ფსიქო-სულიერი განვითარების ცენტრი თამარიანი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქო-სულიერი განვითარების ცენტრი თამარიანი

ფსიქო-სულიერი განვითარების ცენტრი თამარიანი თამარიანი - ფსიქო-სულიერი სინთეზი: სხეულის, ფსიქიკისა და სულის ჰარმონიის ცენტრი. დამფუძნებელი: ფსიქოლოგი მერი (მეკო) მექვაბიშვილი.

როგორც ფსიქოლოგმა და „თამარიანის“ დამფუძნებელმა, ვიცი, რომ სრული სიჯანსაღე და პიროვნული სისავსე შეუძლებელია სხეულის, ფსიქიკისა და სულის სინთეზის გარეშე.

ეს არის გზა, რომელსაც პირველად მივყვები ქართულ სივრცეში მის დასამკვიდრებლად— სამი კომპონენტის გაერთიანება: სხეული, გონება და სული.

აღვნიშნავ, რომ დეკანოზი დავით ციცქიშვილი ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადამდგმელი იყო, ოღონდ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ჭრილში. მე, როგორც ფსიქოლოგმა, ეს თემა გავაგრძელე და შევქმენი უნიკალური, სისტემური და ზოგადი – ფსიქო-სულიერი მიდგომა, რომელიც მორგებულია ფართო სეგმენტზე და ეფუძნება ქართულ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ფასეულობებს.

„თამარიანი“ არის სივრცე, სადაც ფსიქოლოგია უბრუნდება მის პირვანდელ მნიშვნელობას — იგი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გონების ან ქცევის ანალიზით. აქ, ფსიქოლოგია უერთდება სულიერ სიღრმეს, ქრისტიანულ ღირებულებებს და მთლიანად ადამიანს მოიცავს — როგორც სხეულს, ფსიქიკას, ისე სულს.

ტრადიციულ ფსიქოლოგიაში სული თითქოს გამორიცხულია… მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ფსიქიკა არის დამაკავშირებელი ხიდი ადამიანის მატერიასა (სხეული) და მის სულიერ არსს შორის. ამ სინთეზის გარეშე პიროვნება ინდივიდის დონეზე რჩება, რაც იწვევს შინაგან კონფლიქტებს, სიცარიელეს და ეგზისტენციალურ კრიზისს.

„თამარიანი“ დაიბადა ზუსტად ამ მოთხოვნილების საპასუხოდ. ეს არის პირველი ფსიქოლოგიური ცენტრი საქართველოში, რომელიც აკადემიურ ცოდნას, მრავალწლიან პრაქტიკასა და სულიერ სიღრმეს აერთიანებს. ჩვენ აღარ განვიხილავთ ადამიანს მხოლოდ როგორც ბიო-ფსიქო-სოციალურ არსებად – აქ სულიერი განზომილება უბრუნდება მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას.

ცენტრის სახელწოდება შთაგონებულია წმინდა თამარ მეფის მემკვიდრეობით:

ისევე როგორც თამარ მეფემ ქრისტიანული რწმენა დაუდო საფუძვლად ღირებულებათა სისტემას, ცენტრის მიდგომაც დამყარებულია უნივერსალურ ზნეობრივ ფასეულობებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე.

მჯერა, რომ პიროვნული მთლიანობა და სიჯანსაღე ქმნის ჯანსაღ თაობებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ძლიერ და თავისუფალ მომავალს.

,,თამარიანი" პატივს სცემს ყველა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელს.

„თამარიანი“ არის სულიერი ნიადაგი, სადაც მეცნიერებას, რწმენას, კულტურასა და გულწრფელ დახმარებას შეუძლიათ ადამიანის შინაგანი აღდგენა.

ეს არის ინოვაცია, რომელიც ავსებს და სჭირდება თანამედროვე ფსიქოლოგიას.

ფსიქო-სულიერი ცენტრი „თამარიანი“ ოფიციალურად დაარსდა 2023 წლის 14 ნოემბერს, პრეენტაცია შედგა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.

დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, მერი (მეკო) მექვაბიშვილი

09/07/2026
მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი ვარ. ❤️გზა, რომელსაც სიყვარულით ირჩევ, ნელ-ნელა საკუთარ ადამიანებამდე მიგიყვან...
09/07/2026

მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი ვარ. ❤️

გზა, რომელსაც სიყვარულით ირჩევ, ნელ-ნელა საკუთარ ადამიანებამდე მიგიყვანს.

მადლობა ნდობისთვის. ☀️

წარმატებებს ვუსურვებ ამ ღირებულ გზაზე, ჩვენს ახალგაზრდებს და მომავალ ლიდერებს!⭐️❤️

#ახალგაზრდალიდერთააკადემია
#დავითიანნი
#თამარიანი

ტრანსფორმაციული გზა ფსიქოლოგიაში 💫ფსიქოსულიერი ხედვა🌿 ავრორა – ეს არის პოლარული ციალი, რომელიც წარმოიქმნება, როცა მზის ქ...
11/03/2026

ტრანსფორმაციული გზა ფსიქოლოგიაში 💫
ფსიქოსულიერი ხედვა🌿

ავრორა – ეს არის პოლარული ციალი, რომელიც წარმოიქმნება, როცა მზის ქარის პატარა ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველს ხვდებიან და ატმოსფეროს ერწყმიან. შედეგად სინათლის ენერგია ცაში სხვადასხვა ფერებით ციმციმებს.

