20/04/2026
🎉 მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ სამეცნიერო ჟურნალში "Croatian Review of Rehabilitation Research" გამოქვეყნდა ჩვენი ერთი ერთი დამფუძნებლის თინათინ ანთიძის ნაშრომი "The Georgian MacArthur-Bates Communicative Development Inventories".
ეს ნაშრომი წარმოადგენს ქართული CDI-ის ადაპტაციის ფუნდამენტურ საწყისს, სადაც გაწერილი ადაპტაციის მეცნიერული გეგმა და გადადგმულია პირველი ნაბიჯები ქართველი ბავშვების ენობრივი კორპუსის შესასწავლად. ნაშრომი საფუძველს უყრის ქართული ენის უნიკალური ბუნების მორგებას საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც სამომავლოდ ვალიდური შეფასების ინსტრუმენტის შექმნის გარანტიაა.
ეს არის მშობლის მიერ შესავსები ანგარიშგების ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება 8-დან 37 თვემდე ასაკის ბავშვებში ადრეული კომუნიკაციური უნარების, ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული განვითარების შესაფასებლად.
აღნიშნული ინსტრუმენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო მეთოდად ითვლება, რადგან ის ეყრდნობა მშობლის დაკვირვებას ბავშვის ყოველდღიურ მეტყველებაზე ბუნებრივ გარემოში.
ზუსტი დიაგნოსტიკა ეფექტური თერაპიის საფუძველია. ჩვენი მიზანია, თითოეულ ბავშვს შევთავაზოთ მათ ენობრივ სპეციფიკაზე მორგებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახმარება.
ვამაყობთ, რომ ჩვენი ცენტრის საქმიანობა ეყრდნობა არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ უახლეს სამეცნიერო კვლევებს. 🇬🇪📚
იხილეთ: https://hrcak.srce.hr/file/499879