რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო • Rustavi Central Hospital

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო • Rustavi Central Hospital

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო • Rustavi Central Hospital მუდამ შენ გვერდით!

თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემაა ნოზოკომიალური ინფექციბის მიერ გამოწვეული სეფსისი და სეპტიური შოკი, აგრე...
16/07/2026

თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემაა ნოზოკომიალური ინფექციბის მიერ გამოწვეული სეფსისი და სეპტიური შოკი, აგრეთვე მნიშვნელოვანია თანამედროვე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ტოქსიური ეფექტების პრევენცია.

9-10 და 13-14 ივლისს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “ნოზოკომიალური ინფექციის როლი სეფსისის განვითარებაში და სეფსისის მკურნალობაში გამოყენებული ანტიბიოტიკების ტოქსიურობა” . პროგრამას უძღვებოდა რექტორის მოადგილე, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრე ლოლაძე.

პროგრამა სპეციალურად იყო შემუშავებული სერტიფიცირებული ექიმებისთვის შემდეგ მიმართულებებში: ზოგადი ქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, შინაგანი მედიცინა, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, უროლოგია, მეანობა-გინეკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა.
მსმენელებს მიენიჭათ I ტიპის 12 უპგ ქულა და გადაეცემათ სერტიფიკატები .

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ,რომ ს/ს,, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო"_ს ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტ,,გეომედის “ დირექციის ერთობლივი ინიციატივით ჩვენი კლინიკის ექიმებისთვის მოცემულ ტრენინგში მონაწილეობა სრულიად უფასოა .

08/07/2026

„საუკუნოვანი გამოცდილება და უპირობო ერთგულება მედიცინისადმი — ქალბატონი იამზე ცერცვაძე“

ს/ს „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი კარდიოლოგი...
07/07/2026

ს/ს „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში“ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი კარდიოლოგი, იამზე ცერცვაძე.
მრავალწლიანი თავდადებული პროფესიული საქმიანობის, პაციენტებისადმი ერთგულებისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იამზე ექიმს გადაეცა დიპლომი – „კლინიკის საუკეთესო მენტორი“ და მადლობის სიგელი.
ამბობენ,ადამიანი მაშინ არის წარმატებული,როცა კარგ მოგონებებს ტოვებს. მან კი მხოლოდ მოგონებები კი არ დაგვიტოვა ,არამედ მაგალითი,თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ექიმი თავის პროფესიას,კოლექტივსა და ადამიანებს.
საღამო, რომელიც კლინიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა, სავსე იყო თბილი სიტყვებით, მადლიერებითა და ემოციებით. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც იამზე ექიმი წლების განმავლობაში თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანურობით იმსახურებდა.
გულწრფელ მადლობას ვუხდით იამზე ექიმს მრავალწლიანი, ღირსეული და თავდადებული საქმიანობისთვის და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და ბედნიერებით სავსე მომავალს.
თქვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სიკეთე ჩვენი კლინიკის ისტორიისა და მომავალი თაობების შთაგონების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
თქვენ მუდამ დარჩებით ჩვენი დიდი ოჯახის გამორჩეულ წევრად!
​ #რუსთავისცენტრალურისაავადმყოფო #მადლობაექიმო #საპატიომენტორი #კარდიოლოგია #ჩვენიგუნდი

დაბადების დღეს ვულოცავთ  ჩვენი კლინიკის ფარმაცევტული სერვისების მართვის სამსახურის უფროს ქალბატონ ლია ხელაძეს!ს.ს. ,,რუს...
03/07/2026

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი კლინიკის ფარმაცევტული სერვისების მართვის სამსახურის უფროს ქალბატონ ლია ხელაძეს!
ს.ს. ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს"" გუნდის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ წარმატებასა და ამოუწურავ ენერგიას. თქვენი პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება ყოველდღიურად მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია ჩვენი კლინიკის განვითარებაში.
დაე, ყოველი ახალი დღე სავსე იყოს წარმატებით, სასიამოვნო სიახლეებითა და ბედნიერი წუთებით.

ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული, საზეიმო და ემოციებით სავსე შეხვედრა გაიმართა.  გვქონდა პატივი, ერთად შევკრებილიყავით — ა...
27/05/2026

ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული, საზეიმო და ემოციებით სავსე შეხვედრა გაიმართა. გვქონდა პატივი, ერთად შევკრებილიყავით — ადმინისტრაცია, განყოფილების უფროსები, ექიმები და მთავარი ექთნები — რათა უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით მოვფერებოდით ჩვენს უფროს თაობას — პროფესიონალებს,რომლებმაც ათწლეულებს გაუძლეს და ხელებს რომლებმაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა - ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ექთნებს. ეს ადამიანები ათწლეულების განმავლობაში, საკუთარი ენერგიის, ჯანმრთელობისა და უძილო ღამეების ფასად, ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენს პაციენტებს და ქმნიდნენ „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ საექთნო ტრადიციებს. მათი უპირობო ამაგის დასაფასებლად, კლინიკის მმართველი დირექტორის, პაპუნა ბახტაძის გადაწყვეტილებით: თითოეულ მათგანს მრავალწლიანი,ნაყოფიერი,კეთილსინდისიერი შრომისა და ღვაწლისთვის საზეიმოდ გადაეცა მადლობის სიგელები,ფულადი პრემია და სიმბოლური საჩუქრები.

ისინი დღესაც დიდი პასუხისმგებლობით და შემართებით აგრძელებენ მუშაობას ჩვენს კლინიკაში ,დიდი სიამაყით მინდა გაგაცნოთ :

1. ნაზიბროლა სისვაძე -თერაპიული განყოფილება

2. ციური ავეტიკოვა - კარდიოლოგიური განყოფილება

3. მანანა გოქაძე -კარდიოლოგიური განყოფილება

4. აზა გაგლოევა - კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

5. მზიანა მურჯიკნელი-კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

6. თინათინ აფაქიძე - რადიოლოგიური სამსახური

7. ლინა ვარდიაშვილი - ტრავმატოლოგიური განყოფილება

8. ნინელი ბასილაია-კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

9. ნორა ჩიხლაძე -კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

ექთანი ყოველთვის იყო და დარჩება პაციენტზე ზრუნვის მთვარი საყრდენი,პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ჰუმანურობის სიმბოლო. ექთნობა არ არის უბრალოდ სამსახური — ეს არის მოწოდება, რომელიც უდიდეს ჰუმანურობასა და თავგანწირვას მოითხოვს.

ჩვენი უფროსი კოლეგები სწორედ ამ ღირებულებების საუკეთესო მაგალითი არიან. თითოეული ჩვენგანისთვის მათი თბილი ღიმილი უდიდესი სტიმულია.

ს/ს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ადმინისტრაცია ამაყობს თავისი გუნდით და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას! თქვენი ღვაწლი დაუვიწყარია!

2026 წლის 21 მაისს, საზოგადოებრივი კოლეჯი „არსისა“ და „ექთანთა გაერთიანების“ ორგანიზებით გამართულ რეგიონალურ დარგობრივ ს...
23/05/2026

2026 წლის 21 მაისს, საზოგადოებრივი კოლეჯი „არსისა“ და „ექთანთა გაერთიანების“ ორგანიზებით გამართულ რეგიონალურ დარგობრივ სტუდენტურ კონფერენციაზე — „საექთნო საქმის გამოწვევები და მომავლის ხედვა“, ჩვენს კლინიკას საპატიო ჯილდო გადაეცა.
ს.ს ,,რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიენიჭა სტატუსი- „ექთანთა საუკეთესო გუნდის კლინიკა“.
ეს აღიარება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და დასტურია იმისა, რომ ჩვენი მედპერსონალი ყოველდღიურად უმაღლესი სტანდარტებით, თავდადებითა და პროფესიონალიზმით ემსახურება პაციენტების ჯანმრთელობას. ეს ჯილდო ჩვენი კლინიკის თითოეული ექთნის დამსახურებაა, თეთრად გათენებული ღამეების, უსაზღვრო ემპათიის, პროფესიული ოსტატობისა და გუნდური ერთობის შედეგია. პაციენტზე ზრუნვა ხელოვნებაა, რომელსაც ექთნები ყოველდღიურად უმაღლეს დონეზე ასრულებენ.

ს.ს ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის კოლეჯ „არსს“, „ექთანთა გაერთიანებასა“ და თითოეულ ორგანიზატორს საექთნო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პარტნიორობისთვის, ამ უდიდესი დაფასებისთვის, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის, სადაც ხდება მომავალი თაობისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების დაკავშირება.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და მყარად ვდგავართ საექთნო საქმის მხარდასაჭერად! ერთად ვქმნით მედიცინის უკეთეს მომავალს!
#რუსთავისცენტრალურისაავადმყოფო #კოლეჯიარსი #ექთანთაერთიანება #საექთნოსაქმე #აღიარება2026

დღეს, 12 მაისს, აღვნიშნავთ ექთნების საერთაშორისო დღეს — ადამიანების დღეს, რომლებიც პროფესიონალიზმით, სითბოთი და უდიდესი ...
12/05/2026

