მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, Mental Health Service, წინანდლის ქუჩა N9, Tbilisi.

კლინიკური ფსიქოლოგი (MD)
ფსიქოკონსულტანტი (WAPP)
ფსიქოთერაპევტი
გეშტალტ ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილე (EAGT)
პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წევრი

ვინც ბავშვთა ფსიქოლოგიით ხართ დაინტერესებული გელოდებით ჩვენს სივრცეში 💜📩
01/09/2026

ვინც ბავშვთა ფსიქოლოგიით ხართ დაინტერესებული გელოდებით ჩვენს სივრცეში 💜📩

🧠 ბავშვის განვითარება და ფსიქოლოგია — თეორიიდან პრაქტიკამდე

ბავშვის ქცევის მიღმა ყოველთვის არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
რა სჭირდება ბავშვს კონკრეტულ ასაკში?
როგორ გავარჩიოთ ასაკობრივი კრიზისი რთული ქცევისგან?
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციების რეგულირებაში?
და როგორ ვიმოქმედოთ მაშინ, როცა სიტყვები აღარ მუშაობს?

📚 10 შეხვედრაში მედეა გელდიაშვილი გაგიზიარებთ ბავშვის განვითარებისა და ფსიქოლოგიის როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

კურსზე განვიხილავთ:
🔹 ბავშვის განვითარების ეტაპებსა და ასაკობრივ კრიზისებს
🔹 ემოციურ განვითარებასა და რეგულაციას
🔹 აღზრდის სტილებსა და პოზიტიურ მშობლობას
🔹 რთული ქცევის ამოცნობასა და მართვას
🔹 მოზარდობის გამოწვევებს
🔹 შფოთვით და დეპრესიულ მდგომარეობებს მოზარდებში
🔹 არტ-თერაპიულ ტექნიკებს, ბიბლიოთერაპიასა და ზღაპართერაპიას
🔹 რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ ინტერვენციებს

👩‍⚕️ კურსის წამყვანი:
მედეა გელდიაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგი (MD), ფსიქოთერაპევტი, გეშტალტ პრაქტიკოსი.

🎯 კურსი განკუთვნილია ბავშვთა ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის და ფსიქოლოგიის სტუდენტებისთვის.

📌 10 შეხვედრა | კვირაში 2-ჯერ | 2 საათი (ჯგუფი შეათანხმებს სამუშაო დღეებს)

კურსის დასაწყისი 19 სექტემბერი
კურსის ღირებულება 250 ლარი

👉 თუ გსურთ ბავშვის ქცევის უკეთ გაგება და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიღება — შემოგვიერთდით.

📩 ადგილების დასაჯავშნად შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/ppwG2DsZ7vvL2EW37

07/08/2026

ზოგჯერ გვგონია რომ გარემო პირობებია შემზღუდველი, თუმცა ყველაზე დიდი დაბრკოლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაა.

შენ რომელ სურვილს ტოვებ უპასუხოდ? 🤫

#აქვარ #შენიემოციური #კეთილდღეობისთვის 🪴🌻

05/08/2026

პატარა შეხსენება იმაზე თუ როგორი ღირებულია შენი თითოეული განცდა და ემოცია. ✨️

ჩვენთვის რამდენჯერ უთქვამთ და დახმარების მოტივით რამდენჯერ გვითქვამს მსგავსი ფრაზები, რომლებიც ხშირად ტოქსიკური პოზიტიურ...
04/08/2026

ჩვენთვის რამდენჯერ უთქვამთ და დახმარების მოტივით რამდენჯერ გვითქვამს მსგავსი ფრაზები, რომლებიც ხშირად ტოქსიკური პოზიტიურობის სახესაც კი იღებს...

რეალური მხარდაჭერა ცვლილებისკენ მყისიერი მოწოდება არაა, არამედ დროის მიცემა, დახმარება რომ ადამიანმა შეძლოს აწმყოში დარჩენა, იმ პროცესების ცხადგრძნობა, რაც მასში ხდება. 🌊

გაუზიარე მას ვისი მხარდაჭერაც შენთვის მნიშვნელოვანია. 📬🧡

#ემპათია #შფოთვა #კლინიკურიფსიქოლოგი #ფსიქოთერაპევტი 🪴

ხუთივე შეგრძნების გააქტიურებით ვუბრუნდებით აწმყოს. ✨️   #ფსიქოლოგი  #ფსიქოთერაპევტი 🪴
02/08/2026

ხუთივე შეგრძნების გააქტიურებით ვუბრუნდებით აწმყოს. ✨️


#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპევტი 🪴

02/08/2026

ბუნებაში ყველაფერს თავისი უნიკალური რიტმი აქვს.

გაჩერდი რამდენიმე წუთით, ჩაისუნთქე სიმშვიდე და გაუშვი შფოთვა. 🏝⛅️🌊

#კონტაქტი #შფოთვა #თვითზრუნვა #ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპევტი 🌻

რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა შენში, პირველი ნაბიჯია უბრალოდ შეჩერება და მოსმენა. 🫂 #ფსიქოლოგი  #ფსიქოთერაპევტი  #შფოთვა  #თ...
01/08/2026

რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა შენში, პირველი ნაბიჯია უბრალოდ შეჩერება და მოსმენა. 🫂

#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპევტი #შფოთვა #თვითდახმარება #გაცნობიერება 🪴

შენ საკმარისი ხარ 🫂🌊
30/07/2026

შენ საკმარისი ხარ 🫂🌊

სხეული არის გამოცდილების ცოცხალი ნაწილი- ჩვენი ემოციები, განცდები, შეგრძნებები, დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, კონფლიქტებ...
05/06/2026

სხეული არის გამოცდილების ცოცხალი ნაწილი- ჩვენი ემოციები, განცდები, შეგრძნებები, დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, კონფლიქტები. სხეულს ახსოვს, სხეული ინახავს აქტუალურ შინაარსებს.

დაჭიმული მხრები, შეკავებული სუნთქვა, ტონუსი გამომხატველია მნიშვნელოვანი შინაარსის. სხეულს თუ დაუმეგობრდები შეხვდები შენს ნამდვილ მე-ს, რეალურ სურვილებს 🧘‍♀️

მაშინ, როდესაც სხეულისგან "განცალკევებულად" ვმოქმედებთ ვკარგავთ კავშირს საკუთარ თავთან, ჩვენს გამოცდილებებთან, მივყვებით გარემოში არსებულ მოთხოვნებს და ნელ-ნელა ვშორდებით ავთენტურ მე-ს. სხეული გატყობინებს რა გჭირდება, რა არის შენთვის მტკივნეული და რა არის მნიშვნელოვანი ☀️



🌻

04/06/2026

ჩვენი ემოციური კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეგვიძლია რეალური საჭიროებების ცხადგრძნობა და გარემოსთან კონტაქტის გზით მათი დაკმაყოფილება.

ზრდის პროცესში ვაწყდებით მოთხოვნებს, შეფასებებს, მოლოდინებს. ჩნდება არაერთი ,,უნდა" ეს კი ხშირად სრულიად გადაფარავს ავთენტურ, ნამდვილ მე-ს, ჩვენს რეალურ მოთხოვნილებებს. შედეგად ჩნდება შინაგანი სიცარიელე, დაღლილობა, ფრუსტრაცია.

პიროვნული სიმწიფე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ,,მინდა"-ზე სხვებთან კავშირის შენარჩუნების პარალელურად. 🌻

Address

წინანდლის ქუჩა N9
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი:

Shortcuts

Share