13/06/2026
ალერგია თუ ინფექცია ❓
როდესაც ერთი მეორეს ჰგავს და ერთმანეთზე ზემოქმედებს.
✅კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ალერგიული და ინფექციური პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
✅ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციური აგენტები, შეიძლება გახდნენ ალერგიული რეაქციების გამომწვევი ან გამაძლიერებელი ფაქტორები.
✅ქრონიკული ბაქტერიული, ვირუსული თუ სოკოვანი ინფექციები ზრდიან ალერგიული გამოვლინებების განვითარების რისკს.
✅ ან პირიქით, ალერგიული დაავადებების დროს შეცვლილი იმუნური პასუხი, ხელს უწყობს ინფექციების უფრო ხშირ განვითარებას, გახანგრძლივებულ მიმდინარეობას ან რეციდივებს.
სწორედ, ამ ურთიერთკავშირის შედეგებია ის, რასაც ამ ფოტოებზე ხედავთ!
ხოლო მიღებული შედეგები, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ პაციენტი ბედნიერია!!!
მკურნალი ექიმი– ინფექციონისტი, ალერგოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დარეჯან ხაჭაპურიძე.
ექიმთან ვიზიტისთვის მოგვმართეთ ევროპულ სამედიცინო ცენტრში.
⏳ვმუშაობთ ყოველდღე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, კვირის გარდა.
📨მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 104