14/06/2026
🚀👨⚕️42 წლის ასაკში — გზა ქირურგიიდან ავიაციამდე, საოპერაციო მაგიდიდან თვითმფრინავის შტურვალამდე.
" ფრენა ბავშვობიდან მიყვარდა. სკოლამდელ ასაკში თითქმის ორ კვირაში ერთხელ მიწევდა თვითმფრინავით მგზავრობა. ხუმრობით მეუბნებოდნენ, ბორტგამცილებლის ხელფასი გეკუთვნისო. თბილისი–ტიუმენის რეისზე თითქმის ყველა ბორტგამცილებელი მიცნობდა.
🔬🛩️ხშირად ვფიქრობ, რომ საოპერაციოსა და თვითმფრინავის კაბინას ერთმანეთთან იმაზე მეტი საერთო აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლანცეტით ხელში ვერ მოდუნდები — პასუხისმგებელი ხარ ადამიანის სიცოცხლეზე. ფრენის დროსაც იგივე განცდაა. ორივე შემთხვევაში საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია, დისციპლინა და პასუხისმგებლობა. ორივეგან განსაკუთრებულ ადრენალინს გრძნობ.
ჩემი პროფესია საკმაოდ რთული და დაძაბულია, ამიტომ ფრენა ჩემთვის მხოლოდ ჰობი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურ დაძაბულობას და სტრესს ვეთიშები. ჰაერში სხეულიც და გონებაც ერთდროულად ისვენებს. ჩემთვის შვებულება ტრაპზე ასვლითა და მობილური ტელეფონის ავიარეჟიმზე გადაყვანით იწყება.
🌍🚗 მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია — სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ავტომობილით მიმოგზაურია და გზაში 38 საათიც კი გამიტარებია თითქმის გაუჩერებლად. თუმცა, ზემოდან დანახული საქართველო სრულიად განსხვავებული ემოცია აღმოჩნდა. 🇬🇪
🛩️ დღეს პირველი დამოუკიდებელი ფრენა შევასრულე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ...
„ყველა ოცნების ახდენა შეიძლება, თუკი მათი დევნის გამბედაობა გეყოფა.“ ✈️