კლინიკა „უნიქალმედი“ 2016 წელს დაარსადა.
კლინიკა ჩართულია სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში .
მრავალპროფილურ კლინიკაში 24 საათიანი დიაგნოსტირება და მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ჩვენს კლინიკაში ისარგებლეთ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით და ჩაიტარეთ სრული სამედიცინო მომსახურება.
თიბისი დაზღვევის, არდისა და ნიუ ვიჟენის სადაზღვევო კომპანიებში ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პირებს, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღება, მხოლოდ სადაზღვევო ბარათით ან პირადობის წარდგენით შეუძლიათ.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და მოტივირებული კადრებით.
კლინიკა „უნიქალმედში“ შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი გადაუდებელი დახმარების განყოფილებით, ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურებებით.
კლინიკაში მოქმედებს თანამედროვე რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახური, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, თერაპიის, ქირურგიის და უროლოგიის განყოფილებები. ასევე, უროლოგიური მიმართულება პაციენტებს სთავაზობს თირკმელში, შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთში არსებული ყველა ზომის კენჭის დაშლას ყველაზე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდით, რომელსაც ლაზერული ლითოტრიპსია ეწოდება.
კლინიკაში ფუნქციონირებს კარდიოინტერვენციული განყოფილება და კათეტერიზაციის ლაბორატორია.სადაც, ტარდება კორონაროგრაფია და სტენტირება. ასევე, თანამედროვე ანგიოგრაფი, სხვადასხვა ორგანოს (თავის ტვინი, ფილტვი, გული, თირკმელი და სხვ.) სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის. ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ლაბორატორია.
კლინიკა უნიქალმედში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი დაგხვდებათ.
გენერალური დირექტორი - შოთა მარუაშვილი
კლინიკური მენეჯერი - პლატონ აკობია
გადაუდებელი დახმარების განყოფილება - ნათია ჩხიკვაძე
ქირურგიული განყოფილება - ნუგზარ ბეროძე
რეანიმაციული განყოფილება - ირაკლი მიქაძე
კარდიოლოგიური განყოფილება - გიორგი შაკინოვი
ნევროლოგიური განყოფილება - დათა გოგელიძე
თერაპიული განყოფილება - ვასილი ფარცხალაძე
ტრავმატოლოგიური განყოფილება - გიორგი ფუტკარაძე
ქირურგი-უროლოგი - ლევან შავლაყაძე
პლასტიკური ქირურგი - დათა ჯოლოგუა
ყბა სახის ქირურგი - ნინო ჩაჩუა
ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მაია თორდია
კლინიკა ჩართულია სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში .