კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, Kutaisi.

28/06/2026
ექსკლუზიურად ფოთელებისთვის და არა მარტო ფოთელებისთვის 😊✌️
22/06/2026

ექსკლუზიურად ფოთელებისთვის და არა მარტო ფოთელებისთვის 😊✌️

20/06/2026
28/05/2026

🔻💬 "(უფასო) სამედიცინო კონსულტაციები "ევროპის აგენტებისაგან" ვერ ჩატარდება!
თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში 01/02.06.26-ში დაგეგმილი იყო ჩემ მიერ უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციების ჩატარება (კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და კარდიოლოგიური რჩევა). რამდენიმე დღის წინ კლინიკამ მომიბოდიშა, რომ კონსულტაციები, სამწუხაროდ, ვეღარ შედგება, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინაიდან მე ამჟამად არ ვფლობ ქართულ მოქალაქეობას, მიუხედავად 2 წლის წინ აღებული ქართული ლიცენზიისა არ მაქვს უფლება საქართველოში რამე სამედიცინო საქმიანობა განვახორციელო. ასეთი კანონი მიუღიათ ამა წლის 1-ელ მარტს. შემდგომში ლექციების ჩატარებას ამიკრძალავენ და მალე საქართველოში ჩამოსვლასაც. თქვენ კი, მეოცნებეები, შეხვედრისას ალბათ თვალს ამარიდებთ, რათა "ევროპის აგენტებთან" ნაცნობობაში არ დაგდონ ბრალი. ცუდად არის ჩვენი საქმე. ქვეყნის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ეს ყოველ წვრილმანზე ადვილი აღსაქმელია, თუ კაცს გონება არ აქვს პროპაგანდით დაბინდული და გამოუსწორებელი მედროვე არ არის. ერთადერთი სანუკვარი ოცნება მაქვს ბოლო ორი წელია: მინდა რაც შეიძლება მალე დაემხოს ეს დიქტატორული, თვითმარქვია, რუსეთუმე რეჟიმი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დაგვიბრუნდეს!" | წერს სოციალურ ქსელში ექიმი რეზო ჯორბენაძე. ის შტუტგარტის ცენტრალურ კლინიკაში უფროსი კარდიოლოგია

18/05/2026

🎯 რატომ ევროპა? 🇬🇪🇪🇺
🇬🇪🇪🇺 ჩვენი ევროპა - ჩვენი მომავალი!
🥼 ნიკა ვაშაყმაძე - ექიმი;
🇬🇪🇪🇺 ევროპა ჩემთვის არის სიმშვიდე- მოპოვებული ცოდნით!
🥼მე ექიმი ვარ. ჩემი პროფესია ყოველდღე მახსენებს ერთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას — როცა სისტემა წესებით მუშაობს, ადამიანები ცოცხლობენ. როცა სისტემა კორუფციით, ნეპოტიზმით და ჩაკეტილი გავლენებით იმართება — ზიანდება პაციენტი, ზიანდება ექიმი და საბოლოოდ ზიანდება მთელი ქვეყანა.
📜 ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის არჩევანი, როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს — სახელმწიფო, სადაც პროფესიონალიზმი ფასობს, სადაც ექიმის ცოდნას და შრომას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვარს, ნაცნობობას ან პოლიტიკურ კავშირებს.
📚ჩემი პროფესიული გზა სწორედ ამ სივრცემ შექმნა. ევროპულმა განათლებამ და სტანდარტებმა მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი საერთაშორისო სერტიფიცირებული ექიმი, მემუშავა იმ ხარისხის მედიცინით, რომელიც ადამიანის ღირსებას იცავს. შემდეგ, როცა ქუთაისში თანამედროვე სამედიცინო ცენტრის სტრუქტურის შექმნაში მივიღე მონაწილეობა, ზუსტად ევროპული მოდელებით ვხელმძღვანელობდით — გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, პაციენტის უსაფრთხოება, პროფესიული ეთიკა.
📍თუ ამ გზას გადავუხვევთ, მხოლოდ პოლიტიკურ პერსპექტივას არ დავკარგავთ. დავკარგავთ იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ქართულ მედიცინას ავითარებს. დავკარგავთ ახალგაზრდების შესაძლებლობას, ისწავლონ და დაბრუნდნენ ევროპული ცოდნით. დავკარგავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტების იდეას, სადაც გადაწყვეტილებას კომპეტენცია იღებს და არა გავლენა.
✅ ევროპა ჩემთვის ნიშნავს სივრცეს, სადაც ადამიანს შეუძლია მშვიდად იცხოვროს ღირსებით და პროფესიონალიზმით.
🇬🇪🇪🇺 სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საგარეო კურსი. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს აღარ მოუწიოთ იმ უსამართლობასთან ცხოვრება, რასაც ჩემი თაობა ძალიან ხშირად შეეჯახა. Nika Vashakmadze

Address

Kutaisi

Telephone

+995597944029

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე:

Shortcuts

Share