01/07/2026
😕 ტრავმული მოვლენები ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია - ბევრი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აწყდება ისეთ მოვლენას, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფა, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, ფიზიკური ძალადობა, ახლობლის მოულოდნელი დაკარგვა - ეს და სხვა მძიმე გამოცდილებები ჩვენზე ღრმა კვალს ტოვებს.
🫣 ასეთი მოვლენის შემდეგ ძლიერი შიშის, სევდის, ბრაზის ან დანაშაულის განცდა სრულიად ნორმალური რეაქციაა. ადამიანების უმეტესობა ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერით ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
👩⚕️ თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს გრძნობები არ ქრება - ამ დროს შესაძლოა საქმე გვქონდეს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან (PTSD).
PTSD-ის მქონე ადამიანებს შემდეგი ძირითადი სახის სირთულეები აღენიშნებათ:
🟢 განმეორებითი განცდები - ამ დროს ტრავმული მოვლენა მოულოდნელად გონებაში იჭრება და ხელახლა განიცდება, ზოგჯერ მკაფიო ღამის კოშმარების თუ “ფლეშბექების” სახით. ამ მოგონებებს, როგორც წესი, თან ახლავს ძლიერი შიში ან განგაში და ისეთი ძლიერი ფიზიკური რეაქციები, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა.
🟢 თავის არიდება - ადამიანი ერიდება ადგილებს, ადამიანებს, ფიქრებს, ემოციებს - ყველაფერს, რაც ამ მოვლენას ახსენებთ.
🟢 გადაჭარბებული სიფხიზლე - ამ დროს ადამიანს აქვს გაზრდილი საფრთხის მუდმივი განცდა, მაშინაც კი, როცა საფრთხე რეალურად არ არსებობს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს გაძლიერებული შიშით ან შეკრთომის რეაქციით ისეთ სტიმულებზე, როგორიცაა მოულოდნელი ხმაური.
🟢 ნეგატიური ფიქრები და ემოციები - ადამიანი განიცდის მუდმივ შიშს, ბრაზს, დანაშაულის შეგრძნებას; ავიწყდება ტრავმული მოვლენის მნიშვნელოვანი დეტალები; კარგავს ინტერესს ყოველდღიური აქტივობების მიმართ და გრძნობს გაუცხოებას ოჯახისგან თუ მეგობრებისგან.
👉 PTSD-ს ხშირად თან ახლავს სხვა სირთულეებიც, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, სუიციდური აზრები და ნივთიერებებზე დამოკიდებულება.
👩⚕️ თუ ტრავმული მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ გიჭირთ მდგომარეობასთან გამკლავება და მსგავს სიმპტომებს განიცდით, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. მკურნალობის დროული დაწყება დაგეხმარებათ PTSD-ს სიმპტომების გაუარესების თავიდან აცილებაში და მდგომარეობის ეფექტურ მართვაში.
📲 ფსიქეაში კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 314 471
📍 მისამართი: რევაზ მარგიანის ქ. 20