კახეთი იონი / Kakhetie Yonne

კახეთი იონი / Kakhetie Yonne French non profit medical center operating through compassion, dedication and innovation

სამედიცინო ცენტრის ,,კახეთი-იონი“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2006 წლის 14 ივნისს. ეს არის საფრანგეთის, იონის დეპარტამენტის საჩუქარი საქართველოსათვის, კერძოდ კახეთის მოსახლეობისათვის.

სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებაა დაავადებათა ადრეული, კომპლექსური დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი მკურნალობა. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით, ასევე მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდი. მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხდება დედაქალაქისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

სამედიცინო ცენტს ხშირად სტუმრობენ ფრანგი წამყვანი ექიმები, რომელთა კონსულტაციები ხელმისაწვდომია პაციენტებისათვის.

,,კახეთი-იონი“-ს კლინიკა პაციენტებს მომსახურებათა ფართო სპექტრ სათავაზობს:
- ოჯახის ექიმი
- პედიატრია
- კარდიოლოგია
- გინეკოლოგია
- უროლოგია
- ოფთალომოლოგია
- ანგიოლოგია
- სტომატოლოგია
- ნევროლოგია
- ნეფროლოგია
- ენდოკრინოლოგია
- თერაპია
- ფიზიოთერაპია
- ლაბორატორია
- ოტო-რინო-ლარინგოლოგია
- ალერგოლოგია
- ენდოსკოპია
- პროქტოლოგია
- მამოლოგია
- ონკოლოგია / ქიმიოთერაპია
- დიალიზი
- რადიოლოგია / ექოსკოპია
- რენტგენოგრამა / მამოგრაფია
- მიკროქირურგია

სამედიცინო ცენტრის მიზანია პაციენტზე ზრუნვა, მისი მკურნალობა ვიზიტის პირველივე წუთიდან - მკურნალობის ბოლო წუთამდე და მის შემდგომ პერიოდშიც.

გილოცავთ მარიამობას — ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს! 🌸🙏გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და ...
27/08/2026

გილოცავთ მარიამობას — ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს! 🌸🙏
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებს.
📌 გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ არ იმუშავებს.
🩺 შაბათიდან, 29 აგვისტოდან, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს თქვენს მომსახურებას.

გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან დღესასწაულს! 💙

21/08/2026

#გინეკოლოგი #ორსულობა #კახეთიონი #ჯანმრთელობა

ონკო-მამოლოგი თინათინ დუნდუა — 5 სექტემბერს გურჯაანში! 5 სექტემბერს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთ-იონში“ კონსულტაციებს...
13/08/2026

ონკო-მამოლოგი თინათინ დუნდუა — 5 სექტემბერს გურჯაანში!

5 სექტემბერს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთ-იონში“ კონსულტაციებს ჩაატარებს ონკო-მამოლოგი თინათინ დუნდუა. 🩺

თუ გაწუხებთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, გაქვთ რაიმე ჩივილი ან გსურთ პროფილაქტიკური კონსულტაცია, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს.

🎀 ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

📅 5 სექტემბერი, 2026
📍 ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთ-იონი“
📞 წინასწარი ჩაწერა: 551 71 71 95

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია.

#თინათინდუნდუა #ონკომამოლოგი #მამოლოგი #სარძევეჯირკვალი #ქალისჯანმრთელობა #პრევენცია #ადრეულიდიაგნოსტიკა #კახეთიონი #გურჯაანი

🩸 ჰემატოლოგი ნია თარხნიშვილი  22 აგვისტოს მიიღებს პაციენტებს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“თუ გაწუხებთ 🔹 სხვადა...
11/08/2026

🩸 ჰემატოლოგი ნია თარხნიშვილი 22 აგვისტოს მიიღებს პაციენტებს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“

თუ გაწუხებთ
🔹 სხვადასხვა სახის ანემიები
(რკინადეფიციტური, ვიტამინ B12-ის დეფიციტური და სხვა ვიტამინდეფიციტური, თანდაყოლილი და შეძენილი ჰემოლიზური ანემიები)

🔹 კოაგულაციის (სისხლის შედედების) დარღვევები
(თანდაყოლილი და შეძენილი)

🔹 სხვადასხვა ტიპის ლიმფომები
(არაჰოჯკინის, ჰოჯკინის), ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

🔹 პლაზმური უჯრედების დაავადებები
(მრავლობითი მიელომა, სოლიტარული პლაზმოციტომა)

🔹 მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზიები
(ესენციური თრომბოციტემია, ჭეშმარიტი პოლიციტემია, მიელოფიბროზი)

🔹 ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების პათოლოგიები

კონსულტაციისთვის წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 551 71 7195

