24/12/2021
ზურგის ტკივილი - მთელ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი ბოლო ათწლეულის მანძილზე!
ყოველდღიურად იზრდება ტკივილებით შეწუხებული ადამიანების რიცხვი, და ეს პრობლემა არ იფარგლება რომელიმე ასაკობრივი ჯგუფით.
ტკივილი ხერხემლის, კისრის, გულმკერდის, თუ წელის არეში გხვდება მწვავე ან ქრონიკული ხასიათის და იყოფა ორ ძირითად ჯგუფებად:
- სპეციფიკური ზურგის ტკივილი
- არასპეციფიკური ზურგის ტკივილი
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ტკივილი, რომლის გამომწვევი მიზეზი უკვე ცნობილია (მაგალითად, მალთაშუა დისკის თიაქარი, ტრავმა, მალთაშუა სახსრების ანთება)
მეორე ჯგუფს წარმოადგენს ყველა იმ ტკივილის ტიპი, რომლის მიზეზი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია
ზურგის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზები:
- სტრესი
- თიაქარი
- უცვლელი უმოძრავო პოზიციით გამოწვეული კუნთების დაძაბულობა
- ასაკობრივი ცვლილებები
- დეფორმაციები
ასევე ძალიან ხშირია გადაცემითი ტკივილები, როცა რომელიმე შიდა ორგანოს ანთებითი პროცესი იწვევს ზურგის გარკვეულ სეგმენტის ტკივილს.
თუ პირველი სამი დღის მანძილზე მწვავე ტკივილი არ ყუჩდება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებით, ესე იგი საჭიროა სპეციალისტის ჩარევა და გამომწვევი მიზეზების დროული დადგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია რთულდება. ფიზიკური შემოწმების შემდეგ ექიმი-სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევა დანიშნოს და მხოლოდ შემდეგ შეირჩევა სამკურნალო გეგმა.
მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ტკივილი არის სიგნალი, წამოსული ჩვენი ორგანიზმიდან, რომელიც ითხოვს შველას. არ შეიძლება ფიქრი მხოლოდ ტკივილის გაყუჩებაზე. ეს იგივეა, რაც დასაცავი ობიექტი სიგნალიზაციის გარეშე დავტოვოთ. თუ დროულად ვერ მივაგენით პრობლემის გამომწვევ მიზეზს, პროცესი არ შეჩერდება და შეიძლება შეუქცევადი გახდეს!
ნუ დავივიწყებთ, რომ ექიმი ღმერთი არ არის!! თუ გვინდა რომ ექიმმა გვიშველოს - მას დროულად უნდა მივმართოთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!!