„Psychologist Mariam Mukbaniani ფსიქოლოგი- მარიამ მუკბანიანი-“.

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • „Psychologist Mariam Mukbaniani ფსიქოლოგი- მარიამ მუკბანიანი-“.

„Psychologist Mariam Mukbaniani ფსიქოლოგი- მარიამ მუკბანიანი-“. ფსიქოლოგი

18/04/2026
— ვგიჟდები იშვიათ სიტყვებზე. მაგალითად, ოქსიმორონებზე. იცი, რას ნიშნავს?— არა. საერთოდ არ მსმენია.— ოქსიმორონი სტილისტურ...
23/03/2026

— ვგიჟდები იშვიათ სიტყვებზე. მაგალითად, ოქსიმორონებზე. იცი, რას ნიშნავს?
— არა. საერთოდ არ მსმენია.
— ოქსიმორონი სტილისტური ფიგურაა, რომელიც ორ, მნიშვნელობით საპირისპირო სიტყვას აერთიანებს. მაგალითად: „ყურისწამღები სიჩუმე“, „თეთრი ღამე“, „ტკბილ-მჟავე“. დარწმუნებული ვარ, შენც შეძლებ ოქსიმორონების მოფიქრებას.
— „სევდიანი სიხარული“? — სთავაზობს კიმი.
— უფრო „მტანჯველი ბედნიერება“, — პასუხობს კასანდრა. კიმი საჩვენებელ თითს ტუჩებთან მიიტანს, რომ კონცენტრირდეს.
— ახლა ჩემი ჯერია... „ცოცხალი მკვდარი“.
— „წარსული მომავალი“.
— „საშინელი სილამაზე“.
კასანდრა მცირე პაუზას აკეთებს და ჩურჩულებს:
— შენ და მე.
— რა?
— ჩვენ ორი ადამიანი ვართ, რომელთაც საერთო არაფერი გვაქვს, მაგრამ ერთად ყოფნა გვაინტერესებს. ჩვენ — ოქსიმორონები ვართ.

ბერნარ ვერბერი
"კასანდრას სარკე"

15/03/2026

''სიტყვები ოდითგანვე მაგიური ძალით გამოირჩეოდნენ და ისინი ახლაც ინარჩუნებენ იმ ძველ მაგიურ ძალას. სიტყვებით ერთ ადამიანს შეუძლია მეორე კურთხეული გახადოს, ან სასოწარკვეთამდე მიიყვანოს. სიტყვებით მასწავლებელი თავის ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს. სიტყვებით ორატორი იპყრობს საკუთარ აუდიტორიას და საზღვრავს მათ აზროვნებას და გადაწყვეტილებებს. სიტყვები ეფექტებს იწვევენ და წარმოადგენენ ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნივერსალურ საშუალებას."

"სიტყვები კლავენ და სიტყვები აცოცხლებენ!
გაუფრთხილდით სიტყვებს!"

ზიგმუნდ ფროიდი ♥️

06/03/2026

, თუ იტანჯები ეს შენი ბრალია , თუ ბედნიერი ხარ ესეც შენი დამსახურებაა .
არავინაა პასუხისმგებელი მხოლო და მხოლოდ შენ .
შენ ხარ შენი თავის სამოთხე და ჯოჯოხეთიც ! "

ოშო

წარმოსახვის ძალას შეუძლია განკურნოს ადამიანი ისევე, როგორც შეუძლია გამოიწვიოს ავადმყოფობა.შიშები ასუსტებს ადამიანს და იწ...
22/02/2026

წარმოსახვის ძალას შეუძლია განკურნოს ადამიანი ისევე, როგორც შეუძლია გამოიწვიოს ავადმყოფობა.

შიშები ასუსტებს ადამიანს და იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს.

ავადმყოფობისგან განსაკურნებლად საუკეთესო საშუალებაა, ძლიერი ნება და ძლიერი გონება.

