Dermatologist Khatuna Kudava / ექიმი დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Dermatologist Khatuna Kudava / ექიმი დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

Dermatologist Khatuna Kudava / ექიმი დერმატოლოგი ხათუნა კუდავა ხათუნა კუდავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი
პროფესორი

19/08/2026
ევროპის უნივერსიტეტი 💙
28/07/2026

ევროპის უნივერსიტეტი 💙

26/07/2026

რა შეიძლება გამოიწვიოს ტკიპის ნაკბენმა
რა უნდა ვიცოდეთ ლაიმის დაავადების (ლაიმის ბორელიოზის შესახებ)

• ზაფხულში ბუნებასთან ხშირ და ახლო კონტაქტთან ერთად მატულობს მწერებისა და ტკიპების ნაკბენების შემთხვევები. მათთან დაკავშირებულია სხვადასხვა ალერგიული და ინფექციური დაავადებები;
• ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პათოლოგია ლაიმის დაავადებაა, რომელიც ვითარდება ტკიპის ნაკბენის შემდეგ. დაავადებას იწვევს ბაქტერია Borrelia burgdorferi;
• ლაიმის ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) არის სისტემური ინფექციური დაავადება, სიმპტომების ფართო სპექტრით, რომელიც იწვევს კანის (მიგრირებადი ერითემა, ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი, მორფეა (კანის ლოკალური სკლეროზი)) , გულის, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისიტემის პათოლოგიებს;
• რადგან ინფექციის დასაწყისი ხშირად უკავშირდება გამონაყარს კანზე, მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ეს ფაქტი;
• უმრავლეს შემთხვევაში მშობლებისთვის თვალსაჩინოა ბავშის კანზე მოთავსებული ტკიპა, რომელიც უნდა მოვაცილოთ სრულად (ფრთხილად პინცეტის გამოყენებით, რომ არ მოხდეს მისი ნაწილობრივი დარჩენა);
• ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ კანს. ლაიმის დაავადების სპეციფიური მახასიათებელია მიგრირებადი ერითემის წარმოქმნა. ეს არის წითელი ფერის ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც თანდათან იზრდება ზომაში. კერაში გამოხატულია წითელი ფერის ქობა და ცენტრი. მათ შორის მოთავსებული შუა ნაწილი კანისფერია. ეს გამონაყარი იშვიათად იწვევს სუბიექტურ ჩივილებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს სხვა დერმატოლოგიური პათოლოგიის დროსაც;
• ყველა საეჭვო შემთხვევაში აუცილებელია სწორი დიაგნოზის დროული დადგენა, მკურნალობის დაწყებისა და დაავადების პროგრესის თავიდან ასაცილებლად.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი #ბორელიოზი

რუბრიკა:  ,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები"
14/07/2026

რუბრიკა: ,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები"

რუბრიკა: ,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები"

როგორ ვლინდება კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექცია კანზე?

რა არის ხელის, ფეხისა (ტერფების) და პირის (პირის ღრუს) დაავადება?

კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელის, ფეხისა (ტერფების) და პირის (პირის ღრუს) დაავადება განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში და დაავადებულთა უმრავლესობა არის ბავშვი;
ინფექცია ხშირად გვხვდება 10 წლამდე ასაკის, უპირატესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში;
დაავადებას იწვევს კოქსაკის ვირუსის შტამები,
რომლებიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების ჯგუფს; ინფექციის გადაცემის გზები შეიძლება იყოს სხვადასხვა: ჰაერ-წვეთოვანი (ინფიცირებულ ბავშვთან უშუალო კონტაქტი), ფეკალურ-ორალური, დაინფიცირებული სათამაშოებისა და სხვა საერთო საგნების გამოყენება;

სიმპტომები ვლინდება სწრაფად, ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში; დაავადება ხშირად იწყება ტემპერატურის მატებით, საერთო სისუსტით, უმადობით, თავის ტკივილით, ღებინებით. ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელებზე, ფეხის ტერფებსა და პირის ღრუში ჩვეულებრივ ვითარდება საწყისი სიმპტომებიდან ერთ-ორ დღეში. ვლინდება ანგინისა და სტომატიტისთვის დამახასიათებელი ჩივილები. შესაძლოა განვითარდეს ლაქოვანი და პაპულოზური გამონაყარი კანის სხვა უბნებშიც. მკურნალობა სიმპტომურია, გართულებები იშვიათად ვითარდება.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი #კოქსაკისვირუსი

02/07/2026
რუბრიკა: ,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები”
30/06/2026

რუბრიკა: ,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები”

დღეს სკლეროდერმიის მსოფლიო დღეა!კანი, როგორც სისტემურ სკლეროდერმიაში ჩართული ორგანო, ხშირად  პირველი გვამცნობს პათოლოგიი...
29/06/2026

დღეს სკლეროდერმიის მსოფლიო დღეა!

კანი, როგორც სისტემურ სკლეროდერმიაში ჩართული ორგანო, ხშირად პირველი გვამცნობს პათოლოგიის განვითარების შესახებ. საწყისი სიმპტომები უპირატესად ვლინდება თითებზე გამოხატული ფერის ცვლილებებით (ხშირად სიფერმკრთალით, სიწითლითა და სილურჯით), ასევე კანზე გამოხატული ლოკალური კეროვანი დაზიანებებით.
შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) წარმოადგენს იდიოპათიურ დაავადებას, რომელიც კანზე ვლინდება სკლეროზული ბალთებით. დასაწყისში შემოფარგლული სკლეროდერმიის (მორფეას) კერები ანთებითია და აქვს იისფერი ელფერი. მოგვიანებით დაზიანების კერები ხდება მოყავისფრო და სრულად კარგავს ელასტიურობას. შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) შესაძლოა გამოვლინდეს ხაზოვანი დაზიანების ფორმითაც კიდურებისა და თავის ( შუბლისა და თავის თმიანი არის) მიდამოებში.
დაავადების დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია საუკეთესო პროგნოზისთვის.

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

რუბრიკა:,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები”ხალები ბავშვებში!ხალები-პიგმენტური ნევუსები ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი ...
03/06/2026

რუბრიკა:
,,ბავშვთა დერმატოლოგის რჩევები”
ხალები ბავშვებში!

ხალები-პიგმენტური ნევუსები ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია. მათი განსხვავებული ფორმები, ზომები და შეფერილობა განისაზღვრება როგორც ხალის ტიპით, ისე მისი განვითარების ეტაპით და ლოკალიზაციით. ბავშვთა ასაკში ხალების ზრდა და სახასიათო ცვლილება დინამიური პროცესია. განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს ,,განსხვავებული" ფორმის ნევუსები და ის ხალები, რომლებიც მუდმივი ხახუნის ან გაღიზიანების ქვეშ იმყოფება. ციფრული დერმატოსკოპით გამოვლენილი სპეციფიური მახასიათებლები და მათი ცვლილებები პროცესის სრული კონტროლოს საშუალებას იძლევა.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

20/05/2026

რა უნდა ვიცოდეთ მუნის შესახებ…

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995599249850

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dermatologist Khatuna Kudava / ექიმი დერმატოლოგი ხათუნა კუდავა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dermatologist Khatuna Kudava / ექიმი დერმატოლოგი ხათუნა კუდავა:

Shortcuts

Share

Category