Medfox / მედფოქსი

Medfox / მედფოქსი თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

მედფოქსი, 2021 წელს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ შექმნილი ინოვაციური სერვისია, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებას სარეაბილიტაციო მომსახურება ნებისმიერ სივრცეში შესთავაზოს (სახლში, ეზოში, ბაღში ან სკოლაში). მედფოქსი მუშაობს, როგორც ტიპური განვითარების ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან.

🦊 სტაჟირება და დასაქმება მედფოქსშითუ ხარ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, IV კურსის სტუდენტი ან ახლა და...
07/09/2026

🦊 სტაჟირება და დასაქმება მედფოქსში

თუ ხარ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, IV კურსის სტუდენტი ან ახლა დაამთავრე უნივერსიტეტი - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს ბავშვებთან მუშაობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:
• ბავშვების სიყვარული
• პროფესიული განვითარების სურვილი

საბუთების მიღება: 30 სექტემბრის ჩათვლით

📩 გამოგვიგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი:
[email protected]

🤱 „როდესაც თერაპევტი და მშობელი საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან, თერაპია აღარ რჩება მხოლოდ კლინიკის სივრცეში — ის ბავ...
05/08/2026

🤱 „როდესაც თერაპევტი და მშობელი საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან, თერაპია აღარ რჩება მხოლოდ კლინიკის სივრცეში — ის ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.“

👩‍⚕️ თინათინ ქართველიშვილი (B.Sc. , M.Sc.)
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი

📖 სტატია სრულად:
https://medfox.medium.com/მშობლის-როლი-ფიზიკურ-თერაპიაში-a4a713841f27

🌀 დღეს დასრულდა კინესთეტიკის სრულყოფილი კურსი.🌿 გვიხარია, რომ აღნიშნული კურსი  გაიარა “მედფოქსის” ფიზიკური მედიცინისა და...
07/06/2026

🌀 დღეს დასრულდა კინესთეტიკის სრულყოფილი კურსი.

🌿 გვიხარია, რომ აღნიშნული კურსი გაიარა “მედფოქსის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტმა თინათინ ქართველიშვილმა.

💚 უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ შტეფან კნობელსა და ქალბატონ შუქია ჭინჭარაულს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებისთვის.

🌿 ვულოცავთ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

🦊 ჩვენი განვითარება, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

თინათინ ქართველიშვილი
საქართველოს კინესთეტიკის ასოციაცია

🌀 დასრულდა კინესთეტიკის სრულყოფილი კურსი, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 24 საათი მოიცვა.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა უფრო სიღრმისეულად იმუშავეს კინესთეტიკის კონცეფციებზე, გაიღრმავეს ცოდნა მოძრაობის ანალიზის, აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. მათ შეისწავლეს, როგორ შეიძლება პროფესიული გამოწვევების სასწავლო შესაძლებლობებად გარდაქმნა და ადამიანების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებში.

📚 კურსის განმავლობაში მონაწილეებმა:
▪️ განავითარეს საკუთარი მოძრაობის აღქმის უნარი
▪️ გააანალიზეს რეალური პროფესიული შემთხვევები
▪️ გაიღრმავეს კინესთეტიკის სამეცნიერო საფუძვლების ცოდნა
▪️ ისწავლეს კონცეფციების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება
▪️ იმუშავეს იმაზე, თუ როგორ მოარგონ საკუთარი მოძრაობა სხვადასხვა სიტუაციას და გარემოს

✨ ტრენინგს უძღვებოდნენ:
👨‍🏫 შტეფან კნობელი – მოვლის ექსპერტი, კინესთეტიკის ლექტორი, ფონდი „ცხოვრების ხარისხის“ საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.

👩‍🏫 შუქია ჭინჭარაული – მოვლის ექსპერტი, კინესთეტიკის მესამე საფეხურის ტრენერი.

