24/07/2026
🦷 „შეიძლება კბილები სწორად იდგეს და მაინც არსებობდეს თანკბილვის პრობლემა?“
👩⚕️ დიახ.
ერთი შეხედვით ღიმილი შეიძლება სრულიად ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, თუმცა მხოლოდ კბილების სწორი პოზიცია არ ნიშნავს, რომ თანკბილვაც ნორმალურია. ხშირად პრობლემა სწორედ ყბებისა და კბილების ურთიერთმდებარეობაში იმალება.
ყველაზე ხშირად გვხვდება თანკბილვის შემდეგი სამი ტიპის დარღვევა. 👇
🔹 ჯვარედინი თანკბილვა (Crossbite)
ჯვარედინი თანკბილვის დროს ერთი ან რამდენიმე ზედა კბილი ქვედა კბილების შიდა მხარეს არის განლაგებული, მაშინ როდესაც ნორმაში ზედა ყბის კბილები ქვედა ყბის კბილებს უნდა გადმოკბილავდეს.
ჯვარედინი თანკბილვა შეიძლება იყოს წინა ან უკანა მიდამოში, ცალმხრივი ან ორმხრივი. მისი უგულებელყოფა დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს ყბების ასიმეტრიის, კბილების არათანაბარი ცვეთისა და ღეჭვის ფუნქციის დარღვევის მიზეზი.
🔹 ღრმა თანკბილვა (Deep Bite)
ღრმა თანკბილვის დროს ზედა ყბის წინა კბილები ქვედა ყბის წინა კბილებს ნორმაზე მეტად გადმოკბილავს.
ზოგიერთ შემთხვევაში ქვედა კბილები საერთოდ აღარ ჩანს ღიმილის დროს. ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების გაძლიერებული ცვეთა, ღრძილების ტრავმა და ყბა-სახსრის გადატვირთვა.
🔹 ღია თანკბილვა (Open Bite)
ღია თანკბილვის დროს პირის დახურვის მიუხედავად, ზედა და ქვედა კბილებს შორის სივრცე რჩება.
ეს ყველაზე ხშირად წინა კბილების არეში ვლინდება და ართულებს საკვების მოკბეჩას, მეტყველებასა და ღეჭვას. ზოგიერთ შემთხვევაში მისი განვითარების მიზეზი ბავშვობის მავნე ჩვევებიც შეიძლება იყოს.
✨ რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი?
თანკბილვის ანომალიები მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ისინი გავლენას ახდენს ღეჭვის ფუნქციაზე, კბილების ცვეთაზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე და ზოგჯერ ყბა-სახსრის ჯანმრთელობაზეც.
👩⚕️ ორთოდონტთან კონსულტაცია საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ პრობლემის ტიპი, მისი მიზეზი და შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური მკურნალობის გეგმა.
☝ გახსოვდეთ — ჯანსაღი ღიმილი იწყება სწორი თანკბილვით.