მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD

მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD მარიამ ანდღულაძე - ექიმი მეან-გინეკოლოგი

𝐌𝐚𝐫𝐢𝐚𝐦 𝐀𝐧𝐝𝐠𝐡𝐮𝐥𝐚𝐝𝐳𝐞 - 𝐃𝐨𝐜𝐭𝐨𝐫 𝐎𝐛𝐬𝐭𝐞𝐭𝐫𝐢𝐜𝐢𝐚𝐧-𝐆𝐲𝐧𝐞𝐜𝐨𝐥𝐨𝐠𝐢𝐬𝐭 (𝐎𝐛/𝐆𝐲𝐧)

𝐈𝐒𝐆𝐄 𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭 𝐏𝐫𝐚𝐜𝐭𝐢𝐭𝐢𝐨𝐧𝐞𝐫

🇬🇪GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association 🤝 Gyn Armenia🇦🇲
22/08/2026

🇬🇪GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association 🤝 Gyn Armenia🇦🇲

🗓️ დღეს პარასკევია: ➡️ მოგვწერეთ თქვენი კითხვები პოსტის კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში.💬 20:00-დან 22:00 საათამდე ...
21/08/2026

🗓️ დღეს პარასკევია: ➡️ მოგვწერეთ თქვენი კითხვები პოსტის კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში.💬

20:00-დან 22:00 საათამდე კი მე მათ ვუპასუხებ!📮

👩‍⚕️ ექიმი მეან-გინეკოლოგი:

მარიამ ანდღულაძე

გელით ახალი სეზონიდან:👩‍💼📖🏫⬇️⬇️⬇️რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:📲💬 598 63 89 39
20/08/2026

გელით ახალი სეზონიდან:👩‍💼📖🏫

⬇️⬇️⬇️

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

📲💬 598 63 89 39

👩‍⚕️📚 #უსგ ტრეინინგების ახალი სეზონის დასაწყისი!

🗓️ 2026 წლის 24-25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი🏢 და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი🎓 ატარებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ( #უსგ) აკრედიტებულ კურსს გინეკოლოგიაში.

📖 უსგ პროგრამის თემატიკა: 🔖 “კონსერვატიული გინეკოლოგიის აქტუალური საკითხები”

👉 პროგრამის წარმდგენები:

პროფ: ნიკოლოზ კინტრაია
პროფ: გიორგი თევდორაშვილი

🪪 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ 1️⃣2️⃣ #უპგ ქულა როგორც მეანობა-გინეკოლოგიის, ასევე რეპროდუქტოლოგიის (შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში) მიმართულებით.

🔔 დარეგისტრირდით ყველაზე მოთხოვნად #უსგ პროგრამაზე და იყავით გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის უახლესი და აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში!🚀✅

📩 კურსზე რეგისტრაციის საფასურია: 190 ლარი. რეგისტრაცია დასტურდება გადახდის ქვითრის ატვირთვის შემდგომ🔖✅.

💁‍♀️ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: ☎️💬 598 63 89 39

‼️ გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

⛱️ საშვებულებო პერიოდის დაწყების გამო, ჩემთან კონსულტაციები განახლდება 1 სექტემბრიდან!🗓️👩‍⚕️💁‍♀️ გინეკოლგიური ვიზიტის და...
20/08/2026

⛱️ საშვებულებო პერიოდის დაწყების გამო, ჩემთან კონსულტაციები განახლდება 1 სექტემბრიდან!🗓️👩‍⚕️

💁‍♀️ გინეკოლგიური ვიზიტის დასაჯავშნად გაქვთ შესაძლებლობა, მოგვწეროთ მესენჯერით 📲 ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: ☎️ 598 63 89 39

💬 ონლაინ თქვენს შეკითხვებს ყოველ პარასკევს, 20:00-დან 22:00 საათამდე კვლავ ვუპასუხებ!📨

👩‍⚕️ ჩემი პაციენტებისთვის კი მუდმივად ვიქნები ხელმისაწვდომი!📲💬📩

სიყვარულით🤍,

ექიმი მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი:

