ევროპული ხარისხის და ფართო სპექტრის სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური მომსახურება ...
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, საუკეთესო ხარისხის აპარატურით, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით დაცვის გარანტია.
კლინიკის მყუდრო, კომფორტული გარემო დაგეხმარებათ დაძლიოთ გავრცელებული შიში - დენტოფობია. თქვენს პატარებს კი პირველივე ვიზიტიდან შეაყვარებს სტომატოლოგთან სტუმრობას.
უდიდესი ყურადღება ეთმობა სადიზინფექციო-ჰიგიენურ კონტროლს. სტერილიზაცი კი შედგება რამდენიმე ეტაპისგან და ამ პროცესზე თვალის მიდევნება ყველა ვიზიტორს შეუძლია, რადგან დეკონტამინაციის ოთახი, რომელიც კლინიკის ცენტრში არის განთავსებული, მინის კედლებშია მოქცეული და სრულად გამჭირვალეა.
დენტალ ჰაბის გამოცდილი გუნდი გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვას, არამედ მრავალფეროვან პროცედურებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენებით.