29/03/2022
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მაღალკვალიფიციური თერაპევტი- მაცაცო ინაური. განათლება მიიღო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სამკურნალო მასაჟისა და რეაბილიტაციის განხრით. მას აქვს გამოცდილება სქოლიოზიან, კიფოზიან და ოსტეოქონდროზიან პაციენტებთან მუშაობის. მუშაობს როგორც სამკურნალო, ასევე სარელაქსაციო, ანტიცელულიტურ და სპორტულ მასაჟზე. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს 14 წელს. მასაჟის კურსით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ბავშვებისათვის.