მარიამ ანდღულაძე

#გინეკოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #შენიექიმი #მარიამანდღულაძე

The beginning of a new partnership! 🇬🇪🇦🇲GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association 🤝 Gyn Armenia
19/08/2026

The beginning of a new partnership! 🇬🇪🇦🇲

GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association 🤝 Gyn Armenia

𝐆𝐑𝐄𝐀 — 𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚 𝟐𝟎𝟐𝟔-ის ოფიციალური პარტნიორია! 🇬🇪🤝🇦🇲

🔖 მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციასა და 𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚-ს შორის დაიწყო ოფიციალური ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, პირველი ნაბიჯი 𝐆𝐑𝐄𝐀-ს მხრიდან 𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚 𝟐𝟎𝟐𝟔-ის ოფიციალური მხარდაჭერაა🤝.

🌏 საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს: “𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚 𝟐𝟎𝟐𝟔 - უროგინეკოლოგიისა და მენჯის რეკონსტრუქციული ქირურგიის, გინეკოლოგიური სიმსივნეებისა და ენდომეტრიოზის მიღწევები” - 🗓️ 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟑-𝟒 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქი ერევანი🇦🇲 უმასპინძლებს.

🗓️ 𝟐 და 𝟓 ოქტომბერს კი დაგეგმილია 𝐋𝐢𝐯𝐞 𝐒𝐮𝐫𝐠𝐞𝐫𝐲-ს სპეციალური სესიები და მასტერკლასები.

🌟 გაცნობებთ, რომ 𝐆𝐑𝐄𝐀-ს წევრები განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ და ჩვენი ასოციაციის თითოეული წევრისთვის, კონგრესზე ადრეული რეგისტრაციის საფასური შენარჩუნებული იქნება რეგისტრაციის სრული პერიოდის განმავლობაში.

🤝 საქართველოს რეპროდუქცუული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის სახელით გვსურს, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება Gyn Armenia-ს ხელმძღვანელობის, ასევე, კონგრესის მთელი საორგანიზაციო ჯგუფის მიმართ.

🇬🇪🇦🇲 გვჯერა, რომ ჩვენს სამედიცინო ორგანიზაციებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ეს პირველი ნაბიჯი იქნება მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პარტნიორობის დასაწყისი, რაც უკვე 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის შემოდგომით, გაგრძელდება თბილისში, 𝐆𝐑𝐄𝐀-ს მომდევნო საერთაშორისო კონგრესზე 𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚-ს დელეგაციის მასპინძლობით.

📩 𝐆𝐲𝐧𝐀𝐫𝐦𝐞𝐧𝐢𝐚 𝟐𝟎𝟐𝟔-ზე რეგისტრაციისა და 𝐆𝐑𝐄𝐀-ს წევრებისთვის სპეციალური პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

𝐄-𝐦𝐚𝐢𝐥: [email protected]
𝐓𝐞𝐥/𝐖𝐡𝐚𝐭𝐬𝐀𝐩𝐩: +995 598 63 89 39

ჩვენ ვქმნით სივრცეს — წარმატებული შედეგებისთვის!

𝐆𝐑𝐄𝐀 • საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაცია

წარმატებულ სამუშაო კვირას👩‍💼 და ბედნიერ დასვენებას🏖️ გისურვებთ!♥️💁‍♀️ არ დაივიწყოთ ზრუნვაც - ჯანმრთელობაზე! ➡️ გინეკოლოგ...
17/08/2026

წარმატებულ სამუშაო კვირას👩‍💼 და ბედნიერ დასვენებას🏖️ გისურვებთ!♥️

💁‍♀️ არ დაივიწყოთ ზრუნვაც - ჯანმრთელობაზე!

