ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია, Mental Health Service, Tbilisi.

14/08/2023

🫂 ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის, ბავშვობაშიც კი (გარკვეული ასაკიდან) აუცილებელია მისი პირადი სივრცისა და საზღვრების დაცვა.

ხშირად პირადი სივრცის რღვევა ასოცირდება დისკომფორტის, დაუცველობისა და შიშის განცდასთან. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ეს განცდები უფრო გამძაფრებულია. საკუთარი პირადი სივრცის არსებობა ბავშვს ეხმარება თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს, მან უნდა იცოდეს, ვის აქვს შეხების, ჩახუტების უფლება, რაც დაიცავს მას, მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში?

1️⃣ ნუ მოეფერებით და ჩაეხუტებით ბავშვს დაუკითხავად. ჯერ ჰკითხეთ, რამდენად უნდა მას ეს. ამ შემთხვევაში, ბავშვი ისწავლის საკუთარი სურვილების დაცვას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სხვებს არ მისცემს უფლებას, ფიზიკურად შეეხონ მას;

2️⃣ ასწავლეთ ბავშვებს სხეულებრივი უსაფრთხოების გარკვეული წესები. მათ უნდა იცოდნენ, რომ სხეულზე აქვთ ისეთი ადგილები, რომელზეც შეხების უფლება არავის არ აქვს, თუ ეს არ არის მშობელი, თუ ეს ჰიგიენურ, ან სამედიცინო მანიპულაციებს არ ეხება;

3️⃣ ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს ვარღვევთ მაშინ, როდესაც მათგან დაუკითხავად ვაქვეყნებთ მათ პირად ფოტოს თუ ვიდეოს. აუცილებელია, როდესაც გაგვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენს შვილთან დაკავშირებული რაიმე სიახლე გავაზიაროთ, პირველ რიგში მას ვკითხოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ გადავდგათ ეს ნაბიჯი;

4️⃣ როდესაც ვაზიარებთ ბავშვის ფოტოს, მათი თანხმობის შემთხვევაშიც კი, ეს შესაძლოა სხვადასხვა რისკთან იყოს დაკავშირებული და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მოიცავს ბავშვის ადგილსამყოფელს, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და უყვარს. ასევე, მშობლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო შესაძლოა მომავალში ბავშვისთვის ბულინგის სამიზნედ ქცევის რისკი იყოს.

სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ტიპის ძალადობის შემთხვევების მუდმივად მზარდი სტატისტიკა გვაქვს, რაც ერთგვარი განგაშის სიგნალია ყველა მშობლისთვის. ასწავლეთ და მიუთითეთ ბავშვებს, რომ აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი პირადი სივრცე. მშობლებს კი გაქვთ პასუხისმგებლობა, აკონტროლოთ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში ასაჯაროვებთ.

გახსოვდეთ, ბავშვის ინფორმირება ზრდის მის დაცულობას პოტენციური საფრთხეებისგან.

როდესაც ჩვენი შვილები ტირიან და ჩვენ: ვუბრაზდებით,ვუყვირით,ვემუქრებით...ამით არ მშვიდდებიან, ისინი, უბრალოდ, ჩუმდებიან დ...
14/08/2023

როდესაც ჩვენი შვილები ტირიან და ჩვენ:

ვუბრაზდებით,
ვუყვირით,
ვემუქრებით...

ამით არ მშვიდდებიან, ისინი, უბრალოდ, ჩუმდებიან და ემოციებს თრგუნავენ.

ეს ყველაფერი კი მოგვიანებით იჩენს თავს: დეპრესიის, შფოთვის, ქცევის დარღვევის, თვითდაზიანების სახით.

მივცეთ საშუალება შვილებს, არ ჩაიხშონ და გამოხატონ ემოციები.

14/08/2023
"...უნდა ვეცადოთ, ბავშვს მივცეთ თვალსაჩინო მაგალითი, რომლითაც ის მადლიერების განცდისგან მიღებულ სარგებელს დაინახავს. გარ...
16/08/2022

"...უნდა ვეცადოთ, ბავშვს მივცეთ თვალსაჩინო მაგალითი, რომლითაც ის მადლიერების განცდისგან მიღებულ სარგებელს დაინახავს. გარდა ამისა, უნდა ვესაუბროთ მას ამ განცდებზე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ შენიშვნებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენც უნდა განვიცადოთ მადლიერება ბავშვის სხვა დადებითი თვისებების მიმართ და ვეცადოთ, მხოლოდ ამის დანახვისა და აღქმის შემდეგ დავიწყოთ არასასურველ ქცევებთან გამკლავება".

"დედამიცისს" ესაუბრება ფსიქოლოგი თეკლე მაყაშვილი. კვლევები ადასტურებს, რომ მადლიერების გრძნობა დადებით გავლენა...

"აღზრდა ადამიანის სულიერი სამყაროს გამდიდრება და მოწესრიგებაა. ამ პროცესს დასასრული არ აქვს. აღზრდას ექვემდებარებიან დიდ...
15/08/2022

"აღზრდა ადამიანის სულიერი სამყაროს გამდიდრება და მოწესრიგებაა. ამ პროცესს დასასრული არ აქვს. აღზრდას ექვემდებარებიან დიდებიც და პატარებიც"...

ამონარიდი შალვა ამონაშვილის წიგნიდან "აღზრდის სიმფონია".

09/08/2022

*როგორ ვიურთიერთოთ სწორად და ეფექტურად მოზარდთან?*როგორ ავაწყოთ წინადადება მოზარდ შვილთან დიალოგის დროს?*რა სტრ....

პოზიტიური აღზრდა და ბავშვის ემოციური რეგულაცია.
06/08/2022

პოზიტიური აღზრდა და ბავშვის ემოციური რეგულაცია.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით მშობლებისთვის ჩატარდა ინტერაქციული ლექცია თემ....

30/07/2022
27/07/2022

ვიდეო ბლოგის საშუალებით ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძისგან შეიტყობთ: • რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის რუტინ.....

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share