ყველა ავადმყოფობა, მექანიკური დაზიანებების გარდა გამოწვეულია სულის დაცემით.

შური ანგრევს ადამიანის ორგანიზმს.

ძლიერი ნებით და რწმენით შესაძლებელია ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება.

თეოფრასტე პარაცელსი
ექიმი, ფილოსოფოსი, ალქიმიკოსი.

ყველაზე სევდიანი და თბილი ამბავი🧡
20/02/2026

ყველაზე სევდიანი და თბილი ამბავი🧡

“ჩარლი ჩაპლინი-”რაც საკუთარი თავი შევიყვარე”რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხ...
20/02/2026

“ჩარლი ჩაპლინი-”რაც საკუთარი თავი შევიყვარე”

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ჰქვია.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემის შიში გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ “ეს – ცხოვრებაა”.

”საკუთარი თავის უნდა გწამდეს–ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონოდა აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.”

“ყველანაირად მოერიდეთ საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მიწერას.რამდენადაც არ უნდა გეზიზღებოდეთ თქვენი მდგომარეობა,...
19/02/2026

“ყველანაირად მოერიდეთ საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მიწერას.
რამდენადაც არ უნდა გეზიზღებოდეთ თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, ამაში არ დაადანაშაულოთ გარეგანი ძალები: ისტორია, სახელმწიფო, უფროსობა, რასა, მშობლები, მთვარის ფაზა, ბავშვობა თუ ქოთანზე დროულად დაუსმელობა — „მენიუ“ ვრცელი და მოსაწყენია.
იმ მომენტში, როდესაც პასუხისმგებლობას სხვას აკისრებთ, თქვენ საკუთარ გადაწყვეტილებას ასუსტებთ, რომ რამე შეცვალოთ. ამით ზრდით უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომლის შევსებაც ასე ძალიან უყვართ დემონებსა და დემაგოგებს, რადგან პარალიზებული ნება ანგელოზებისთვის ნამდვილად არ არის სიხარულის მომტანი.
საერთოდ, ეცადეთ, პატივი სცეთ ცხოვრებას არა მხოლოდ მისი მშვენიერების, არამედ მისი სირთულეების გამოც. ისინი ამ თამაშის ნაწილია და მათი კარგი მხარე ისაა, რომ ის არ არის სიყალბე. ყოველთვის, როცა სასოწარკვეთილებაში ხართ ან მის ზღვარზე დგახართ, როცა გაქვთ უსიამოვნებები ან დაბრკოლებები, გახსოვდეთ: ეს ცხოვრება გელაპარაკებათ ერთადერთ ენაზე, რომელიც მან კარგად იცის."

იოსებ ბროდსკი

"მასები არასოდეს განიცდიან ჭეშმარიტების წყურვილს. ისინი მოითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშეც მათ ცხოვრება არ შეუძლიათ."ზი...
25/01/2026

"მასები არასოდეს განიცდიან ჭეშმარიტების წყურვილს. ისინი მოითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშეც მათ ცხოვრება არ შეუძლიათ."

ზიგმუნდ ფროიდი

18/01/2026

ყურადღება არ მიაქციოთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჭკუიდან შეიშალეთ, არც მათ, ვინც გეუბნებათ, რომ შეცდომას უშვებთ და არც მათ, ვინც გთხოვთ, დაუბრუნდეთ იმ გზას, რომელიც მათ სწორად მიაჩნიათ. იოცნებეთ იმაზე, რაზეც გინდათ, წადით იქ, სადაც გინდათ, იყავით ის, ვინც ხართ, რადგან ცხოვრება განუმეორებელია. დაიმახსოვრეთ: თქვენ ხართ კარი, რომელსაც აქამდე ასე წარუმატებლად ეძებდით.

კარლ გუსტავ იუნგი

Address

ქუთაისი
Kutaisi

Telephone

+995598505802

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „Psychologist Mariam Mukbaniani ფსიქოლოგი- მარიამ მუკბანიანი-“. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category