ღია სახლი • Open House

ღია სახლი • Open House ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი

ღია სახლი იწყებს მიღებას  ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსისთვის.ტრენინგი მიმდინარეობს ღია სახლის ოფისში-ქ.ქუთ...
17/09/2026

ღია სახლი იწყებს მიღებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსისთვის.
ტრენინგი მიმდინარეობს ღია სახლის ოფისში-ქ.ქუთაისი, წერეთლის N45
ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი
დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1xtW9uHR2i191K8DAz7avr2_Vp6FRQmOeMYThgd5josA/edit

The Mind & Brain Lab-ის გუნდი ჩვენს კონფერენციაზე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს „ADHD-ის მართვა პრაქტიკაში: როდესაც ინტ...
16/09/2026

The Mind & Brain Lab-ის გუნდი ჩვენს კონფერენციაზე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს „ADHD-ის მართვა პრაქტიკაში: როდესაც ინტერვენცია არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს“

The Mind & Brain Lab-ის გუნდი ჩვენს კონფერენციაზე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს „ADHD-ის მართვა პრაქტიკაში: როდესაც ინტერვენცია არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს“, სადაც სპეციალისტები მიიღებენ სასარგებლო, პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც უშუალოდ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში შეძლებენ.

ADHD-ის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას ხშირად ვიყენებთ ჩარევის სხვადასხვა მიდგომას. თუმცა, ეფექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიაც კი შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს ან, გარკვეულ შემთხვევებში, პირიქით, ხელი შეუწყოს პრობლემური ქცევის შენარჩუნებას.

ვორქშოფზე დასმული იქნება მთავარი კითხვები: რა არ მუშაობს, რატომ და როდის არის საჭირო ინტერვენციის შეცვლა და არა შეხვედრების ან აქტივობების დამატება? აღნიშნული თემა საინტერესო იქნება მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის, რადგან ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორების სიღრმისეულ ანალიზსა და გათვალისწინებაზე, რომლებიც ინტერვენციის რეალურ ეფექტიანობას განსაზღვრავს.

ვორქშოფს გაუძღვებიან: ანა ყარაულაშვილი, მაია მაჭავარიანი, ლიკა ჩიტაძე, ანასტასია სამსონიძე და
ანა ხომერიკი.

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან ინტერვენციის სტრატეგიების შეფასებისა და ადაპტირების პრაქტიკული პრინციპები, ეფექტური ალტერნატიული მიდგომების შემუშავებისა და იმ გარემოებების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებიც გავლენას ახდენენ თერაპიულ შედეგზე.

სამიზნე აუდიტორია: ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ABA თერაპევტები, მეტყველებისა და ენის თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტები, სპეციალური განათლებისა და სხვა მომიჯნავე სფეროს სპეციალისტები, სტუდენტები და რეზიდენტები, რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვებთან.

ფორმატი და ძირითადი აქტივობები: ვორქშოფი იქნება ინტერაქტიული, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიაზე დაფუძნებული. მონაწილეები გააანალიზებენ კლინიკურ შემთხვევებს, შეაფასებენ ინტერვენციის სტრატეგიებს და თავად შეიმუშავებენ ალტერნატიულ მიდგომებს. შეხვედრაზე განხილული იქნება:

🌟 წახალისების სისტემის ეფექტიანობა;
🌟 ინსტრუქციებისა და მითითებების სწორი ფორმულირება;
🌟 ეფექტური უკუკავშირის უზრუნველყოფა;
🌟 არასასურველი ქცევის მართვის სტრატეგიები;
🌟 ემოციური მხარდაჭერის მექანიზმები.

📋ვორქშოპის ფორმატი:

მონაწილეთა რაოდენობა: 15–25 მონაწილე;
ხანგრძლივობა: 50 + 50 წუთი (ერთი 15-წუთიანი შესვენებით).

