Sikharulidze dental studio/ სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • Sikharulidze dental studio/ სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა

Sikharulidze dental studio/ სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა სრული სტომატოლოგიური სერვისი: ქირურგია, ორთოპედია, თერაპია

სრული სტომატოლოგიური სერვისი - თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული მომსახურეობა. სტერილიზაციის სტანდარტებისა მომსახურეობის უსაფრთხოების სრული დაცვით.

დღეს კიდევ ერთი ადამიანი გავაბედნიერეთ ლამაზი ღიმილით ამ საახალწლოდ ❤ ❤ ❤ მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რთული შემთხვევა მთელი...
27/12/2025

დღეს კიდევ ერთი ადამიანი გავაბედნიერეთ ლამაზი ღიმილით ამ საახალწლოდ ❤ ❤ ❤
მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რთული შემთხვევა მთელი ჩემი 36 წლიანი პრაქტიკის შემთხვევაში ალბათ არც მქონია
ახლა აღწერა:
პაციენტი 38 წლის, არასწორი, ღრმა თანკბილვით, წინა 4 კბილი ძალიან დახრილი ტუჩის მხარეს, ქვედა ფრონტალური კბილები სასაზე ებჯინებოდა და იწვევდა ტრავმას.
ჩატარდა ქირურგიული, თერაპიული და ორთოპედიული მკურნალობა ცირკონოკერამიკის და მეტალოკერამიკის გვირგვინებით.
მოხდა ზედა 4 ფრონტალური კბილის დეპულპირება, გადაიჭრა თითქმის ღრძილის დონეზე, დამზადდა ცირკონის ჩანართები. ამან საშუალება მოგვცა სწორ პოზიციაში ჩაგვეყენებინა წინა კბილები და შეძლებისდაგვარად გამოსწორდა თანკბილვაც. სრულად გამოსწორება ქირურგიული ოპერაციის გარეშე შეუძლებელია.
სურათები გადაღებულია ჩაცემენტებისთანავე ყოველგვარი ფილტრების გარეშე
რაც მთავარია, პაციენტი უზომოდ ბედნიერი წავიდა ❤️❤️❤️

დღევანდელი დამღლელი დღის ბედნიერი დასასრული 👏🤌რეტენციული 28-ე კბილი, ე.წ. სიბრძნის კბილი, უფრო თუ დავკონკრეტდებით, როგორ...
30/10/2025

დღევანდელი დამღლელი დღის ბედნიერი დასასრული 👏🤌
რეტენციული 28-ე კბილი, ე.წ. სიბრძნის კბილი, უფრო თუ დავკონკრეტდებით, როგორც გურიაში უწოდებენ ,,საჭკვიანო" კბილი 😏

დღეს რამდენიმე ბედნიერი ღიმილის მომსწრე გავხდებით 👏👏🤌❤️
03/10/2025

დღეს რამდენიმე ბედნიერი ღიმილის მომსწრე გავხდებით 👏👏🤌❤️

ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო ✅პაციენტი - 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდან სტომატოლოგე...
21/08/2025

ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო ✅
პაციენტი - 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდან სტომატოლოგებთან დადის და სულ კბილების პრობლემები აქვს.
მარცხენა მხარეს ქონდა სარძევე ეშვიც, არ ქონდა პრემოლარები, ანუ მცირე საღეჭი კბილები - მე-4, მე-5 კბილები, მარჯვენა მხარეს მხოლოდ ერთი პრემოლარი.
პანორამულმა რენტგენმა აჩვენა პრემოლარების ჩანასახების არარსებობაც.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარძევე ეშვი დაგვეტოვებინა მუდმივ ეშვად და მუდმივი ეშვი გადაგვექცია პრემოლარად, ცენტრალური საჭრელის კულტი აღვადგინე მინაბოჭკოვანი და პარაპულპალური წკირების საშუალებით.
მგონი ლამაზი გამოვიდა 😏
სურათები გადაღებულია ჩაცემენტებისთანავე და ყოველგვარი ფილტრების გარეშე ( მაინც ვერ ვისწავლე სურათების გადაღება😂 )

