10/09/2026
ჩემს საწოლში ჩამაწვინეს და კარი ნაზად მიხურეს. სულ ბნელოდა…..
თავიდან არ მესმოდა არაფერი, ცოტა მოუსვენრობა ვიგრძენი და მშობლების ყურადღების მიქცევა ვცადე. კარის გაღების ხმა გავიგე და გავიფიქრე: „რა კარგია?!! ჩემს სანახავად მოდიან..“ მაგრამ შემდეგ შორიდან მომესმა ხმა: "შშ, შშ, ძილის დროა".
გარშემო ბნელოდა და მე ისევ მარტოდ ვგრძნობდი თავს. „მოდი კიდევ ერთხელ დავუძახებ მშობლებს“, გავიფიქრე. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიგე მხოლოდ, "შშ, შშ, ძილის დროა".
არავინ მოსულა ჩემთან ჩასახუტებლად და დედაჩემის სახეს ვერ ვხედავდი.
„რამე დავაშავე? რატომ არ არიან აქ?” ისევ შორიდან გაისმა ხმა: „შშ, შშ, ძილის დროა“.
უფრო და უფრო ხმამაღლა დავიწყე ტირილი. იქნებ ვერ გაიგეს და ვერ მიპოვეს - ამიტომაც არ მოვიდნენ. მაგრამ წუთები გადიოდა, მშობლები მაინც არ მოდიოდნენ. მე მხოლოდ შორიდან მესმოდა ის ხმა: "შშ, შშ, ძილის დროა".
მთელი ძალით ვტიროდი, ვბუტბუტებდი და ვღრიალებდი, იმ იმედით, რომ დედაჩემის მკლავებს ვიპოვიდი.
“სად არიან ისინი? რატომ არ მოდიან?” ვიფიქრე. "იქნებ თუ გავაგრძელებ ტირილს…. მოვლენ. მე ხომ ვიცი, რომ ვუყვარვარ და ჩემ გამო აუვილებლად მოვლენ."
ღამე გავიდა და არავინ მოვიდა ჩემს გადასარჩენად. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.
უკვე ერთი კვირა გავიდა და მაინც არავინ მოდის ჩემს ტირილზე. ამაღამ, როცა ჩემს საწოლში ჩამსვეს, ძალიან ჩუმად ვიჯექი. გავიგე, რომ რაც არ უნდა ხმამაღლა ვიყვირო და ვიტირო, არავინ მოვა ჩემს გამო. ასე რომ, ისევ სიბნელეში ვწევარ, ველოდები მშობლების ჩახუტებას, დედაჩემის კოცნას. იმედი მაქვს ამაღამ მაინც ჩემთან მოვლენ….
შესაძლოა, თუ ცოტა ხნით გავჩერდებით და დავფიქრდებით, როგორ გრძნობს თავს ეს ბავშვი - სიბნელეში ჩაკეტილი. როცა არ შეუძლია ლოგინის დატოვება, არ შეუძლია ითხოვოს ის, რაც მას სჭირდება, მისი მშობლების სიყვარული, ჩვენ დავფიქრდებოდით ტირილის საშუალება მივცეთ თუ არა. თქვენი შვილი არ მანიპულირებს თქვენით; ისინი ტირიან, რადგან ეს მათი კომუნიკაციის ერთადერთი გზაა (ენაა).
როდესაც ჩვენ ვქმნით ძილის რუტინას და ბავშვებს ტირილის საშუალებას ვაძლევთ, ისინი არ სწავლობენ ძილს. ისინი სწავლობენ, რომ რამდენიც არ უნდა იყვირონ/იტირონ, არავინ მოვა.
ვიცი, რომ დაიღალეთ, მშობლებო. ვიცი, რომ ხალხმა გითხრათ, რომ ნუგეშისცემით გააფუჭებთ მათ. ვიცი, რომ ცუდი ჩვევები გეშინიათ არ შეუქმნათ. მაგრამ გპირდებით, არავინ იმსახურებს მარტო ტირილს, კომფორტისა და სითბოს გარეშე, სიბნელეში ჩაკეტილი.
თქვენს შვილს უყვარხართ და არასოდეს მანიპულირებს თქვენზე.
იმაზე ადრე, ვიდრე თქვენ გგონიათ, ისინი გაიზრდებიან და აღარასოდეს დაბრუნდებიან თქვენს საწოლში. ვიცი, რომ თქვენც გიყვართ თქვენი შვილი