11/09/2026
მე • შენ • ჩვენ გრძელდება 🤍
დღეს ჩვენი ჯგუფური თერაპიული შეხვედრების მეორე დღეა.
პროექტი, სადაც ბავშვები სწავლობენ საკუთარ ემოციებთან მეგობრობას, საკუთარი თავის უკეთ გაცნობას, სხვის მოსმენას, პირადი საზღვრების დაცვას და ურთიერთობებს.
„მე • შენ • ჩვენ“ არის სივრცე, სადაც ბავშვი ნელ-ნელა აღმოაჩენს:
მე — ვინ ვარ, რას ვგრძნობ, რა მჭირდება
შენ — როგორ გავიგო სხვა ადამიანს
ჩვენ — როგორ ავაშენოთ ჯანსაღი ურთიერთობა
დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს ამ გზაზე 🌿
📍 Upgrade Lab | კასპი
📅 შეხვედრები ტარდება პარასკევობით
📩 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.