Skin Medical

Call Directions Website Contact the practice

Skin Medical Skin Medical is a leading dermatology cabinet located in Tbilisi, Georgia.

Dr.Marina Otarashvili-Abashidze
Dermatovenereology
Cosmetology
Trichology
Clinical Dietetics
Nutrition Science

პილინგების სეზონი დაიწყო!მზის ინტენსიური ზემოქმედების შემდეგ კანი ხშირად ხდება გამომშრალი, უხეში, გასქელებული და არათანა...
24/09/2026

პილინგების სეზონი დაიწყო!

მზის ინტენსიური ზემოქმედების შემდეგ კანი ხშირად ხდება გამომშრალი, უხეში, გასქელებული და არათანაბარი ტონით. შესაძლოა გაძლიერდეს ჰიპერპიგმენტაციაც და ჰიპერკერატოზიც.

ახლა კანს სჭირდება ნაზი განახლება, აქერცვლა, დატენიანება და საჭიროების შემთხვევაში - ბიორევიტალიზაცია.

თუ ამჩნევთ, რომ კანი გამოშრა, იქერცლება, გასქელდა ან ტონი არათანაბარი და უსიცოცხლო გახდა - შევარჩევთ თქვენი კანის მდგომარეობის შესაბამის პროცედურას.

მიეცით თქვენს კანს განახლებისა და ახალი სიცოცხლის შანსი!

კლინიჯა Skin Medical პეტრე ქავთარაძის 44
23/09/2026

კლინიჯა Skin Medical
პეტრე ქავთარაძის 44

22/09/2026

როზაცეა და აპარატული პროცედურები - რა შეიძლება და რა არა?

როზაცეას დროს აპარატული პროცედურების შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მთავარი პრინციპია - არ გავაღიზიანოთ კანი, არ გავაძლიეროთ სისხლძარღვების გაფართოება და არ დავაზიანოთ კანის ბარიერი.

❌ რას უნდა მოვერიდოთ?

ძლიერ თერმულ ზემოქმედებას - ცხელი ორთქლი, ვაპორიზატორი, გამათბობელი ნიღბები, ცხელი კომპრესები, საუნა და ძალიან ცხელი აბაზანები. სითბო აძლიერებს ვაზოდილატაციას და შეიძლება გაამწვავოს სიწითლე .

აგრესიულ პილინგებსა და სკრაბებს - განსაკუთრებით საშუალო და ღრმა პილინგებს, მაღალკონცენტრირებულ მჟავებსა და უხეშ მექანიკურ ექსფოლიაციას. აქტიური როზაცეას დროს კანის ბარიერის დამატებითი დაზიანება მდგომარეობას ხშირად აუარესებს.

ინტენსიურ მექანიკურ ზემოქმედებას - ვაკუუმურ მასაჟს, ძლიერ გუაშას, როლერებსა და სხვა მეთოდებს, რომლებიც იწვევენ კანისა და ზედაპირული სისხლძარღვების ძლიერ მექანიკურ დატვირთვას.

აგრესიულ წმენდას - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა კანის ხანგრძლივი დაჭერა და ტრავმირება. საჭიროების შემთხვევაში წმენდა უნდა იყოს მაქსიმალურად ნაზი.

✅ რა შეიძლება?

როზაცეას დროს აპარატული მკურნალობის მთავარი მიმართულებაა სისხლძარღვოვან კომპონენტზე მიზანმიმართული ზემოქმედება.

🟡 577 ნმ ყვითელი ლაზერი

577 ნმ ყვითელი ლაზერი ზედაპირული სისხლძარღვების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მიზანმიმართული მეთოდია და ამ მიმართულებაში ხშირად „ოქროს სტანდარტად“ განიხილება.

მისი სამიზნე ძირითადად ჰემოგლობინია. ლაზერული ენერგია შეიწოვება სისხლძარღვში და იწვევს მის ფოტოთერმულ კოაგულაციას, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში სისხლძარღვი ნაკლებად ხილული ხდება.

