29/07/2026
ფსიქოლოგიის პირველი კურსის სტუდენტები პროფესიულ გარემოს „ხიდში“ ეცნობიან 🎓
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ფსიქოლოგიის პირველი კურსის სტუდენტები ამჟამად 180-საათიან გაცნობით პრაქტიკას გადიან.
გაცნობითი პრაქტიკის მთავარი მიზანია, სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში დააკვირდნენ ფსიქოლოგის პროფესიის ყოველდღიურ სპეციფიკას და პრაქტიკაში გაიცნონ ის პროცესები, რომლებიც მომავალ საქმიანობას განსაზღვრავს.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები:
- ეცნობიან ფსიქოლოგის ყოველდღიურ ფუნქციებსა და პროფესიულ პასუხისმგებლობებს;
- აკვირდებიან მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას, პროგრამების შიდა თანამშრომლობასა და ბენეფიციარებთან პროფესიული ურთიერთობის პროცესს;
- სწავლობენ, როგორ მიმდინარეობს ქეისების მართვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება, დროის მენეჯმენტი და განრიგის დაგეგმვა;
- ეცნობიან ფსიქოლოგის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს;
- აკვირდებიან შეფასებისა და ინტერვენციის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას;
- მონაწილეობენ საერთაშორისო და თანამედროვე ფსიქოლოგიური შეფასების ინსტრუმენტების ქართულ ენაზე თარგმნისა და კულტურული ადაპტაციის პროცესში, რაც მათ საშუალებას აძლევს, ახლოდან გაეცნონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასების პრაქტიკას;
- უკეთ აცნობიერებენ პროფესიული თვითგანვითარებისა და თვითზრუნვის მნიშვნელობას, რომელიც ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი ფსიქოლოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პრაქტიკა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოს დაუკავშირონ, დააკვირდნენ გამოცდილ სპეციალისტებს, ჩაერთონ მიმდინარე პროფესიულ პროცესებში და შეიქმნან სწორი მოლოდინები მომავალი პროფესიული განვითარებისათვის.
გვჯერა, რომ პროფესიული კომპეტენციების განვითარება უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული გამოცდილების შერწყმით იწყება.
მოხარულები ვართ, რომ „ხიდი“ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად დააკვირდნენ, ისწავლონ და აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას საფუძველს უყრის 🧡