ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა / Hepatology Clinic HEPA

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა / Hepatology Clinic HEPA
Call Directions Contact the practice

ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა / Hepatology Clinic HEPA ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა

31/08/2026

🩺 ღვიძლი მხოლოდ დეტოქსიკაციის ორგანო არ არის - ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის, ცხიმებისა და ჰორმონების მეტაბოლიზმში. სწორედ ამიტომ, ღვიძლისა და ენდოკრინული სისტემის ბალანსის დარღვევა შესაძლოა ინსულინრეზისტენტობის, შაქრიანი დიაბეტის, ცხიმოვანი ღვიძლისა და სხვა მეტაბოლური პრობლემების განვითარებას უკავშირდებოდეს.

❕ ამ მდგომარეობებს ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიმპტომები არ ახლავს, ამიტომ დროული შეფასება და სპეციალისტთან კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

🧑‍⚕️ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპას“ ექიმი ენდოკრინოლოგი ნაზიბროლა ჩირაძე ისაუბრებს.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18

🟩 მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება მსოფლიოში ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავა...
21/08/2026

🟩 მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება მსოფლიოში ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

⚠️ ხშირ შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევების დროს ვლინდება.

👇 რისკს ზრდის:
▪️ ჭარბი წონა;
▪️ ინსულინრეზისტენტობა;
▪️ შაქრიანი დიაბეტი:
▪️ არასწორი კვება;
▪️ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

🩺 დროული დიაგნოსტიკა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

🔍 როდის უნდა გამოვიკვლიოთ ღვიძლი?❕ ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ პროფილაქტიკური კვლევა განს...
17/08/2026

🔍 როდის უნდა გამოვიკვლიოთ ღვიძლი?

❕ ღვიძლის დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ პროფილაქტიკური კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

👇 ღვიძლის გამოკვლევა რეკომენდებულია, თუ:

▪️ გაწუხებთ მუდმივი დაღლილობა;
▪️ გაქვთ ჭარბი წონა ან ინსულინრეზისტენტობა;
▪️ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ;
▪️ ანალიზებში ღვიძლის ფერმენტები მომატებულია;
▪️ გრძნობთ დისკომფორტს მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში;
▪️ გაქვთ ვირუსული ჰეპატიტის რისკფაქტორები.

⏱️ დროული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

🌡️ ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურა, არასაკმარისი სითხის მიღება და კვების რეჟიმის ცვლილება შესაძლოა ორგანიზმის მეტაბ...
07/08/2026

🌡️ ზაფხულის პერიოდში მაღალი ტემპერატურა, არასაკმარისი სითხის მიღება და კვების რეჟიმის ცვლილება შესაძლოა ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზეც აისახოს.

👇 ჰეპას ექიმი გირჩევთ:

▪️ მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
▪️ ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას;
▪️ არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმის რეკომენდაციის გარეშე;
▪️ უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ და დაბალანსებულ კვებას;
▪️ თუ უკვე გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, არ გადადოთ გეგმიური ვიზიტი.

💙 ზრუნვა ჯანმრთელობაზე სწორედ ყოველდღიური სწორი არჩევანით იწყება.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

❕ მოსაზრება რომ ღვიძლი მხოლოდ ალკოჰოლის გამო ზიანდება მითია.🔍 ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი ალკოჰოლია, თუმცა არა ერ...
04/08/2026

❕ მოსაზრება რომ ღვიძლი მხოლოდ ალკოჰოლის გამო ზიანდება მითია.

🔍 ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი ალკოჰოლია, თუმცა არა ერთადერთი.

👇 ღვიძლის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს:

▪️ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება;
▪️ ინსულინრეზისტენტობა;
▪️ შაქრიანი დიაბეტი;
▪️ ჭარბი წონა;
▪️ ვირუსული ჰეპატიტები;
▪️ ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი ან არასწორი გამოყენება.

🧪 ღვიძლის დაავადებები ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ დროული კვლევა და სპეციალისტთან კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

☀️ ზაფხულში რომელი სიმპტომები არ უნდა მივაწეროთ მხოლოდ სიცხეს? 🔺 ზაფხულის ცხელ დღეებში დაღლილობა ან სისუსტე ხშირად ბუნებ...
28/07/2026

☀️ ზაფხულში რომელი სიმპტომები არ უნდა მივაწეროთ მხოლოდ სიცხეს?

