის შფოთვას, შეცდომის შიშს და ხშირად — თავის არიდებას იმ სიტუაციებიდან,
სადაც წარმატება გარანტირებული არ არის.
პროცესზე ორიენტირებული შექება
ეხმარება ბავშვს, აღიქვას ძალისხმევა როგორც ღირებულება —
და არა მხოლოდ შედეგი.