ასევე რთულ პროცესს გადის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში დაშლილი ფრაგმენტების ინტეგრირების ფაზაშია. სანამ ეს „ციალად“ გამოვლინდება, მანამდე ადამიანი ერთმანეთში აერთიანებს ყველა ემოციას, განცდას: შიშს, სევდას, მარტოობას, უარყოფას, სისუსტეს, სიყვარულს, თანაგრძნობას, ზრუნვას, ძალას, ენერგიას. ეს ყველაფერი ქმნის სიცოცხლის შეგრძნებას – უბრალოდ ცოცხალი ხარ, არსებობ… და როცა ისინი ერთიანდებიან, წარმოიქმნება ინტენსიური, მაცოცხლებელი ენერგია და იბადება შინაგანი ავრორა – კაშკაშა სხვადასხვა ფერებით.

ალბათ იკითხავ, რისთვის მჭირდება ეს, რატომ უნდა გავიარო ეს პროცესი? აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: როდესაც გააცნობიერებ ვინ ხარ და იღებ პასუხისმგებლობას შენს თავზე, იწყება იმის გამოვლინება, რაც შენს სიღრმეშია. ამით ხდები ადამიანი, რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს სხვებზე, თანაუგრძნობს და მათ გვერდითაა გულწრფელად.

ეს მისიას გავს – თითქოს დაინახე, რა გსურს, რა არის შენი საზრისი, და ესაა ის ღვთაებრივი ბუნება, რომელიც ღმერთმა ყველას გვიზიარა. ესაა ღვთის მსგავსება და ხატება… ესაა ფუნდამენტური საზრისი ადამიანის.

გაითვალისწინე, მარტივი გზა არ არის, მაგრამ ესაა ის, რის მისაღწევადაც მოევლინა ადამიანი, რომ იცხოვროს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

თუ ამ პროცესს გადიხარ, გილოცავ! რადგან შენ უკვე დიდ სულიერ და სიღრმისეულ გზაზე ხარ, რომლის ბოლოსაც სინათლე და გამარჯვებაა. ამ გზას მხოლოდ ძლიერი, ავთენტური, ღრმა და მგრძნობიარე ადამიანები გადიან. ყველამ, ვინც რაღაც შექმნა და დატოვა, ეს გზა გაიარა.

შეიძლება მოვიდეს განცდა, თითქოს ძველი დაიშალა, ისეთი ვეღარასდროს იქნები, დაკარგულად იგრძნო თავი, გეშინოდეს, რადგან ახალი ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ეს ახლის დაბადების პროცესია, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული განცდები, ემოციები და შეგრძნებები, ვიდრე გამოვლინდება.

ნუ შეგეშინდება ამ პროცესის, რადგან უკვე იცი, რომ სიბნელის შემდეგ მოდის დიდი სინათლე – პოლარული ციალი ცაზე და შენი შინაგანი სიმტკიცის და შემოქმედებითობის დასაწყისი.☀️🌿

სიყვარულით, მეკო მექვაბიშვილი-ფსიქოლოგი, ფსიქოსულიერი ცენტრის ,,თამარიანის” დამფძნებელი.❤️
#ფსიქოსულიერიხედვა
#ტრანსფორმაცია
#პროვნულიმთლიანობა

დავითიანნი [DAVITIANNI]თამარიანი“ ულოცავს „დავითიანს“ 19 წლის იუბილეს! 🥂✨19 წელი - საგანმანათლებლო მისია და ურყევი ღირებ...
08/02/2026

დავითიანნი [DAVITIANNI]
თამარიანი“ ულოცავს „დავითიანს“ 19 წლის იუბილეს! 🥂✨

19 წელი - საგანმანათლებლო მისია და ურყევი ღირებულებები.
ჩემთვის, როგორც „თამარიანის“ დამფუძნებლისთვის, დიდი პატივია ამ გზის ნაწილად ყოფნა.

პარტნიორობა, რომელიც საერთო ხედვასა და ადამიანების განვითარებაზე ზრუნვას ეფუძნება, ყოველთვის განსაკუთრებულ ნაყოფს იძლევა.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლაბორაცია გრძელდება და უკვე მომავალ კვირას, კვლავ შევხვდებით „დავითიანის“ აუდიტორიას ახალი ლექციების სერიით. 📚🌿

გილოცავთ! წინ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებია.
კეთილი სურვილებით, მეკო მექვაბიშვილი, ფსიქოსულიერი ცენტრის ,,თამარიანის” დამფუძნებელი.❤️
#დავითიანნი
#თამარიანი
#მეკომექვაბიშვილი
#განათლება
#ფსიქოსულიერიხედვა

დავითობა 💫2026💫

Address

წერეთლის გამზირი-112
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქო-სულიერი განვითარების ცენტრი თამარიანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share