➡️ გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ შეტყობინება მესენჯერით 💬 ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:

☎️ 598 63 89 39

👩‍⚕️ ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე

#გინეკოლოგი #გინეკოლოგენდოკრინოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #შენიექიმი #მარიამანდღულაძე

1️⃣0️⃣ ფაქტი, რასაც უნდა ველოდოთ ზაფხულის ორსულობის დროს:☀️🤰1️⃣. თქვენ ყოველთვის გცხელათ 🫠🤰 ორსული ქალის ორგანიზმში ხდებ...
15/08/2026

1️⃣0️⃣ ფაქტი, რასაც უნდა ველოდოთ ზაფხულის ორსულობის დროს:☀️🤰

1️⃣. თქვენ ყოველთვის გცხელათ 🫠

🤰 ორსული ქალის ორგანიზმში ხდება სისხლის საერთო მოცულობის მატება⬆️, რის გამოც ორსულები უფრო თბილად გრძნობენ თავს, არაორსულ ქალებთან შედარებით.

მომატებული სისხლის მოცულობის ცირკულირებისთვის, სისხლძარღვები ოდნავ ფართოვდება, რითაც სისხლი მეტად უახლოვდება კანის ზედაპირს და იწვევს სხეულში სითბოს შეგრძნების მომატებას.

როდესაც აღნიშნული პროცესი ემთხვევა ზაფხულის პერიოდს, შესაძლოა, მეტად არასასიამოვნოდ გამოვლინდეს ორსულის მდგომარეობაზე ზემოქმედების კუთხით და გამოიწვიოს სითბოს აუტანლობაც კი⚠️.

საუკეთესო გზა იმის გასაგებად, თუ როდის სჯობს დარჩეთ შენობაში, არის გარემოში 👉 სითბოს ინდექსის შემოწმება. თუ 90-ის ფარგლებშია❗️, უმჯობესია, გარე ჰაერი შეცვალოთ შიდა კონდიცირებით✅ და უბრალოდ ჩათვალოთ, რომ ამ პირობებში გარემოში ზედმეტი სითბოა თქვენთვის მზეზე სამყოფად.

2️⃣. ზედმეტი სიცხე სარისკოა ორსულებისთვის☀️🔥⚠️

გადახურება შესაძლოა იყოს სერიოზული რისკის შემცველი როგორც დედის🤰, ასევე ნაყოფისთვის👼.

თუ ორსული ქალი გადამეტებულ სიცხეში იქნება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, იმატებს სითბურის დარტყმისა და სითბური გამოფიტვის რისკები☢️.

✅ამ პირობებში, კონდიცირების რეჟიმის მქონე შენობაში დარჩენა კარგი იდეაა გადახურების თავიდან ასაცილებლად.
მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდებში, რაც ჩვეულებრივ, 15:00 სთ-ის შუალედშია ხოლმე.

✅სიცხის ზემოქმედების შემცირება შეგიძლიათ ცურვით🏊‍♀️ და გრილი შხაპის მიღებით🚿.

3️⃣. თქვენ “ვეღარ ცნობთ” საკუთარ ტერფებსა და წვივებს🦶😦

შეშუპება ქვედა კიდურების მიდამოში, რაც ხშირად ვითარდება ორსულობის პერიოდში, მიჩნეულია მეტ-ნაკლებ ნორმად, თუმცა, შესაძლოა ძლიერ არაკომფორტული იყოს ქალბატონისთვის.

ორსულობის დროს ქალის სხეულში არსებული მომატებული რაოდენობით სითხე და მზარდი საშვილოსნოსშიდა წნევა იწვევს შეშუპების განვითარებას ტერფებისა და წვივების მიდამოში. სამწუხაროდ, ცხელ ამინდში, შეშუპება მკვეთრად უარესდება და გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მორგების პრობლემებისა, შესაძლოა, სერიოზულ ზოგად დისკომოფორტსაც უქმნიდეს ქალს.

