21/06/2026
დღეს, წლის ყველაზე ნათელ დღეს - 21 ივნისს, ჩემი დაბადების დღეა. 🎂 ხვალ კი - ჩემი მეუღლის, გიგის. 🥰 ჩვენ ზუსტად იქ შევხვდით ერთმანეთს, სადაც დღე ღამეს უთმობს ადგილს... 🌓
მე ყოველთვის ვულკანივით ფეთქებადი „ფენიქსი“ ვიყავი, რომელიც მარტო უპირისპირდებოდა სამყაროს. ის - ხისტი სტრატეგი, „რუხი კარდინალი“ და ფილოსოფოსი. ♟️🔥 ორი სრულიად სხვადასხვა არსება, რომლებმაც ერთმანეთს ომებიც გამოვუცხადეთ, სანამ ერთ ჩვეულებრივ დილას, ჩვენს აივანზე, ჩემში მთელი „კართაგენი არ დაეცა“... 🏛️💥
სწორედ ამ ნანგრევებში გაიხსნა პორტალი და მივხვდი მთავარს: სიყვარული ერთმანეთში ათქვეფა და გაქრობა კი არა, ორი სხვადასხვა სამყაროს უხილავი მიზიდულობაა, რომელიც თანაცხოვრების მეორე ათწლეულშიც ზუსტად იმავე ჟრუანტელს გვრის. 🔒🌿
ეს ორი დღე განსაკუთრებით მიყვარს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბლოგი რომელიც რამდენიმე დღის წინ დავწერე, თქვენთვისაც გამეზიარებინა.
მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ სიყვარულის ამ ქარტეხილებში გამატარა და მაპოვნინა ის, რასაც ყველა ადამიანი თავისებურად ეძებს. ხომ გაგიგიათ - ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი სიყვარულიაო. ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია. 🥰
ბლოგის სანახავად უბრალოდ ლინკის გახსნაა საჭირო: 👉
მზე და მთვარე — ჩვენი ორი სამყაროს ამბავი 30 წელს ცოტათი გადავაბიჯე, როცა გიგისთან ოჯახი შევქმენი. მაგრამ მანამდე .....