განსაკუთრებით ეფექტურია:
• ზედაპირული ტელეანგიექტაზიების დროს
• სახის სისხლძარღვოვანი ქსელის (კუპეროზის) დროს
• როზაცეასთან დაკავშირებული ერითემისას
• ცალკეული წვრილი სისხლძარღვების დროს

🔴 IPL

IPL ასევე ეფექტურია როზაცეას დროს, განსაკუთრებით დიფუზური სიწითლისა და ფართო სისხლძარღვოვანი კომპონენტის შემთხვევაში.
ცალკეულ ზედაპირულ ტელეანგიექტაზიებზე კი შესაბამისი სისხლძარღვოვანი ლაზერი ხშირად უფრო მიზანმიმართულია.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა ტალღის სიგრძის სისხლძარღვოვანი ლაზერები, მათ შორის PDL და Nd:YAG.
არჩევანი დამოკიდებულია სისხლძარღვის ზომაზე, სიღრმეზე, ლოკალიზაციაზე და კანის ფოტოტიპზე.

💧 მიკროდენები

მიკროდენები გაფართოებულ სისხლძარღვებს არ აქრობს, ამიტომ ისინი ვერ ჩაანაცვლებს სისხლძარღვოვან ლაზერს ან IPL-ს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე, ნაზი პროცედურა ზოგიერთ პაციენტებში.

❄️ კრიოთერაპია

როზაცეას დროს ინტენსიური სიცივე, მაგალითად ყინულის ხანგრძლივი გამოყენება, სასურველი არ არის, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება რეაქტიული სიწითლე გააძლიეროს.
პროფესიული კრიოთერაპიის გამოყენება კი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

როზაცეას დროს მთავარი პრინციპია: ნაკლები ტრავმა, ნაკლები გადახურება და მეტი მიზანმიმართულება.

უკვე არსებული გაფართოებული სისხლძარღვების შემთხვევაში მხოლოდ კანის „დამშვიდება“ საკმარისი არ არის . საჭიროა სისხლძარღვზე მიზანმიმართული ფოტოთერმოლიზი.

ამ თვალსაზრისით 577 ნმ ყვითელი ლაზერი ზედაპირული სისხლძარღვოვანი დაზიანებების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ეფექტური მეთოდია.

ხოლო საბოლოო არჩევანი ყოველთვის დამოკიდებულია როზაცეას ტიპზე, სისხლძარღვების სიღრმეზე, კანის ფოტოტიპზე და აქტიური ანთების არსებობაზე.

საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე მეტად მაშინ გვჭირდება, როცა ცხოვრება რთულ გამოცდებს გვიწყობს.სტრესი მხოლოდ ჩვენს ფიქრებს არ...
22/09/2026

საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე მეტად მაშინ გვჭირდება, როცა ცხოვრება რთულ გამოცდებს გვიწყობს.

სტრესი მხოლოდ ჩვენს ფიქრებს არ ცვლის. ის აისახება კანზე, თმაზე, ძილზე, ენერგიაზე და იმ ბრწყინვალებაზეც, რომელსაც ხშირად მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით ვეძებთ.

როდესაც გარშემო ყველაფერი არასტაბილურია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნაა.

ღრმად ჩაისუნთქეთ.
გაისეირნეთ ბუნებაში.
მიეცით სხეულს დასვენების უფლება.
შეზღუდეთ ინფორმაცია, რომელიც მუდმივ შფოთვასა და დაძაბულობას იწვევს.

ფსიქიკური სიმშვიდე ფუფუნება არ არის - ის ჯანმრთელობის ნაწილია. ხოლო შინაგანი წონასწორობა ყველაზე ძლიერი „კოსმეტიკური პროცედურაა“, რომელიც კანზეც აისახება, მზერაშიც და ღიმილშიც.

სილამაზე იწყება იქ, სადაც საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ გარეგნობას კი არა, სულსაც ეხება.

21/09/2026

გსურთ შეამციროთ კანის სიწითლე და ხილული კაპილარები?

ყვითელი ლაზერი - თანამედროვე ლაზერული მეთოდი, რომელიც გამოიყენება კანის სიწითლის, ხილული წვრილი სისხლძარღვებისა და როზაცეას დროს.

მიზანმიმართულად მოქმედებს სისხლძარღვებზე;
ამცირებს სიწითლესა და კაპილარების ხილვადობას; აუმჯობესებს კანის საერთო იერს.

თუ გაწუხებთ მუდმივი სიწითლე, გაფართოებული კაპილარები ან როზაცეასთან დაკავშირებული სისხლძარღვოვანი გამოვლინებები - ყვითელი ლაზერი შეიძლება იყოს თქვენი კანის მოვლისა და მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი.

