15/07/2026
პაციენტი 11 წლის, მოგვმართა 2.6 კბილის მწვავე ტკივილით. ანამნეზიდან გაირკვა, რომ კბილის მკურნალობა სხვა კლინიკაში დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბჟენის მოხსნის შემდეგ გვირგვინოვან ნაწილში აღმოჩნდა ბამბა და ცემენტი, გამოვლინდა პერფორირებული უბნები, არხები სრულად იგნორირებული. მიკროსკოპის ქვეშ ჩატარდა სრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობა, მოხდა პერფორაციების დახურვა ბიოკერამიკული მასალით და საბოლოოდ რესტავრაცია.
მიუხედავად რთული საწყისი მდგომარეობისა, თანამედროვე ენდოდონტიური მიდგომით შესაძლებელი გახდა კბილის შენარჩუნება და ფუნქციის აღდგენა.
Galaktion Makhviladze Clinic Kutaisi 💫 Tiko Tevdoradze