Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სივრცე

Step-Up-ში ჩატარდა პრაქტიკული სემინარი თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ ბავშვის განვითარების სირთულეები ადრეულ ეტაპზე“შეხვედრის ...
30/05/2026

Step-Up-ში ჩატარდა პრაქტიკული სემინარი თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ ბავშვის განვითარების სირთულეები ადრეულ ეტაპზე“

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო რეალური შემთხვევები, შესრულდა პრაქტიკული დავალებები, გაანალიზდა ვიდეომასალა და მონაწილეებს მიეწოდათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლებისა და განვითარების შესაძლო სირთულეების ადრეული ამოცნობის შესახებ.

ვორქშოპს უძღვებოდა Step-Up -ის აკადემიური უნარების თერაპევტი , მაიკო გამეზარდაშვილი.

25/05/2026

📢 7 ივნისს Step Up-ში ჩამოდის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი ნათია მალანია.

როდის მივმართავთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს პირველადი კონსულტაციისთვის - თუკი ბავშვს ან მოზარდს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილ სირთულეთაგან რომელიმე:
- შიშები / შფოთვები;
- დაბალი თვითშეფასება;
- უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა / კომუნიკაცია;
- ქცევის სირთულე როგორც სახლში, ასევე სკოლაში ან ბაღში;
- უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა;
- აქვს სირთულე დასწავლის პროცესში (აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება);
- ძილთან დაკვშირებული სირთულე;
- დამოუკიდებლად თვითმოვლის / თვითმომსახურების სირთულე;
- ახასიათებს ამოჩემებული ან ასაკის შეუსაბამო ინტერესები;
- უჭირს თანატოლებთან თამაში;
- არის ეკრანდამოკიდებული;
- ამჩნევთ, რომ მისი განვითარება არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას;
- არის ბულინგის მსხვერპლი;
- გადაიტანა მატრავმირებელი მოვლენა (ახლობლის გარდაცვალება, მშობლების განქორწინება, საცხოვრებლის შეცვლა და სხვ.);

კონსულტაციისთვის გთხოვთ
👉დაგვიკავშირდით:

📞 551 42 47 41
ან მობრძანდით: რუსთავი, რუსთაველის #20

21/04/2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიება, რომელიც მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავად გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მანდატურის სამსახურს, მისი გუნდის თითოეულ წევრს დიდ მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, გულით გაკეთებული საქმისთვისა და დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჩვენი შვილების მიმართ გაქვთ.

როდესაც საუბარია ზოგადი განათლების სისტემაში მასშტაბურ რეფორმებზე მანდატურის სამსახურის როლი გამორჩეულ დატვირთვას იძენს, რაც სკოლაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.

მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. სამინისტრო, ისევე როგორც სრულიად საზოგადოება ძალიან აფასებს იმ საქმეს, რომელსაც ასე ერთგულად უკვე 16 წელია ემსახურებით,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და თანამშრომლებს მიღწეული წარმატება მიულოცა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა.

დაჯილდოება თბილისის საკრებულოში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.

12/04/2026
ბავშვის ადრეული განვითარების „წითელი ალმები“ – როგორ ამოვიცნოთ დროულად?ბავშვის ადრეული განვითარება ის ეტაპია, როცა სწორა...
15/03/2026

ბავშვის ადრეული განვითარების „წითელი ალმები“ – როგორ ამოვიცნოთ დროულად?

ბავშვის ადრეული განვითარება ის ეტაპია, როცა სწორად ორიენტირება და ე.წ. „წითელი ალმების“ დროული ამოცნობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ხშირად სწორედ ადრეული დაკვირვება და სწორი რეაგირება განსაზღვრავს ბავშვის განვითარების შემდგომ გზას.

🔺 სწორედ ამიტომ გთავაზობთ პრაქტიკულ ვორქშოპს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ბავშვის განვითარების ძირითადი ეტაპები, ამოიცნოთ შესაძლო რისკები და სწორად შეაფასოთ ის ნიშნები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.

ვორქშოპზე თქვენ გაეცნობით:

🔸 განვითარების რუკას (0–5 წელი)
რა ითვლება ნორმად კოგნიტური, ფიზიკური და სოციალურ-ემოციური განვითარების სფეროებში.

🔸 ასაკობრივი განვითარების ეტაპებს:
რას და როგორ უნდა აკეთებდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში.

🔸 „წითელი ალმების“ ამოცნობას-
რომელი ნიშნებია განვითარების სფეროებში განსაკუთრებით საყურადღებო .

🔸 სკრინინგი და შეფასება
რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული სკრინინგი, როგორ გვეხმარება განვითარების რისკების დროულ გამოვლენაში და როდის არის საჭირო ბავშვის უფრო დეტალური შეფასება.

🔸 რეალური შემთხვევების განხილვა
ვორქშოპი არ იქნება მხოლოდ თეორიული. ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ შემთხვევებს, შევაფასებთ განვითარების რისკებს და განვსაზღვრავთ მხარდაჭერისა და ინტერვენციის გზებს.

📌 ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

ვორქშოპს გაუძღვება მაიკო გამეზარდაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი

📌დეტალური ინფორმაცია

• თარიღი/დრო: 19 აპრილი

• ლოკაცია: ქ.რუსთავი, რუსთაველის 20
Step-up ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

• რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარში

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი  „სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და  მეტყველების თერაპევტის  პოზიციაზე. ადგილ...
06/12/2025

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი „სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 3 იანვარი.
გთხოვთ, მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

12/11/2025

1 დეკემბრიდან ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი- Step up იწყებს ჯგუფურ ფსიქოთერაპიას 12-14 წლის მოზარდებისთვის.

თერაპიის მიზანია:

🟠სოციალური უნარების განვითარება;
🟠თანატოლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება;
🟠ემოციებზე დაკვირვება და სახელდება;
🟠მოზარდებში არსებული შინაგანი თავდაჯერებულობის აღმოჩენა;
🟠საკუთარი მოსაზრების მყარად და მკაფიოდ დაფიქსირება;
🟠სიახლეების მიღება და ახალი გარემოში ადაპტირება;

ჯგუფურ თერაპიას წარუძღვება ჩვენი ფსიქოლოგი, ფსიქოდიაგნოსტირი და კონსულტანტი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ თერაპევტი - სალომე ლურსმანაშვილი;

დამატებითი ინფორმაციისთვისა და დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ

მისამართი: 🕹
რუსთველის # 20 , რუსთავი;

ან დაგვიკავშირდით:
☎️551 42 47 41

Address

რუსთაველის 20
Rustavi

Telephone

+995551424741

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი:

Shortcuts

Share