პროცედურას ატარებს დერმატო-ვენეროლოგი,
ექიმი კოსმეტოლოგი, ტრიქოლოგი
მარინა ოთარაშვილი-აბაშიძე
17 წლიანი გამოცდილებით.

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

18/09/2026

Skin Medical Clinic-ა უკვე გაიხსნა!

სილამაზის, ჯანმრთელი კანისა და პროფესიონალური ზრუნვის სივრცე უკვე გელოდებათ. 🤍

ჩვენ შევქმენით ადგილი, სადაც თანამედროვე მიდგომები, ხარისხი და ინდივიდუალური ზრუნვა იმისთვის, რომ თავი კიდევ უფრო თავდაჯერებულად და ლამაზად იგრძნოთ.
პროცედურებში ვიყენებთ თანამედროვე, ხარისხიან და პროფესიონალურ პრეპარატებს, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად თქვენი კანის მდგომარეობის, საჭიროებებისა და სასურველი შედეგის გათვალისწინებით.

📍 გელოდებით მისამართზე: პეტრე ქავთარაძის 44
Skin Medical Clinic — სივრცე, სადაც თქვენი კანის სილამაზე იწყება. ✨ See less

18/09/2026

SISTHEMA SEQUENCE - კანის სილამაზე უჯრედულ დონეზე

💧 ჰიალურონის მჟავა + 9 ამინომჟავა - კანისთვის საჭირო მნიშვნელოვანი კომპონენტების კომბინაცია.

ამინომჟავები ცილების, მათ შორის კოლაგენის, სინთეზისთვის აუცილებელი „საშენი მასალაა“ და ხელს უწყობს კანის სტრუქტურისა და ელასტიურობის მხარდაჭერას.

გინდათ კანის ღრმა დატენიანება,
კანის ხარისხისა და ტექსტურის გაუმჯობესება,
ელასტიურობის მხარდაჭერა
უფრო გლუვი და ჯანსაღი იერი?

Sisthema Sequence - კანის ხარისხისთვის, არა უბრალოდ მოცულობისთვის. 🤍

#პეტრე ქავთარაძის 44

ბასეინში ქლორის მძაფრი სუნი ყოველთვის სისუფთავეს არ ნიშნავსბევრს ჰგონია: რაც უფრო ძლიერია ქლორის სუნი, მით უფრო სუფთა და...
13/09/2026

ბასეინში ქლორის მძაფრი სუნი ყოველთვის სისუფთავეს არ ნიშნავს

ბევრს ჰგონია: რაც უფრო ძლიერია ქლორის სუნი, მით უფრო სუფთა და უსაფრთხოა წყალი. სინამდვილეში მძაფრი სუნი ხშირად ქლორამინების დაგროვებას უკავშირდება.

ქლორამინები წარმოიქმნება, როდესაც ქლორი რეაგირებს ოფლთან, კანის ცხიმთან, კოსმეტიკასა და სხვა ნივთიერებებთან, რომლებიც წყალში მოხვდება.

მათ შეიძლება გამოიწვიოს:

- თვალების სიწითლე და წვა;
- კანის გაღიზიანება;
- ყელისა და ცხვირის გაღიზიანება;
- ხველა და სუნთქვის გაძნელება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახურული ბასეინების კარგი ვენტილაცია.

რა უნდა გავაკეთოთ?

✔️ მიიღეთ შხაპი ბასეინში შესვლამდე;
✔️ არ ჩაყლაპოთ წყალი;
✔️ არ შეხვიდეთ ბასეინში დიარეის დროს;
✔️ არ მოშარდოთ წყალში;
✔️ თუ ძლიერი ქიმიური სუნი, თვალების წვა ან ხველა გაჩნდა, დატოვეთ წყალი და აცნობეთ პერსონალს.

მთავარი: ქლორის მძაფრი სუნი და გაწითლებული თვალები არ ნიშნავს, რომ ბასეინი განსაკუთრებით სუფთაა. ეს შესაძლოა ქლორამინების დაგროვებისა და არასაკმარისი ვენტილაციის ნიშანი იყოს.

იყავით ჯანმრთელები! 💙

რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ამბავი როგორ გადაურჩა ორი ბიჭი ელვას. სურვილი გამიჩნდა რამდენიმე რჩევა დამეწერა. სამი ადგილ...
13/09/2026

რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ამბავი როგორ გადაურჩა ორი ბიჭი ელვას.
სურვილი გამიჩნდა რამდენიმე რჩევა დამეწერა.