✅მოსალოდნელი სასწავლო შედეგები

ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გაარჩიონ:

✅ როდის არის საჭირო უშუალოდ ბავშვის ქცევის შეცვლა;
✅რა შემთხვევაში არის აუცილებელი გარემოს ან მოთხოვნის შეცვლა;
✅რა ვითარებაში მოითხოვება თავად ინტერვენციის შეცვლა ან ადაპტირება;
✅მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.

-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.

კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform

ღირსება და ავტონომია: ახალი პერსპექტივა ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვისროგორ დავიცვა...
10/09/2026

ღირსება და ავტონომია: ახალი პერსპექტივა ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის

როგორ დავიცვათ ბავშვისა და ოჯახის ღირსება და ავტონომია მაშინ, როცა ცხოვრება ნეიროგანვითარების დარღვევასთან ერთად მიმდინარეობს?

ამ საკითხზე ქეთი არჯევანიძესთან ერთად ვისაუბრეთ კონფერენციის ფარგლებში

🔹 რას ნიშნავს ავტონომიის პატივისცემა პრაქტიკაში?
🔹 როგორ ავაშენოთ თანამშრომლობითი, ღირსების დამცველი მიდგომა ოჯახებთან?
🔹 რა როლი აქვს სპეციალისტს ამ პროცესში?

შემოგვიერთდით და გაიზიარეთ ახალი პერსპექტივები! 🌿

ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვები და მოზარდები ხშირად ერთდროულად სარგებლობენ სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ქცევითი, საგანმანათლებლო და სოციალური სერვისებით. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, რამდენად იცავს მომსახურება მათ ღირსებას, ითვალისწინებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, მოსაზრებებსა და არჩევანს და ხელს უწყობს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაძლიერებას.

სწორედ ამ თემატიკას მიმოიხილავს ქეთი არჯევანიძე ბავშვთა ნეიროგანვითარების კონფერენციაზე.

ქეთი არის ფილოსოფიის დოქტორანტი ეთიკისა და ბიოეთიკის მიმართულებით; მისი სადოქტორო კვლევა ადამიანის მორალის ბიოგაძლიერების ეთიკას ეხება. იგი არის განათლებისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის განათლებისა და განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი. მისი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობა აერთიანებს თვითადვოკატირების, ღირსების, ავტონომიისა და ინფორმირებული არჩევანის საკითხებს.

მოხსენება განიხილავს თვითადვოკატირების ძირითად პრინციპებს, ავტონომიას, თვითგამორკვევას, ინფორმირებულ მონაწილეობასა და მხარდაჭერით გადაწყვეტილების მიღებას, და მათ მნიშვნელობას ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის პრაქტიკაში.

მომსახურების მიღების პროცესში გადაწყვეტილებებს უმეტესად ზრდასრულები იღებენ: განსაზღვრავენ, რა არის ბავშვისა თუ მოზარდისთვის სასარგებლო, რომელ მიზნებზე უნდა იმუშაოს, როგორ უნდა მოიქცეს და რას უნდა მიაღწიოს. თუმცა სერვისის ეფექტიანობასთან ერთად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად რჩება ბავშვი ან მოზარდი საკუთარი ცხოვრების აქტიურ მონაწილედ და რა გავლენა აქვს ამ სერვისებს მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხზე.

მოხსენება თვითადვოკატირების ძირითად პრინციპებს დაუკავშირებს ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის ყოველდღიურ პრაქტიკას: ღირსების დაცვას, მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების მოსმენას, თვითგამორკვევის მხარდაჭერას, ინფორმაციის მათთვის გასაგები და ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას, თანხმობისა და უარის მნიშვნელობას, მხარდაჭერით გადაწყვეტილების მიღებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თანდათანობით მომზადებას.

განვიხილავთ განსხვავებას დაცვასა და ზედმეტ კონტროლს, ასევე მხარდაჭერასა და ჩანაცვლებულ გადაწყვეტილებას შორის.

