,,ავერსის კლინიკა" წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც 15 წელია ფუნქციონირებს. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით აერთიანებს კლინიკათა ქსელის 15, ლაბორატორიის 27 ფილიალსა და რეაბილიტაციისა და ბირთვული მედიცინის ცენტრებს.
კლინიკას ყოველდღიურად, საშუალოდ, 2000 ადამიანი მომართავს.
კლინიკის მისია:
• მოსახლეობისათვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
• კლინიკის პერსონალის მომზადება-გადამზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემის შექმნა
• მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა, კლინიკის დაკომპლექტება პროფესიონალი პრაქტიკოსებით
უპირატესობები:
• უახლესი, თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურა
• მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
• მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
• მომსახურების ინოვაციური მეთოდები
• პაციენტებზე მორგებული სამუშაო გარემო
• მომსახურების მაღალი ხარისხი.
,,ავერსის კლინიკა"- ვისაც ყველაზე ძვირფასს ანდობ