11/03/2026
7 მარტს დავესწარი ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას — „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი, კვლევა და პრაქტიკა“, რომელიც ჩატარდა საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით.
კონფერენცია გაიმართა ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპული დღის კამპანიის ფარგლებში. მისი მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი სფეროს განვითარებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები, ინოვაციური მიდგომები და სფეროში არსებული თანამედროვე პრაქტიკა.
მსგავსი პროფესიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავებისა და სხვადასხვა სპეციალისტს შორის თანამშრომლობის გამყარებისთვის. გულწრფელი მადლობა თითოეულ მომხსენებელს, მოწვეულ სტუმრებსა და ორგანიზატორებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
🎥 კონფერენციის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და სემთას ფეისბუქ გვერდებზე.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია - სემთა - Gslta