მონაწილეებს შევთავაზებთ პრაქტიკულ კითხვებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება შეფასდეს, რამდენად აძლიერებს კონკრეტული სერვისი ბავშვისა და მოზარდის ავტონომიას, თავისუფალ არჩევანს, გადაწყვეტილებებში მონაწილეობასა და საკუთარი "მეს" გამოხატვის შესაძლებლობას.

-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform

ტატა ბაზღაძე-  ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი,ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრის „კარავი“ დირექტორი. მოხსენების თემა-  "ც...
02/09/2026

ტატა ბაზღაძე- ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი,
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრის „კარავი“ დირექტორი.

მოხსენების თემა- "ცვალებადი ფენოტიპი: ნეიროგანვითარებითი ტრაექტორია ბავშვობიდან მოზარდობამდე".

ბავშვთა ნეიროგანვითარების მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე მიმოვიხილავთ ნეირომრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტებსა და დიაგნოსტიკურ ნიუანსებს.

ტატა ბაზღაძე, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი,
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრის „კარავი“ დირექტორი.

ბავშვთა ნეიროგანვითარების მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე იგი გააკეთებს მოხსენებას "ცვალებადი ფენოტიპი: ნეიროგანვითარებითი ტრაექტორია ბავშვობიდან მოზარდობამდე", სადაც მიმოიხილავს ნეიროგანვითარებითი ფენოტიპის ცვლილებას ასაკის ცვლილებასთან ერთად და მის თანმდევ მოვლენებსა და საყურადღებო დეტალებს.

ნეიროგანვითარებითი დარღვევები ხშირად წარმოდგენილია როგორც ცალკეული, შედარებით სტაბილური დიაგნოსტიკური კატეგორიები. კლინიკურ პრაქტიკაში კი ერთი და იმავე ბავშვის წამყვანი სირთულეები ასაკთან ერთად შესაძლოა იცვლებოდეს: ადრეულ პერიოდში შეიძლება დომინირებდეს მეტყველების, სენსორული დამუშავებისა და რეგულაციის სირთულეები; შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდეს სოციალური კომუნიკაციის თავისებურებები; მოგვიანებით კი - ჰიპერაქტიურობა, ყურადღების, აღმასრულებელი ფუნქციებისა და სწავლის სირთულეები. მოზარდობაში კლინიკურ სურათში შეიძლება წამყვანი გახდეს შფოთვა, თანატოლებთან ურთიერთობისა და სხვა ადაპტაციის პრობლემები.

მოხსენება შეეხება:

🌟 ნეიროგანვითარებითი ფენოტიპის ცვლილებას ასაკთან ერთად;
🌟 დიაგნოსტიკურ სტაბილურობასა და სიმპტომების ცვალებადობას შორის განსხვავებას;
🌟 ჰეტეროტიპულ უწყვეტობასა და განვითარების კასკადებს;
🌟 კომპენსაციის, გარემოსა და ასაკობრივი მოთხოვნების გავლენას კლინიკურ სურათზე;
🌟 კომორბიდობას, დიაგნოსტიკურ მიგრაციასა და დიაგნოზის გადახედვის საფუძვლებს;
🌟 შემთხვევებს, როდესაც ადრე კომპენსირებული სოციალური და კომუნიკაციური სირთულეები მოგვიანებით კვლავ ხდება კლინიკურად მნიშვნელოვანი;
🌟 ბავშვის განვითარების დინამიკაში გრძივი (ლონგიტუდური) შეფასების მნიშვნელობას.
ლექციის მთავარი მიზანია, ნეიროგანვითარებითი დარღვევები დავინახოთ არა მხოლოდ როგორც კოდებისა და უცვლელი დიაგნოზების ერთობლიობა, არამედ როგორც დინამიკური განვითარების ტრაექტორია.

ერთჯერადი შეფასება გვაჩვენებს ბავშვის მდგომარეობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, განვითარების ისტორია კი - მის მთლიან გზას.

