03/11/2022
☑ 2 ნოემბერს მომავლის ფერმერი / Farmer of Future-სა და US Embassy Tbilisi, Georgia-ს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ლაბორატორია “აგროლაბის” წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს შორის.
🔻 სამუშაო ვიზიტის ფარგლებში “აგროლაბის” ლაბორატორიას ეწვივნენ U.S. Department of Agriculture-სა და The University of Kansas-ის აგრარული მიმართულების დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.
👥 შეხვედრაზე განხილულ იქნა მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ლაბორატორიული კვლევები და ინოვაციები, რომელსაც “აგროლაბი” სთავაზობს ქართველ ფერმერებს.
🔸 შეხვედრისას, “აგროლაბის” ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ იქნა მიწოდებული ინფორმაცია ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილი ულტრათანამედროვე მომავალი თაობის სექვენირებაზე დაფუძნებულ კვლევებზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მიიღონ სრული ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის ფიტოპათოლოგიური დაავადებების შესახებ.
📌 მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოში არსებული ხორბლის კულტურის დაავადებების პრევენციულმა ღონისძიებებმა.
ჩვენმა წარმომადგენლებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც სრულად ფარავს დიაგნოსტირების სრულ სპექტრს.
🤝 სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი სურვილი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.