10/10/2013
ზურგის ტკივილის გამომწვწვი რამოდენიმე მიზეზი:
1. ძველ ლეიბზე ძილი- ლეიბის ფორმა უკვე დაახლოებით 10 წელიწადია განახლდა, თუ თქვენ ამ ხნის მანძილზე ის არ შეგიცვლიათ, შესაძლოა ხერხემალი სწორად საერთოდ არ გიდევთ, თუ თქვენი ლეიბი ძალიან მძიმე და მაგარია, შეცვალეთ ის რბილითა და მსუბუქით. სასურველია ორთოპედიულ ლეიბზე უბალიშოდ ძილი.
2. მძიმეწონიანი ტვირთი- თუ თქვენ გიწევთ მძიმე ჩანთების აღება, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს ხერხემალს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებთ, რადგან ის სრულიად კარგავს ბალანსს, ჩანთა უნდა იწონიდეს თქვენი სხეულის წონის 10 %-ს, ეს ნორმალურია. განსაკუთრებით ქალბატონებმა მკაცრად უნდა შეზღუდონ მძიმე ნივთების ტარება, ასაკთან ერთად ეს პროცესი ძალიან რთულ შედეგებამდე მიგიყვანთ.
3. მაღალი ქუსლები- თუ ის იმდენად მაღალია, რომ მასზე იძულებით დადიხართ იცოდეთ, რომ ამით სტრესს აყენებთ საკუთარ სახსრებს. ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ფეხის ფორმის შესაბამისად, სანდლები, რომლებსაც არც ოდნავ ქუსლი აქვთ და არც უკანა მყარი მხარე ძალიან ცუდია ტერფისთვის, რადგან ფეხი მასში მოძრაობს და ამ არათანაბრობამ შესაძლოა ზურგის პრობლემები გამოიწვიოს. ყველაფერს თავისი იდეალური სიმაღლე აქვს, იპოვე თქვენიც.
4. ემოციები- თქვენი ემოციები უდიდეს გავლენას ახდენს სხეულზე, მათ შორის ზურგზეც და ცუდმა განწყობამ თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი. უკმაყოფილება, დეპრესია, აღშფოთება ის განწყობებია, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ტკივილის რეცეპტორებზე. აუცილებლად ეცადეთ პოზიტიური გარემო შეიქმნათ.
5. ჯდომა- ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთაც სამსახურის გამო მთელი დღის მანძილზე ერთ ადგილას ჯდომა უწევთ, ეს ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის სწორი პოზის შერჩევა, რამაც თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და უმოქმედობა. ჯდომა 50 %ით მეტ ზეწოლას იწვევს, ვიდრე დგომა, რადგან ამ უკანასკნელის დროს ბევრად უფრო მეტი კუნთია ტონუსში. დარწმუნდით, რომ თავი სწორად გაქვთ მოთავსებული და კომპიუტერთან ჯდომისას არასოდეს გადაიხაროთ წინ.
6. სავარჯიშოები- ვარჯიშს შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თქვენი კუნთების მუშაობის პროცესის გაუმჯობესებაში. თუ ფიზიკური ინტენსივობით საკმარისად არ იტვირთებით თქვენი ზურგი და ხერხემალი შესაძლოა გადაგვარდეს. სწორედ ამიტომ ვარჯიში, რომელიც ამაგრებს ზურგსა და მუცელს საუკეთესო გამოსავალია.
7. არაჯანსაღი საკვები- მაღალკალორიული საკვები აუცილებლად გამოიწვევს წონის მომატების პროცესს, რაც აუცილებლად გახდება ზურგის პრობლემების მიზეზი. ჭარბი წონა იწვევს მენჯის პრობლემებსაც და სხეულს სტრესს ანიჭებს. სიმსუქნეს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ოსტეოართრიტის განვითარების რისკი. ამიტომ იკვებეთ ჯანსაღად და აუცილებლად, მკაცრად აკონტროლეთ წონა.