👩‍⚕️ ორსულობის დროს შეშუპების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

✅ ხშირად იმოძრავეთ
✅ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე
✅ მოერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომას
✅ წოლის დროს მოათავსეთ ქვედა კიდურები შემაღლებულ ბალიშზე ზემოთ აწეულ
მდგომარეობაში
✅ გაგრილდით, როცა გარემოს ტემპერატურა არის მაღალი
✅ მოერიდეთ ნატრიუმის შემცველი საკვების გამოყენებას

4️⃣. გაწუხებთ ძლიერი ოფლიანობა 😥

ზაფხულში, წელიწადის სხვა სეზონებთან შედარებით, ყველა ადამიანი უფრო მეტად ოფლიანობს, მაგრამ ორსულებში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

ორსულობის დროს სისხლის მოცულობა იზრდება 40-50%-მდე, ორსულის სხეულის მეტაბოლიზმი მუშაობს ორი სხეულისთვის, ამიტომ ორსული ქალი უფრო მეტად ოფლიანდება იმისთვის, რომ სხეულმა მოახერხოს გაგრილება.

დალიეთ ბევრი წყალი🚰✅, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და თავი იგრძნოთ კომფორტულად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გარემოს ტემპერატურა არის ძალიან მაღალი.

მოერიდეთ ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც აკავებს სითბოს და გამოიყენეთ ანტიპერსპირანტული საშუალებები.

5️⃣. გრილი ტანსაცმელი აუცილებელია 👗

ზაფხულის ორსულობის დროს, სასურველია შეარჩიოთ ისეთი ტანისამოსი, რომელიც იქნება მსუბუქი, გრილი და სუნთქვადი მასალისგან დამზადებული.

სწორად შერჩეული სამოსის ტარება დაგეხმარებათ გაგრილებაში და გააკეთებს სითბური გამონაყარის წარმოქმნის პრევენციას✅, რაც უპირატესად სარძევე ჯირკვლებისა და მუცლის ქვედა მიდამოში ვითარდება ხოლმე და ორსული ქალების საერთო პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონისთვის.

კომფორტულია, ფენებად განლაგებული სამოსის ტარებაც.

წლების მანძილზე დამუშავებულმა ტანსაცმლის საორსულო ხაზებმა, გააადვილა ორსულებისთვის კომფორტულ ტანისამოსზე ხელმისაწვდომობა და დღევანდელ რეალობაში, ორსულს მცირე ბიუჯეტითაც კი აქვს შესაძლებლობა მოირგოს კომფორტული, გრილი და უსაფრთხო სამოსი.

6️⃣. კოქტეილები უნდა ამოიღოთ მენიუდან 🍸❌

საზაფხულო კოქტეილებთან დამშვიდობება შესაძლოა რთული იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზაფხულში ასეთ აქტიურ ფაზაშია შესული გართობის სეზონი. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის და ალკოჰოლის შემცველი სასმელის მიღება ორსულობის დროს არ არის უსაფრთხო თქვენი ნაყოფისთვის და შეუძლია გამოიწვიოს მისი ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების განვითარება, რაც პატარას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება. ალკოჰოლის მოხმარება ასევე ზრდის ნაადრევი მშობიარობის, მცირე მასის მქონე ახალშობილის დაბადების, სწავლისა და ქცევის პრობლემების მქონე პატარას დაბადებისა და ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკებს.

👩‍⚕️ ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის სრულად არიდება სწორი გადაწყვეტილებაა და ჯანსაღ და უსაფრთხო გზას წარმოადგენს.

🫶 თანამედროვე პირობებში კი, კარგი ამბავი ისაა, რომ ხელმისაწვდომია და მზარდი პოპულარობით სარგებლობს თქვენთვის საყვარელი საზაფხულო კოქტეილების უალკოჰოლო ვერსიები🍹, რაც თავისუფლად შეუძლია მიირთვას ორსულს როგორც რესტორანსა და ბარში, ასევე სახლის პირობებში.

7️⃣. წყალი უნდა გახდეს თქვენი არჩევის სასმელი🚰✅

ორსული ქალი საჭიროებს მეტი რაოდენობით წყლის მიღებას, რათა ხელი შეუწყოს ნაყოფის განვითარების პროცესს და თავიდან აიცილოს დეჰიდრატაციაც ზაფხულის განმავლობაში.