🔺 ზაფხულის ცხელ დღეებში დაღლილობა ან სისუსტე ხშირად ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა, თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზეც შეიძლება მიანიშნებდეს.

❕ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ გაწუხებთ:

▪️ მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;
▪️ გულისრევა ან მადის დაკარგვა;
▪️ მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში დისკომფორტი;
▪️ კანის ან თვალების სიყვითლე;
▪️ ძლიერი წყურვილი, გახშირებული შარდვა ან წონის უეცარი ცვლილება.

⚠️ თუ აღნიშნული სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება ან ძლიერდება, ნუ გადააბრალებთ მხოლოდ სიცხეს - დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

02/07/2026

🧬 იცოდით, რომ ჰორმონების ბალანსი პირდაპირ გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციონირებაზე? ინსულინის, კორტიზოლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევასთან, მათ შორის ინსულინრეზისტენტობასა და ცხიმოვან ღვიძლთან.

🩺 ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპას“ ექიმი ენდოკრინოლოგი ნაზიბროლა ჩირაძე ისაუბრებს.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

🩺 რა სიმპტომებით ვლინდება ინსულინრეზისტენტობა?🔬 ინსულინრეზისტენტობა - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ი...
29/06/2026

🩺 რა სიმპტომებით ვლინდება ინსულინრეზისტენტობა?

🔬 ინსულინრეზისტენტობა - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ინსულინზე ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, რის გამოც კუჭქვეშა ჯირკვალი უფრო მეტი ინსულინის გამომუშავებას ცდილობს.

👇 ყველაზე ხშირი ნიშნებია:

▪️ მუდმივი დაღლილობა;
▪️ ძილიანობა საკვების მიღების შემდეგ;
▪️ ტკბილის ხშირი სურვილი;
▪️ წონის მატება, განსაკუთრებით მუცლის არეში;
▪️ ხშირი შიმშილის შეგრძნება;
▪️ კონცენტრაციის გაძნელება.

❕ ინსულინრეზისტენტობა ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევის განვითარების რისკი გაზარდოს.

🧪 დროული დიაგნოსტიკა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია გართულებების პრევენციისთვის.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

🩺 ცხიმოვანი ღვიძლი მხოლოდ ჭარბ წონასთან არ არის დაკავშირებული🔬 ცხიმოვანი ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვიძლის და...
22/06/2026

🩺 ცხიმოვანი ღვიძლი მხოლოდ ჭარბ წონასთან არ არის დაკავშირებული

🔬 ცხიმოვანი ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვიძლის დაავადებაა, თუმცა მისი განვითარება მხოლოდ ჭარბ წონას არ უკავშირდება.

❕ დაავადების განვითარების რისკს ზრდის:

▪️ ინსულინრეზისტენტობა;
▪️ შაქრიანი დიაბეტი;
▪️ არასწორი კვება;
▪️ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
▪️ ჰორმონალური დარღვევები;
▪️ გენეტიკური ფაქტორები.

🔰 ცხიმოვანი ღვიძლი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა მხოლოდ პროფილაქტიკური კვლევების დროს გამოვლინდეს.

✅ სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ღვიძლის მდგომარეობის დროული შეფასება და სპეციალისტთან კონსულტაცია, განსაკუთრებით რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში.

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍 დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

🔍 B და C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციებია, რომლებიც ღვიძლს აზიანებს, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს.🦠...
10/06/2026

🔍 B და C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციებია, რომლებიც ღვიძლს აზიანებს, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს.

🦠 B ჰეპატიტი:
▪️ ხშირად გადადის სისხლითა და ბიოლოგიური სითხეებით;
▪️ არსებობს ვაქცინა;
▪️ შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმით.

🦠 C ჰეპატიტი:
▪️ ძირითადად სისხლით გადადის;
▪️ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს;
▪️ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა თანამედროვე მკურნალობა ეფექტურ შედეგებს იძლევა.

🧪 ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკასა და მონიტორინგს.

📩 ჰეპატოლოგთან კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
☎ 032 2 43 11 11
📍დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20

Address

ლუბლიანას ქუჩა, 18/20
Tbilisi
0158

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 15:00
Sunday 10:00 - 15:00

Telephone

+995322431111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა / Hepatology Clinic HEPA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა / Hepatology Clinic HEPA:

Shortcuts

Share

Category