📍 ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“

თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

💫 ზაფხულში ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება — ზღვა, აუზი, სიცხე, მოგზაურობა…და ზოგჯერ ეს ცვლილებები ინტიმურ ჯანმრთელობაზეც აი...
10/08/2026

💫 ზაფხულში ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება — ზღვა, აუზი, სიცხე, მოგზაურობა…
და ზოგჯერ ეს ცვლილებები ინტიმურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

🔹 დისკომფორტი, ქავილი, წვა, უჩვეულო გამონადენი ან სხვა ცვლილება — ეს შეიძლება იყოს სხეულის სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

👩‍⚕️ ანა დულარიძე — მოწვეული გინეკოლოგი
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ პაციენტებს კონსულტაციას გაუწევს 2️⃣5️⃣ აგვისტოს.

🤍 თქვენი ინტიმური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ზოგადი კეთილდღეობა.

არ უგულებელყოთ სიმპტომები და ნუ დაიწყებთ თვითნებურ მკურნალობას ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

იზრუნეთ საკუთარ თავზე — გააზრებულად, დროულად და პროფესიონალების მხარდაჭერით.

📩 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
📞 551 71 71 95

#ანა დულარიძე #გინეკოლოგი #ქალისჯანმრთელობა #ინტიმურიჯანმრთელობა #გინეკოლოგისკონსულტაცია #კახეთიიონი #ქალისჯანმრთელობაზრუნვა #ზაფხულიდაჯანმრთელობა

🩺 რა არის დოპლერის ულტრაბგერითი კვლევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?დოპლერის ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე, უსაფრთხო...
31/07/2026

🩺 რა არის დოპლერის ულტრაბგერითი კვლევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
დოპლერის ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე, უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს სისხლის მოძრაობა არტერიებსა და ვენებში. 🩸

კვლევის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს:
🔹 სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა;
🔹 სისხლის ნაკადის დაქვეითება;
🔹 თრომბის არსებობა;
🔹 სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
🔹 სისხლძარღვების დაზიანება.

დოპლერის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაწუხებთ:
❗ ფეხების შეშუპება;
❗ ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
❗ ფეხების დაბუჟება ან გაციება;
❗ ვენების შესამჩნევი გაფართოება;
❗ კანის ფერის ცვლილება;
❗ სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.

✅ კვლევა არ არის დაკავშირებული დასხივებასთან;
✅ პროცედურა უმტკივნეულოა;
✅ უმეტეს შემთხვევაში სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს;
✅ ექიმს ეხმარება სისხლძარღვთა მდგომარეობისა და სისხლის ნაკადის შეფასებაში.

სისხლძარღვთა პრობლემების დროული გამოვლენა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და შესაძლო გართულებების პრევენციისთვის.

📍 ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“
📞 551 71 71 95
🩺 იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე — ჩაიტარეთ საჭირო კვლევები დროულად.

🔵28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციუ...
28/07/2026

🔵28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
🔷საქართველოში, C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
🔹C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, ამოქმედებიდან დღემდე 94 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, განკურნების მაჩვენებლია 99%-მდეა.
🔹2024 წლიდან, ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, მიმდინარე მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 700ზე მეტი პაციენტი.
🔷საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.

24/07/2026

🔬 სიახლე ჩვენს კლინიკაში!
ჩვენს კლინიკას შეემატა ახალი თაობის DermLite DL5 Plus დერმატოსკოპი — თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობა, რომელიც კანის წარმონაქმნების შეფასებას კიდევ უფრო ზუსტსა და ეფექტურს ხდის.

✅ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება
✅ პოლარიზებული და არაპოლარიზებული განათება
✅ კანის ხალებისა და სხვა წარმონაქმნების დეტალური შეფასება
✅ მელანომისა და სხვა კანის დაავადებების ადრეული გამოვლენის მეტი შესაძლებლობა

თანამედროვე ტექნოლოგია ექიმს ეხმარება უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმასა და თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომის შერჩევაში.

იზრუნეთ თქვენი კანის ჯანმრთელობაზე — დროული დერმატოლოგიური შემოწმება საუკეთესო პრევენციაა. 💙

En ce 14 juillet, nous vous souhaitons à toutes et tous une très belle fête nationale ! 🎉🇫🇷
14/07/2026

En ce 14 juillet, nous vous souhaitons à toutes et tous une très belle fête nationale ! 🎉🇫🇷

08/07/2026

Address

რუსთაველის 22
Gurjaani
1500

Opening Hours

Monday 08:30 - 17:00
Tuesday 08:30 - 17:00
Wednesday 08:30 - 17:00
Thursday 08:30 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:30 - 15:00

Telephone

+995551717195

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კახეთი იონი / Kakhetie Yonne posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კახეთი იონი / Kakhetie Yonne:

Shortcuts

Share

Category