იმის გამო, რომ ორსულობის დროს სისხლის საერთო მოცულობა მატულობს, ქალებმა, სასურველია დალიონ მინიმუმ 8️⃣ ჭიქა წყალი დღის მანძილზე✅.

წყლის ადექვატური რაოდენობით მიღება ასევე დაგეხმარებათ ორსულობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის გვერდითი მოვლენის შემცირებაში, როგორიცაა, მაგ: ყაბზობა❕.

წყალი ასევე აუცილებელია სითბოს რეგულირებისთვისაც.

8️⃣. ვარჯიშისთვის უპირატესობა მიანიჭეთ დახურულ სივრცეს

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პერიოდი დაკავშირებულია გარე აქტივობებთან, როგორებიცაა, მაგ: ველოსიპედის ტარება და სეირნობა, სიცხე და ტენიანობა გარემოში, გარეთ ვარჯიშის დროს შესაძლოა აღმოჩნდეს არასასურველი ეფექტის მქონე ორსული ქალებისთვის. სწორედ ამიტომ, შიდა სივრცეში ვარჯიში კარგი ვარიანტია სიგრილის შესანარჩუნებლად და ნაყოფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც. ვარჯიში შიდა სივრცეში და ცურვა დახურულ აუზზე ზაფხულის ორსულობისთვის კარგ იდეას წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში კი თუ გსურთ გარე აქტივობა, სჯობს ვარჯიშის სხვადასხვა სახეობა დაგეგმოთ დღის შედარებით გრილ პერიოდებში, მაგ: ადრე დილას🌖 ან მზის ჩასვლის შემდგომ🌘, როდესაც ტემპერატურა მეტად დაბალ ნიშნულზეა.

👩‍⚕️ ეცადეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის და თუ გარემოს ტემპერატურა არ გიწყობთ ხელს, დარჩეთ სახლში🤍.

9️⃣. მზისგან დამცავი არის თქვენთვის აუცილებელი ატრიბუტი 🧴✅

ორსულობის დროს კანი უამრავ ცვლილებას განიცდის და ხდება მეტად მგრძნობიარე, ვიდრე არა-ორსულობის პერიოდშია. ეს ხდება იმიტომ, რომ მელანოციტები, უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან პიგმენტს - გადატვირთულია, რის გამოც შესაძლოა გამოიწვიონ კანის მეტად მგრძნობიარე გაუფერულება, რაც იწვევს ჰიპერპიგმენტაციის მატებას.

✅ თქვენი კანის უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად და ნაყოფის უსაფრთხოებისთვისაც, ზაფხულში, გირჩევთ, გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები და დაიცვათ მათი მოხმარების შემდეგი წესები:

☀️ გამოიყენეთ მზისგან დამცავი, რომლის SPF 30 და მეტია
☀️ გამოიყენეთ ფორმულა, რომელიც იცავს როგორც VVA, ასევე UVB გამოსხივებისგან
☀️ მოძებნეთ თუთიის ოქსიდი ან ტიტანის ოქსიდი. ისინი უსაფრთხოდ ითვლება
ორსულობის დროს გამოსაყენებლად და მათი მოხმარება ნებადართულია სურსათისა
და წამლის ადმინისტრაციის მიერ (FDA)
☀️ მოერიდეთ ისეთი ინგრედიენტების შემცველ მზისგან დამცავ საშუალებებს,
როგორებიცაა, მაგ: ოქსიბენზონი☢️, ოქტინოქსატი☢️ ან ვიტამინი A,☢️ რადგან კვლევების შედეგემა აჩვენა მათი პოტენციური ტერატოგენული ეფექტების არსებობა‼️

1️⃣0️⃣. ზაფხულის სიცხე იწვევს თქვენს ძილიანობას

ოდესმე გაგიტარებიათ დასავენებელი დღე მზეზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღის ბოლოს დაღლილი აღმოჩენიყავით?!.. 🥱😓ზაფხულის ორსულობის დროს მზეზე და სიცხეში ყოფნისას🔥, თქვენი სხეული გადაჭარბებულად მუშაობს შიდა ტემპერატურის გასაკონტროლებლად არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ნაყოფისთვისაც, რის გამოც, არ გაგიკვირდეთ, რომ დასვენებაც კი მზის ქვეშ, დამღლელია თქვენთვის😔.

