სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze

სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze ქუთაისის რეფერლური ჰოსპიტალი.
გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

წლები სასწავლებლის დასახელება სპეციალობა კვალიფიკაცია;
1995-2006 - ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის -3 საჯარო სკოლა
2006-2012 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
2012-2014 - ბელარუსიის სამედიცინო აკადემია პოსტდიპლომური განათლების - მეან-გინეკოლოგია
17.06.2015 - საქართველოს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ლიცენზირებული ექიმი სპეციალისტი: - მეან -გინეკოლოგი
2017 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ლექტორი;

62 წლის პაციენტმა მომართა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს ჩივილებით: ტკივილი მცირე მენჯის არეში და მუცლის გარშემოწერილობის ...
18/05/2026

62 წლის პაციენტმა მომართა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს ჩივილებით: ტკივილი მცირე მენჯის არეში და მუცლის გარშემოწერილობის ზრდა.

ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით გამოვლინდა დიდი ზომის საშვილოსნოს მიომა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით პაციენტს დამატებით ჩაუტარდა მცირე მენჯისა და მუცლის ქვედა ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) კონტრასტირებით. კვლევის საფუძველზე დაისვა გიგანტური ზომის საშვილოსნოს მიომის დიაგნოზი.

დაიგეგმა და ჩატარდა ტოტალური ჰისტერექტომია ბილატერალური სალპინგექტომიით. ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე. პაციენტი გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

45 წლის პაციენტმა მომართა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ჩივილებით: მცირე მენჯის არეში ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღის წი...
14/05/2026

45 წლის პაციენტმა მომართა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ჩივილებით: მცირე მენჯის არეში ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ განვითარდა.

გინეკოლოგიური შეფასებისას გამოვლინდა:

* მუცლის პალპაციით მტკივნეულობა;
* დუგლასის ფოსოს პალპაციით მკვეთრი ტკივილი.

ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დაისვა მცირე მენჯის პელვიოპერიტონიტის დიაგნოზი.

დამატებით ჩატარებული მცირე მენჯის MRI კვლევით გამოვლინდა საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიომა დუგლასის ფოსოში გავრცელებით, აღნიშნული წარმონაქმნის ინფიცირება და პელვიოპერიტონიტი.

პაციენტს ჩაუტარდა ლაპაროსკოპიული ოპერაცია:

* მცირე მენჯის დრენირება;
* სანაცია;
* საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიომის რეზექცია.

პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე.

55 წლის პაციენტმა მიმართა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი-ს ჩივილით — ტკივილი მარჯვენა დანამატის მიდამოში.ჩატარებული კლინი...
13/05/2026

55 წლის პაციენტმა მიმართა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი-ს ჩივილით — ტკივილი მარჯვენა დანამატის მიდამოში.

ჩატარებული კლინიკურ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე დიაგნოსტირდა მარჯვენა საკვერცხის კისტოზური წარმონაქმნი მენოპაუზის პერიოდში, O-RADS 3 კატეგორიით. დამატებით პაციენტს ჩაუტარდა სისხლში ონკომარკერების განსაზღვრა.

პაციენტს აღენიშნება თანხმლები პათოლოგიები: სიმსუქნე, აუტოიმუნური თირეოიდიტი და გულის უკმარისობა II ხარისხი. აღნიშნული თანხმლები დაავადებებისა და პოსტოპერაციული რისკების შემცირების მიზნით არჩეულ იქნა მინიინვაზიური ქირურგიული მიდგომა — ლაპარასკოპიული ოვარექტომია.

10/05/2026

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი • Kutaisi Referral Hospitalგინეკოლოგიური სამსახური ✨
06/05/2026

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი • Kutaisi Referral Hospital
გინეკოლოგიური სამსახური ✨

🔬 კლინიკური შემთხვევა პრაქტიკიდან🔴40 წლის პაციენტმა მოგვმართა მენომეტრორაგიის ჩივილებით (FIGO კლასიფიკაცია: AUB-L; AUB-A...
05/05/2026

🔬 კლინიკური შემთხვევა პრაქტიკიდან

🔴40 წლის პაციენტმა მოგვმართა მენომეტრორაგიის ჩივილებით (FIGO კლასიფიკაცია: AUB-L; AUB-A). ანამნეზში აღენიშნებოდა ქრონიკული ანემია, რის გამოც იმყოფებოდა ჰემატოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

გინეკოლოგიური ისტორია დატვირთული იყო — ჩატარებული ჰქონდა ორი საკეისრო კვეთა, მათ შორის მეორე ოპერაციის შემდგომ განვითარდა გართულებები სეფსისის სახით.

ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი:
• ადენომიოზი
• საშვილოსნოს მიომა (FIGO ტიპი 2)

მრავალფაქტორული შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქირურგიული მკურნალობის შესახებ. პაციენტს ჩაუტარდა ტოტალური ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია ბილატერალური სალპინგექტომიით და ოვარიოპექსიით.

✅ ოპერაცია ჩატარდა წარმატებით, პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე.

👩‍⚕️ 👨‍⚕️ოპერაციული გუნდი:
ოპერატორი- სალომე ჩიხლაძე
ასისტენტები: გიორგი ფრუიძე,
გვანცა ხელაძე
ანესთეზიოლოგები: დავით ჯანაშია,
გიორგი გიორგობიანი

📌 აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინდივიდუალიზებული მიდგომის მნიშვნელობას გინეკოლოგიურ პათოლოგიებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს კომბინირებულ დიაგნოზებთან და დატვირთულ ანამნეზთან.

⚕️

გილოცავთ 🌼✨
02/05/2026

გილოცავთ 🌼✨

01/05/2026

გაიცანით სს "საქართველოს კლინიკები"-ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის გუნდის ახალი წევრი, მეან გინეკოლოგი სალომე ჩიხლაძე, რომელიც გინეკოლოგიურ სამსახურს უხელმძღვანელებს

სალომეს აქვს საერთაშორისო გამოცდილება გინეკოლოგიასა და ენდოსკოპიურ ქირურგიაში — განათლება და სტაჟირება გავლილი აქვს ბელორუსიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, მათ შორის ისეთ ცნობილ ცენტრებსა და კლინიკებში, როგორიცაა Quirón Salud, Estaing University Hospital და CICE. მონაწილეობა მიუღია მსოფლიო და რეგიონულ კონგრესებში (Hysteroscopy, ESGO, ASCO). 2015 წლიდან არის მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎16 033
📍ქუთაისი, ოცხელის ქ. N2

Address

ოცხელის ქუჩა/2
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 13:00

Telephone

+431310111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze:

Shortcuts

Share