06/05/2026
ანტიცელულიტური მასაჟი ხშირად აღიქმება როგორც “სასწაული მეთოდი”, რომელიც თითქოს თავისით აგვარებს ყველა პრობლემას — ამცირებს ცელულიტს, აკლებს წონას და აძლევს იდეალურ ფორმებს. რეალობა კი ცოტა სხვანაირია.
ანტიცელულიტური მასაჟი ნამდვილად ეფექტურია — ის აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ასწორებს კანის ტექსტურას და ეხმარება სხეულს ტონუსის დაბრუნებაში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ:
👉 თუ კვებას არ აკონტროლებ, მასაჟის პარალელურად შესაძლებელია წონაშიც მოიმატო.
რატომ ხდება ასე?
როდესაც მასაჟით აქტიურდება მეტაბოლიზმი და სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმი უფრო “მზად” ხდება მიღებული საკვების დასამუშავებლად და შესანახადაც. თუ ამ დროს კალორიების ჭარბი რაოდენობა შედის (ტკბილი, ფასტფუდი, გვიანი კვება), შედეგი იქნება არა გახდომა, არამედ პირიქით — წონის მატება.
👉 მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი ჯადოქარი არ არის.
მას შეუძლია დაგეხმაროს — მაგრამ შედეგი ყოველთვის არის თანამშრომლობა:
მასაჟი + სწორი კვება + ყოველდღიური რეჟიმი.
👉 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:
თუნდაც მასაჟის კურსის შემდეგ მიიღო კარგი შედეგი — თუ ისევ დაუბრუნდები არასწორ კვებას, უმოძრაო ცხოვრებას და ძველ ჩვევებს, სხეული ისევ დაიწყებს ცხიმის დაგროვებას და ცელულიტიც დაბრუნდება.
📌 დასკვნა მარტივია:
მასაჟი არის ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ არა ცალკე მდგომი “მკურნალობა”.
შედეგი შენს ყოველდღიურ არჩევანზეა დამოკიდებული.
თუ გინდა, რომ სხეული რეალურად შეიცვალოს — იმუშავე მასთან ერთად, არა მის წინააღმდეგ 🤍
ამ ფოტოზე 5 პროცედურის შედეგია. პაციენტი იცავს კვების რეჟიმს და შედეგმაც არ დააყოვნა 😊
ბედნიერ დღეს გისურვებთ ❤️