სამი ადგილი, რომელიც საშიშია ჭექა-ქუხილის დროს:

თუ გესმით ქუხილის ხმა, მაგრამ წვიმა ჯერ არ დაწყებულა? შესაძლოა ფიქრობთ, რომ კიდევ მოასწრებთ აგარაკზე საქმის დასრულებას, ნაპირამდე მისვლას ან ხის ქვეშ შეფარებას?
ეს სახიფათო შეცდომაა.

თუ ქუხილი უკვე გესმით, ელვა შეიძლება საფრთხეს უკვე წარმოადგენდეს. არ დაელოდოთ ძლიერ წვიმას ან ახლოს ჩამოვარდნილ ელვას - დაუყოვნებლივ მოძებნეთ უსაფრთხო თავშესაფარი.

უსაფრთხოდ ითვლება:
- კაპიტალური, დახურული შენობა;
- ავტომობილი მყარი სახურავით და აწეული მინებით.

ხოლო შემდეგი ადგილები ელვისგან არ დაგიცავთ:

- მარტოდ მდგომი ხე;
- ღია ფანჩატური ან ფარდული;
- კარავი;
- გაჩერების ღია პავილიონი, რომელსაც დახურული კედლები არ აქვს;
- კიბის მოედანი, ღია ვერანდა ან ტერასა;
- კაბრიოლეტი, მოტოციკლი ან სხვა ღია სატრანსპორტო საშუალება.

შენობაში ყოფნისას ნუ დადგებით ღია ფანჯრებთან და კარებთან. ჭექა-ქუხილის დასრულებამდე უმჯობესია არ მიიღოთ შხაპი, არ გარეცხოთ ჭურჭელი და არ შეეხოთ წყალმომარაგების მილებს . ელექტრული განმუხტვა შეიძლება შენობის კომუნიკაციებით გავრცელდეს.

არ გამოიყენოთ სადენიანი ტელეფონი და ელექტროქსელში ჩართული ტექნიკა. მობილური ტელეფონის გამოყენება შეიძლება, თუ ის დამტენზე არ არის შეერთებული.

გარეთ გასვლა რეკომენდებულია ბოლო ქუხილიდან არანაკლებ 30 წუთის შემდეგ. მხოლოდ წვიმის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ საფრთხემაც გადაიარა.

თუ ჭექა-ქუხილმა ღია სივრცეში მოგისწროთ და ახლოს თავშესაფარი არ არის:

- დაუყოვნებლივ გამოდით წყლიდან და მოშორდით ნაპირს;
- ჩამოდით მაღლობიდან;
- გაერიდეთ მარტოდ მდგომ ხეებს, ბოძებს, ღობეებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს;
- განაგრძეთ მოძრაობა შენობის ან დახურული ავტომობილის მიმართულებით;
- არ დაწვეთ მიწაზე.

ჭექა-ქუხილის დროს ღია სივრცეში სრულად უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. ჩაჯდომა ან მცდელობა, რომ „უფრო დაბლები“ გახდეთ, ნამდვილ თავშესაფარს ვერ შეცვლის.

თუ ადამიანს ელვა დაეცა, მასთან შეხება უსაფრთხოა. ელექტრული მუხტი სხეულში არ რჩება. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ თვითონ აღარ გემუქრებათ განმეორებითი დარტყმის საფრთხე, შემდეგ დარეკეთ 112-ში და შეამოწმეთ ცნობიერება და ნორმალური სუნთქვა. თუ ნორმალურად არ სუნთქავს, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია დისპეტჩერის მითითებების შესაბამისად და გამოიყენეთ ავტომატური დეფიბრილატორი, თუ ის ხელმისაწვდომია.

მთავარი წესი მარტივია: გაიგონეთ ქუხილი - დაუყოვნებლივ შედით დახურულ შენობაში ან ავტომობილში.

გზაში დასველება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჭექა-ქუხილის დროს ხის ქვეშ შეფარება.

შეინახეთ ეს ინფორმაცია და გაუგზავნეთ მათ, ვინც ზაფხულს აგარაკზე, სანაპიროზე ან სავთევზაოდ ატარებს.

Address

Qavtaradze Street 44, Georgia
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 11:00 - 21:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 11:00 - 21:00
Thursday 11:00 - 21:00
Friday 11:00 - 21:00
Saturday 12:00 - 20:00

Telephone

+995511134443

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Skin Medical posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Skin Medical:

Shortcuts

Share