💙 ვულოცავთ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – 1 ივნისი 🎈ყოველი ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია.🏥 ჯ...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – 1 ივნისი 🎈
ყოველი ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია.

🏥 ჯანმრთელობა:
ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებები და დროული დახმარება ბავშვთა ჯანსაღი ზრდის საფუძველია.

📚 განათლება:
ხარისხიანი განათლება ბავშვთა ფუნდამენტური უფლებაა. პატარებს სჭირდებათ განათლება უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში, სადაც საკუთარი უნარებისა და პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ.

⚽ თამაში და დასვენება:
თავისუფალი დრო თამაშისთვის აუცილებელია გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის. თამაში ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

🤗 ემოციური მხარდაჭერა:
პატარებს სჭირდებათ გარემო, სადაც იგრძნობენ სითბოსა და ყურადღებას. მათი ყოველი წინსვლა უნდა აღინიშნოს და წახალისდეს – ეს ზრდის თავდაჯერებულობას და მოტივაციას

⚖️ თანასწორობა და დაცვა:
ყველას, განურჩევლად სქესის, წარმომავლობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აქვს თანაბარი უფლება უსაფრთხო და ძალადობისგან დაცულ გარემოში ცხოვრების.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვიზრუნოთ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე და მხარი დავუჭიროთ მათ განვითარებას.

🦊 თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია

17/05/2026

🇬🇪🇪🇺 საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში გრძელდება კინესთეტიკის II საფეხურის სატრენერო განათლება.

📚 ჯგუფში 8 მონაწილეა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის „მედფოქსის“ სამედიცინო დირექტორი — ნანა ნაცაური.

🦊 ჩვენი პროფესიული განვითარება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

09/05/2026

🌀 დღეს დაიწყო კინესთეტიკის სრულყოფილი.

🌿 გვიხარია, რომ აღნიშნულ კურსს გადის “მედფოქსის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი თინათინ ქართველიშვილი.

🦊 ჩვენი განვითარება, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

თინათინ ქართველიშვილი

08/04/2026

🤝 “მედფოქსისა” და “ატას” მეგობრობა გრძელდება.

“მედფოქსს” ამჯერად “ატას” გუნდის წევრი და ჩვენი კოლეგა — ნათია მაჭარაშვილი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან გაიარა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სწავლება და დაესწრო კინესთეტიკის ვორკშოფს.

👩‍⚕️ ვორკშოფს უძღვებოდა “მედფოქსის” სამედიცინო დირექტორი ნანა ნაცაური, კინესთეტიკის II საფეხურის ტრენერის სასწავლო კურსის ფარგლებში.

🌀 ტერმინი კინესთეტიკა შეიძლება ითარგმნოს, როგორც მოძრაობის აღქმის ხელოვნება/ მეცნიერება. კინესთეტიკა ეფუძნება ექვს კონცეფციას, რომლებიც მოძრაობის აღქმისა და ანალიზის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენს. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანს საკუთარი მოძრაობის, ჯანმრთელობისა და სწავლის პროცესის მაქსიმალურად დამოუკიდებლად გაუმჯობესებაში, არსებული შეზღუდვების მიუხედავად.

ჩვენი ვორკშოფის თემა იყო — ფუნქციონალური ანატომია.

💚 განსაკუთრებული მადლობა ნათია მაჭარაშვილსა და თინათინ ქართველიშვილს უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის.

🦊 ჩვენი განვითარება — თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

საქართველოს კინესთეტიკის ასოციაცია ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy

09/03/2026

🇬🇪🇪🇺 საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში გრძელდება კინესთეტიკის II საფეხურის სატრენერო განათლება.

📚 ჯგუფში 9 მონაწილეა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის „მედფოქსის“ სამედიცინო დირექტორი — ნანა ნაცაური.

🦊 ჩვენი პროფესიული განვითარება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

Address

Lubliana Str. , 13d
Tbilisi
0100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595285000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medfox / მედფოქსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Medfox / მედფოქსი:

Share