დღეს, 12 მაისს, აღვნიშნავთ ექთნების საერთაშორისო დღეს — ადამიანების დღეს, რომლებიც პროფესიონალიზმით, სითბოთი და უდიდესი პასუხისმგებლობით ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
ექთანი მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის თანადგომა ყველაზე რთულ წუთებში, იმედი, ყურადღება, მოთმინება და ძალა, რომელიც პაციენტისთვის ხშირად გამოჯანმრთელების პირველი ნაბიჯია.
სწორედ ექთნები არიან ისინი, ვინც დღე და ღამე, დაუღალავად და დიდი გულისხმიერებით დგანან თითოეული ადამიანის გვერდით. ხშირად დაღლილობას ღიმილით მალავენ და სხვისი ტკივილის შემსუბუქებას მთელი გულით ცდილობენ.
განსაკუთრებული მადლობას ვუხდით ჩვენი კლინიკის თითოეულ ექთანს.
თქვენი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა ყოველდღიურად ქმნის გარემოს, სადაც პაციენტი გრძნობს არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებას, არამედ ზრუნვას, სითბოსა და იმედს.
თქვენი შრომა შეუფასებელია და თითოეული მადლიერი პაციენტის უკან თქვენი ძალისხმევა, მოთმინება და დიდი გული დგას.
მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, პროფესიულ წარმატებას, დაფასებას და ბევრ ბედნიერ დღეს.
პაცივისცემით ს.ს ,, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს " ადმინისტრაცია.

ვაკანსია – მორიგე რენტგენოგრაფერის/ს ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”აცხადებს ვაკანსიას მორიგე რენტგენოგრაფერის პოზიცი...
02/05/2026

ვაკანსია – მორიგე რენტგენოგრაფერი

ს/ს ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”აცხადებს ვაკანსიას მორიგე რენტგენოგრაფერის პოზიციაზე.ყოველ მეოთხე დღეს სამუშაო გრაფიკით
ძირითადი მოვალეობები:
რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად
• პაციენტების სწორად მომზადება კვლევისთვის
• აპარატურის გამართულად გამოყენება და კონტროლი
• რადიაციული უსაფრთხოების წესების დაცვა
• სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• შესაბამისი სამედიცინო განათლება
• სამუშაო გამოცდილება სასურველია
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/qDDXQ ,
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტაზე: [email protected] ან გვეწვიეთ მისამართზე:ქ.რუსთვი წმ.ნინოს 3
დამატებითი ინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით ტელეფონზე : 599390685

ვაკანსია: ექთანი-ანესთეზიოლოგის/ს ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”აცხადებს ვაკანსიას - ექთანი ანესთეზიოლოგის  პოზიციაზ...
27/04/2026

ვაკანსია: ექთანი-ანესთეზიოლოგი
ს/ს ,,რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”აცხადებს ვაკანსიას - ექთანი ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტის მომზადება ანესთეზიისთვის
• ანესთეზიოლოგის დახმარება ოპერაციის დროს
• სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი (პულსი, წნევა, სატურაცია და სხვ.)
• ანესთეზიური აპარატურის მომზადება და კონტროლი
• მედიკამენტების სწორად მომზადება და ადმინისტრირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის მიმართულებით)
• მოქმედი სერთიფიკატი / რეგისტრაცია
• ანესთეზიოლოგიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება - სასურველია მინიმუმ 2 წელი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს
• კონკურენტულ ანაზღაურებას
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
• მეგობრულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/qDDXQ ,
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტაზე: [email protected] ან გვეწვიეთ მისამართზე:ქ.რუსთვი წმ.ნინოს 3
ასევე შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე : 599390685

ს/ს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“-ს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას : მორიგე ექთნი...
01/04/2026

ს/ს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“-ს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას : მორიგე ექთნის და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე:
1)მორიგე ექთანი- 16 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტების პირველადი შეფასება და მართვა
• გადაუდებელი მდგომარეობების მართვა
• შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
• საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებთან კოორდინაცია
2)ექთნის თანაშემწე- 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს .
ძირითადი მოვალეობები:
• ექთნის დახმარება პაციენტების მოვლაში
• სამედიცინო ინვენტარის მომზადება
• პალატებისა და სამუშაო გარემოს წესრიგის უზრუნველყოფა
• პაციენტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობა (საჭიროების შემთხვევაში)
სავალდებულო მოთხოვნები:
• პიროვნული თვისებები
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• გუნდური მუშაობის უნარი.
შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/qDDXQ ,
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტაზე: [email protected] ან გვეწვიეთ მისამართზე:ქ.რუსთვი წმ.ნინოს 3

დამატებითი ინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით ტელეფონზე : 599390685

Address

Rustavi
3700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო • Rustavi Central Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category