მშობლების საყურადღებოდ !!!👇👇👇
31/05/2025

მშობლების საყურადღებოდ !!!
👇👇👇

10/05/2025

ძალიან ხშირად კბილის ექსტრაქციის შემდეგ 3-4 გავა და პაციენტი მოდის ტკივილებით. რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ნორმალურად კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობაში წარმოიქმნება სისხლის შედედებული მასა, კოლტი, რომელიც იცავს ძვალს და ნერვულ დაბოლოებებს.
თუ ეს კოლტი არ წარმოიქმნა ან მოიხსნა, ვითარდება ძლიერი, მჭრელი ტკივილები ამოღებიდან 3-4 დღის შემდეგ.
ეს ტკივილები შეიძლება გადავიდეს ყურში, ლოყაში ან ყბის არეში, ამავე დროს შეიძლება იყოს ცუდი სუნიც პირიდან, ღია ჭრილობა და ზოგ შემთხვევაში გადიდებული ლიმფური ჯირკვლებიც.
სტომატოლოგი ამ დროს ახორციელებს ალვეოლის გაწმენდას და დეზინფექციას, ირიგაციას ფიზიოლოგიური ან ანტიბიოტიკიანი ხსნარით, ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკიც ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად.
პრევენციისთვის ამოღების შემდეგ უნდა დაიცვათ მკაცრად პირის ღრუს ჰიგიენა, პირველ 24 საათში არ უნდა იხმაროთ სავლები, რომ კოლტი არ მოხსნას, არ მოწიოთ და მიყვეთ ექიმის რეკომენდაციებს

როცა ამაყი ხარ იმით, რომ პაციენტი ბედნიერი გადის შენი კლინიკიდან
30/11/2024

როცა ამაყი ხარ იმით, რომ პაციენტი ბედნიერი გადის შენი კლინიკიდან

ღიმილის ტრანსფორმაცია და კიდევ ერთი ბედნიერი პაციენტი 👏❤️მგონი ახსნა არ სჭირდება, თუ რა ჩივილებით მოვიდა პაციენტი 😏62 წლ...
17/11/2024

ღიმილის ტრანსფორმაცია და კიდევ ერთი ბედნიერი პაციენტი 👏❤️
მგონი ახსნა არ სჭირდება, თუ რა ჩივილებით მოვიდა პაციენტი 😏
62 წლის ქალბატონი ❤️
რეაბილიტაცია ჩატარდა პროტეზირებით ზედა ყბაზე და მეტალოკერამიკული გვირგვინები ქვედა ყბაზე

ის ურჩევნია მამულსაო, ნათქვამია და ვამაყობ, მა, შენით ❤️👏👏👏ვამაყობ და მიხარია ❤️ მიხარია -  მე რომ მთხოვს ბევრი შუამდგომ...
13/10/2024

ის ურჩევნია მამულსაო, ნათქვამია და ვამაყობ, მა, შენით ❤️👏👏👏
ვამაყობ და მიხარია ❤️
მიხარია - მე რომ მთხოვს ბევრი შუამდგომლობას შენთან დასაკავშირებლად

✅ ურთულესი შემთხვევა 😢ემიგრანტი ესპანეთიდან, დროში შეზღუდული.რა ჩივილებითაც არის მოსული, მგონი ახსნაც არ სჭირდებაჩატარდა...
30/09/2024

✅ ურთულესი შემთხვევა 😢
ემიგრანტი ესპანეთიდან, დროში შეზღუდული.
რა ჩივილებითაც არის მოსული, მგონი ახსნაც არ სჭირდება
ჩატარდა პაროდონტოლოგიური, თერაპიული და ორთოპედიული მკურნალობა ✅
ვადა ზუსტად 1 თვე
მიეცა შემდგომი მოვლისთვის კვალიფიციური რჩევა- დარიგებები
წავიდა უზომოდ კმაყოფილი ❤️👏👏👏

მძიმე სამუშაო დღე დავასრულეთ ქვედა მერვე კბილის ექსტრაქციით 😏როგორც გურიაში ამბობენ, დავანახეთ ცას ,,საჭკვიანო" კბილი 👏👏...
17/09/2024

მძიმე სამუშაო დღე დავასრულეთ ქვედა მერვე კბილის ექსტრაქციით 😏
როგორც გურიაში ამბობენ, დავანახეთ ცას ,,საჭკვიანო" კბილი 👏👏😏
საცეკვაოდ იყო გამზადებული, მაგრამ არ ვაცალეთ 😂😂😂

Address

გურიის ქ. #37
Ozurgeti
3500

Opening Hours

Monday 10:00 - 17:30
Tuesday 10:00 - 17:30
Wednesday 10:00 - 17:30
Thursday 10:00 - 17:30
Friday 10:00 - 17:30
Saturday 10:00 - 14:00
Sunday 10:00 - 14:00

Telephone

+995571550212

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sikharulidze dental studio/ სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Sikharulidze dental studio/ სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა:

Shortcuts

Share

Category