Level Up

Level Up პიროვნული განვითარების ჯგუფი

23/07/2026

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორსა და "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, "არასოდეს თქვა არასოდეს"... მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.

დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს - ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად კი მიხვდებით.

ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე, შემიძლია დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.

აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:

საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748

თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037

მიმღები მე - ნათია დოლიძე

ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!”, - წერს ნათია დოლიძე სოციალურ ქსელში.

21/07/2026

გიორგი ზურაბაშვილი
წარმატებები..

Address

ლაგოდეხი
Lagodekhi
2700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Level Up posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share