ორსულმა ქალებმა, მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა იგრძნონ სისუსტე და დაღლილობა დეჰიდრატაციის გამოც. სხეულის გრილი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, სიცხეში ძლიერდება ოფლის გამოყოფა, რა დროსაც ქალმა შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობით სითხე. ასეთ შემთხვევებში გახსოვდეთ ჩვენი რჩევა და განაგრძეთ H2O-ს მარაგის შევსება!🚰✅

🫶 იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

💁‍♀️ კითხვებისთვის და გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ შეტყობინება Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: ☎️ 598 63 89 39

🔰 სტატიის ავტორი:

👩‍⚕️ ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე

#გაიგეთმეტი #ორსულობა #ზაფხული #10ფაქტი #ვიზიტიგინეკოლოგთან #შენიექიმი #მარიამანდღულაძე 🤍

15/08/2026

🌟🔝 განსაკუთრებული შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მხოლოდ ყოველი წლის აგვისტოში გთავაზობთ:

➡️ შემოუერთდით -ს კომიტეტებს და გახდით ჩვენი დიდი, მეგობრული და წარმატებული გუნდის სამუშაო პროცესების აქტიური მონაწილე!🫂✅

🤫 წინ კიდევ უფრო მეტად დატვირთული აკადემიური წელი გველის!🫵💛

GREA • Georgian Reproductive Endocrinology Association

 👩‍⚕️♥️💁‍♀️ გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ მესენჯერით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:☎️ 598 63 89 39ექიმი...
14/08/2026

👩‍⚕️♥️

💁‍♀️ გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ მესენჯერით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:

☎️ 598 63 89 39

ექიმი მეან-გინეკოლოგი:

მარიამ ანდღულაძე

#გინეკოლოგია #რეპროდუქციულიჯანმრთელობა #გინეკოლოგენდოკრინოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #შენიექიმი #მარიამანდღულაძე 🤍

❓გაქვთ კითხვები გინეკოლოგიურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით🧑‍🧑‍🧒 და გსურთ მიიღოთ კომპეტენტური პასუხები სპე...
14/08/2026

❓გაქვთ კითხვები გინეკოლოგიურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით🧑‍🧑‍🧒 და გსურთ მიიღოთ კომპეტენტური პასუხები სპეციალისტისგან?👩‍⚕️✅

👥 შემოუერთდით ჩვენს ახალ პროექტს: ➡️

👉 მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები #პოსტის #კომენტარებში💬⬇️ და მე მათ ყოველ პარასკევს, 🕗 20:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე ვუპასუხებ!👩‍⚕️📩

💌 თუ გსურთ პრივატული პასუხი #პირადი #შეტყობინების მეშვეობით, კითხვასთან ერთად მიუთითეთ: .🤝

👩‍⚕️ ჩემს შესახებ მეტი გაიგეთ აქ: 🔗 https://www.facebook.com/share/p/1BxBYB8m3L/?mibextid=wwXIfr

🗣️ აქტიური ჩართულობისთვის კი გამოიწერეთ ჩემი Fb გვერდი: 👍 https://www.facebook.com/share/1EQ9ZxYCg6/?mibextid=wwXIfr და შემოგვიერთდით ჩვენს Fb ჯგუფშიც: 👥 https://www.facebook.com/share/g/1Beq6ox6qY/?mibextid=wwXIfr

#ექიმი მეან-გინეკოლოგი,

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის სერთიფიციარებული #ექსპერტ #პრაქტიკოსი

მარიამ ანდღულაძე 👩‍⚕️

#კითხვაგინეკოლოგს #გაიგეთმეტი #შენიექიმი #მარიამანდღულაძე

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD:

Shortcuts

Share