-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform

🔽 მომხსენებელი: მარი მალაზონია🔽 ვორქშოფის თემა: ნეირომრავალფეროვნება და კვებითი შუქნიშანი🔽 დარეგისტრირდით საქართველოში პ...
30/08/2026

🔽 მომხსენებელი: მარი მალაზონია
🔽 ვორქშოფის თემა: ნეირომრავალფეროვნება და კვებითი შუქნიშანი

🔽 დარეგისტრირდით საქართველოში პირველ, ნეიროგანვითარების საკითხებზე მიძღვნილ კონფერენციაზე.

🔽 ქუთაისი: 21-22 ნოემბერი

ბავშვთა ნეიროგანვითარების მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე მიმოვიხილავთ ნეირომრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტებს. ერთ-ერთი აქტივობა რაც გაიმართება ჩვენს კონფერენციაზე იქნება მარი მალაზონიას ვორქშოფი კვებასთან დაკავშირებით.

მარი მალაზონია ექიმი-ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორი, საქართველოს პარენტერული და ენტერული კვების საზოგადოების თავმჯდომარე და კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ჩვენს კონფერენციაზე იგი გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს: „ნეირომრავალფეროვნება და კვებითი შუქნიშანი“, სადაც სპეციალისტები მიიღებენ სასარგებლო, თანამედროვე და პრაქტიკულ ცოდნას ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვებში კვებითი ქცევის თავისებურებებისა და სირთულეების მართვის შესახებ.

ვორქშოფი იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული და დაეთმობა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

🌟 როგორ განსხვავდება კვებითი ქცევა ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვებში;

🌟 რატომ არის ზოგი ბავშვი განსაკუთრებით შერჩევითი კვებისას;

🌟 როგორ მოქმედებს სენსორული მგრძნობელობა საკვების არჩევაზე;

🌟 რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ვუპასუხოთ კვების სირთულეებს.

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ნეირომრავალფეროვანი ბავშვების კვებითი ქცევის მექანიზმები, სენსორული და ქცევითი ფაქტორების გავლენა კვების პროცესზე და მიაწოდოს პრაქტიკული ინსტრუმენტები („კვებითი შუქნიშანი“) შერჩევითი კვების მართვისა და ოჯახის მხარდაჭერისთვის.

-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform

იხილეთ ინფორმაცია კონფერენციის სპიკერებისა და მოხსენებების შესახებ. 🔽🔽🔽
26/08/2026

იხილეთ ინფორმაცია კონფერენციის სპიკერებისა და მოხსენებების შესახებ.

🔽🔽🔽

ბავშვთა ნეიროგანვითარების მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე მრავალი საინტერესო ვორქშოფი, სემინარი და სხვა აქტივობა დაგხვდებათ.

ირაკლი რცხილაძე - პედიატრი, სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ კლინიკურ დირექტორი.

ჩვენს კონფერენციაზე იგი გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს: „ხელოვნური ინტელექტით გამარტივებული გუნდური მიდგომები ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვისას“, სადაც სპეციალისტები მიიღებენ სასარგებლო, თანამედროვე და პრაქტიკულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვისა და გუნდური მუშაობის პროცესს.

ვორქშოფი იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული და დაეთმობა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

🌟როგორ ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვას;

🌟როგორ ეხმარება AI სხვადასხვა სპეციალისტს ეფექტიან გუნდურ მუშაობაში;

🌟როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ გააუმჯობესოს ინფორმაციის გაცვლა და გადაწყვეტილებების მიღება;

🌟რა შესაძლებლობები და გამოწვევები ახლავს AI-ის გამოყენებას კლინიკურ პრაქტიკაში.

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ნეიროგანვითარებითი დარღვევების მართვაში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, აჩვენოს ციფრული ტექნოლოგიების როლი მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შორის კოორდინირებული მუშაობისა და მონაცემთა ეფექტური გაცვლის უზრუნველყოფაში.

-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform

Address

წერეთლის N45ა
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995551800404

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღია სახლი • Open House posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ღია სახლი • Open House:

Shortcuts

Share

Category