ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი The National Center of Mental Health

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი The National Center of Mental Health

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი The National Center of Mental Health დაარსდა 1978 წლის 23 თებერვალს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  ფსიქიატრისა და ნარკოლოგის, ლევან კოხრეიძის გარდაცვალების გამო, რომელიც საკუთარი საქმისადმი ...
12/09/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფსიქიატრისა და ნარკოლოგის, ლევან კოხრეიძის გარდაცვალების გამო, რომელიც საკუთარი საქმისადმი ერთგულებით, პაციენტებისადმი გულისხმიერებით და ემპათიით, ყოველთვის გამორჩეული იყო.

​ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ლევანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს

🔹️დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნი...
21/08/2026

🔹️დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)
ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირების კურსი წარმატებით დასრულდა

📝სტუდენტებმა წარმოადგინეს ვრცელი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ზოგადი ანალიტიკის გარდა, საუნივერსიტეტო პროფესიული პრაქტიკის მანძილზე მიღებულ, პერსონალურ შთაბეჭდილებებსაც აჯამებდა

🎙️ შეხვედრა გახსნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელმა/გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ
🎙სტაჟირების განსაკუთრებულ ეფექტსა და სტუდენტების წარმატებაზე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანმა, პროფესორმა მირანდა გიორგაშვილმა
🎙სტაჟორების ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ცენტრის, როგორც პრაქტიკული სასწავლო ბაზის უნიკალურ, მრავალფეროვან გარემოზე ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა-ფსიქიატრმა უშანგი ბენიძემ
და პრაქტიკის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა, დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ჩაგუნავამ

📝პრეზენტაციის ბოლოს, რომელსაც ცენტრის ექიმი-ფსიქიატრებიც ესწრებოდნენ, სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, თითოეულ სტუდენტს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალური სერტიფიკატი, ბატონმა გოჩა ბაკურაძემ გადასცა

- განაცხადა ქალბატონმა მირანდა გიორგაშვილმა

🔹სტუდენტების ️სტაჟირება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
სტუდენტებისათვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, კვალიფიკაციისა და ხარისხიანი პრაქტიკული უნარების მიღების მიზნით, მემორანდუმი კიდევ ბევრ ერთობლივ აქტივობას მოიაზრებს

17/08/2026

#სენაკი თავშესაფრის ეზოს ყვავილები🌷🌸

17/08/2026

#სენაკი
#არტთერაპია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სტაჟირების ერთ-ერთ ეტაპ...
17/08/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სტაჟირების ერთ-ერთ ეტაპს გადიან, პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად, ქალაქ სენაკში, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირების თავშესაფრები მოინახულეს, რომლებიც სწორედ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს

ევროპული ტიპის, მაღალი სტანდარტის, სრულად უზრუნველყოფილ თავშესაფრებში, 250-მდე ბენეფიციარი, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობს.

სტუდენტებმა დაათვალიერეს მათი ყოველდღიური გარემო, ეზო, ოთახები, მოსასვენებელი ადგილები, არტთერაპიული სივრცე და საოცარი შთაბეჭდილებით დატოვეს იქაურობა

🔹️უკვე თვეზე მეტია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ გამო...
14/08/2026

🔹️უკვე თვეზე მეტია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. ეცნობიან პროფესიულ გარემოს და ყოველდღიურ სამუშაო პროცესს

📝სტაჟირება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს

📝მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებითაც

🔹️ეს არის დიდი თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც განვითარების ეტაპზე მოიაზრებს ერთობლივ აქტივობებს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების და მხარდაჭერის მიზნით, მათთვის ხარისხიანი პრაქტიკული ცოდნის მიღებას და თვითრეალიზაციაში ხელშეწყობას

🎙 - ამბობს
პრაქტიკის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, დეპარტამენტის უფროსი თამარ ჩაგანავა

🔹️ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დარგის გაძლიერების და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მომავალშიც, ბევრ სასარგებლო და საინტერესო ღონისძიებას ითვალისწინებს

📸დღის კადრი✨️ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ყველაზე პატარა და მხიარული სტუმრები ჩვე...
11/08/2026

📸დღის კადრი✨️
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ყველაზე პატარა და მხიარული სტუმრები ჩვენს ეზოში✨️

09/08/2026

9 აგვისტოს, ტრადიციულად, წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, სამღვდელოებასთან ერთად, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ წირვა აღავლინა, რომელსაც მრევლის და ცენტრის წარმომადგენლების გარდა, პაციენტები/ბენეფიციარები ესწრებოდნენ

9 აგვისტო წმინდა მკურნალ პანტელეიმონის ხსენების დღეა

„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი..."

გილოცავთ🌿

22/07/2026

🔹️ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და მათი ცოდნის მუდმივ განახლებას.
ამ მიზნით, უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამის ფარგლებში, ცენტრის ექიმი-ფსიქიატრები და ნარკოლოგები, დაესწრნენ დავით ზურაბაშვილისა და ნინო ოკრიბელაშვილის სასწავლო კურსს თემაზე:



📝ორდღიანი ტრენინგი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა

🔹️საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ექიმების პროფესიული კომპეტენციის გაღრმავებას, თანამედროვე კლინიკური მიდგომების გაზიარებასა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას

Address

ხონი, ქუტირი
Kutaisi

Telephone

599 47 25 38

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი The National Center of Mental Health posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი The National Center of Mental Health:

Shortcuts

Share

Category