Myelin/მიელინი

Myelin/მიელინი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის ცენტრი - პატარების განვითარების გზამკვლევი

☀️ გაიცანით კლინიკა მიელინის ქცევის ტექნიკოსი თამარ გორგოძე.თამარი ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობს და მონაწილე...
16/09/2026

☀️ გაიცანით კლინიკა მიელინის ქცევის ტექნიკოსი თამარ გორგოძე.

თამარი ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობს და მონაწილეობს მათი ქცევითი, საკომუნიკაციო და სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.

მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და ახალი უნარების ეტაპობრივად განვითარება.

📌 თუ გსურთ, თქვენმა შვილმა მიიღოს პროფესიული მხარდაჭერა, ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

📞 568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ

10/09/2026

💦 კლინიკა „მიელინში“ ბავშვთა და მოზარდთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქვათერაპიის სეანსებზე რეგისტრაცია განახლდა.

🌊 სეანსები მორგებულია თითოეული ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.

აქვათერაპია აერთიანებს თერაპიულ აქტივობებსა და ცურვის უნარების განვითარებას, უსაფრთხო და ბავშვისთვის სასიამოვნო გარემოში 💙

📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ

🔎 ვაკანსიები სამტრედიაში!ვეძებთ პროფესიონალებს „მიელინის“ სამტრედიის ფილიალში შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:🔹 ენისა და მეტყ...
07/09/2026

🔎 ვაკანსიები სამტრედიაში!

ვეძებთ პროფესიონალებს „მიელინის“ სამტრედიის ფილიალში შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

🔹 ენისა და მეტყველების თერაპევტი
🔹 სპეციალური განათლების პედაგოგი
🔹 ფიზიკური თერაპევტი
🔹 ფსიქოლოგი

თუ გჯერა, რომ შენი პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით შეგიძლია ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანო, შემოგვიერთდი „მიელინის“ გუნდში 💜

📍 სამუშაო ადგილი: სამტრედია

📩 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: [email protected]

ერთად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბავშვებისთვის ✨

📚 სწავლა, განვითარება და პროფესიული ზრდა„მიელინში“ შიდა გუნდური ტრენინგი ჩატარდა თემაზე:AEPS 3-ის ადმინისტრირება / ოჯახი...
14/08/2026

📚 სწავლა, განვითარება და პროფესიული ზრდა

„მიელინში“ შიდა გუნდური ტრენინგი ჩატარდა თემაზე:

AEPS 3-ის ადმინისტრირება / ოჯახის მიერ ბავშვის უნარების შეფასება / ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.

ტრენინგის ფარგლებში გუნდის წევრები გაეცნენ AEPS 3-ის შეფასების ინსტრუმენტს, მის სწორად ადმინისტრირებასა და შეფასების შედეგების გამოყენებას ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესადგენად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახის აქტიურ ჩართულობას ბავშვის უნარების შეფასების პროცესში, რადგან ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა კიდევ უფრო ეფექტურია მაშინ, როცა პროცესში ოჯახიც სრულფასოვანი მონაწილეა 💜

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ:
✨ AEPS 3-ის საშუალებით ბავშვის უნარების შეფასებაში
✨ ქულების სწორად მინიჭებასა და მონაცემების დაჯამებაში
✨ ოჯახის ჩართვაში შეფასების პროცესში
✨ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებაში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „მიელინის“ გუნდი მუდმივად სწავლობდეს, ვითარდებოდეს და საკუთარ პროფესიულ ცოდნას ბავშვების უკეთესი მხარდაჭერისთვის იყენებდეს. 🌱

🔎 „მიელინის“ ქუთაისის ფილიალი ეძებს პროფესიონალებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე, სჯერათ გუნდური მუშაობის და სურთ, თა...
13/08/2026

🔎 „მიელინის“ ქუთაისის ფილიალი ეძებს პროფესიონალებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე, სჯერათ გუნდური მუშაობის და სურთ, თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.

📌 ვაკანტური პოზიციები:
• ფსიქოლოგი
• ენისა და მეტყველების თერაპევტი
• ფიზიკური თერაპევტი

რას გთავაზობთ?
✨ პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
✨ ადგილობრივ და საერთაშორისო სუპერვიზიას
✨ ჯანმრთელობის დაზღვევას
✨ FitPass-ზე წვდომას
✨ ანაზღაურებად ავადობის დღეებს
✨ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს

📩 თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე: [email protected]

*სათაურში მიუთითე სასურველი ვაკანსიის დასახელება.

💜 შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბავშვებისთვის.

12/08/2026

5 შეცდომა რომელსაც მშობლები ზაფხულში უშვებენ ☀️

🎯 სასარგებლო რჩევები - განვითარების და კლინიკური ფსიქოლოგ მარიამ ჯავახაძისაგან.

💦 გიზიარებთ კადრებს ჩვენი პატარა მეგობრის აქვათერაპიის სეანსიდან.კლინიკა „მიელინში“ აქვათერაპია ტარდება უნიკალური ამერიკ...
10/08/2026

💦 გიზიარებთ კადრებს ჩვენი პატარა მეგობრის აქვათერაპიის სეანსიდან.

კლინიკა „მიელინში“ აქვათერაპია ტარდება უნიკალური ამერიკული პროგრამის მიხედვით, სადაც თერაპევტი მთელი სეანსის განმავლობაში ბავშვთან ერთად წყალში იმყოფება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ინდივიდუალურ და ეფექტურ თერაპიულ პროცესს 💙

📞 568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ

07/08/2026

ხშირად დაშვებული შეცდომები სელექციური მუტიზმის დროს 🗣️

✨ კლინიკა ,,მიელინის" ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ელიზა მოსეშვილი

უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით გიზიარებთ ჩვენი თანამშრომლის, მარიამის, 12 წლის შვილის, ლუკას გარდაცვალების სამწუხა...
04/08/2026

უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით გიზიარებთ ჩვენი თანამშრომლის, მარიამის, 12 წლის შვილის, ლუკას გარდაცვალების სამწუხარო ამბავს, რომელმაც ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ დაგვტოვა 💔

„მიელინის“ გუნდის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მარიამს, მის ოჯახსა და ახლობლებს.

ამ უმძიმეს დროს გისურვებთ ძალას, გამძლეობასა და შინაგან სიმტკიცეს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რომელსაც შვილის დაკარგვა ჰქვია.

ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას და გულით ვდგავართ თქვენს გვერდით.

🕊️ ნათელი ლუკას ხსოვნას.

კლინიკა „მიელინის“ გუნდს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი  მარიამ ფურცხვანიძე შემოუერთდა 💜მარიამი მუშაობს ბავშვებსა და მოზა...
31/07/2026

კლინიკა „მიელინის“ გუნდს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ ფურცხვანიძე შემოუერთდა 💜

მარიამი მუშაობს ბავშვებსა და მოზარდებთან ემოციური, ქცევითი და სოციალური სირთულეების მიმართულებით. მისი მუშაობა ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას, უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნას, რაც ბავშვს საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებასა და პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.

ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიონალი სპეციალისტების ძლიერი გუნდი თითოეული ბავშვისა და ოჯახის ხარისხიანი მხარდაჭერის საფუძველია.

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ

Address

ჯავახიშვილის ქ. #89ბ, ქუთაისი
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995568047722

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Myelin/მიელინი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Myelin/მიელინი:

Shortcuts

Share