მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია, ანდროლოგია, ორსულთა მართვა

�რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს 2000 წლიდან და მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა მგალობლიშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი-გინეკოლოგი, ევროპის და აშშ-ს რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციების წევრი და მრავალი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი.
�კლინიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უშვილობის და ყველა სახის გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის მართვა, პლასტიკური და ესთეტიკური გინეკოლოგია �კლინიკა წარმოადგენს რეპროდუქციული მიმართულების პირველ კერძო კლინიკას საქართველოში, რომლის შექმნის იდეა ეკუთნის პროფესორ ივანე მგალობლიშვილს და 2000 წლებში მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიები კლინიკაში ასევე მისი ხელმძღვანელობით დაინერგა. �კლინიკა აღჭურვილია ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით, ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია და სტაციონარული განყოფილება, სადაც ტარდება ქირურგიული ოპერაციები ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიული მეთოდით ცნობილი ქირურგი-სპეციალისტების მიერ.
�აღმოსავლეთ ევროპაში პირველად, სწორედ ჩვენს კლინიკაში დაინერგა ფერტილოსკოპია, ხოლო საქართველოში პირველად - მილების გამტარობის გამოკვლევის ტრანსვაგინური მეთოდი - სონოსალპინგოგრაფია, საკვერცხის კისტის ასპირაციული დრენირება, პოლიკისტოზური საკვერცხეების, ორსულობის მრავლობითი შეწყვეტის და ორსულობის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე სქემები, რომელთა შესახებ პირველი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო გამოცემებში სწორედ ჩვენი ავტორობით გამოქვეყნდა.
�აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შედეგად დაბადებულია 5000- ზე მეტი ბავშვი.

პაპილომავირუსი - ქალებსა და კაცებში: რა უნდა ვიცოდეთ?პაპილომავირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, მათგან მხოლოდ რამდენი...
26/08/2026

პაპილომავირუსი - ქალებსა და კაცებში: რა უნდა ვიცოდეთ?

პაპილომავირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, მათგან მხოლოდ რამდენიმე დაკავშირებულია ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან და ამიტომ მათ მაღალი რისკის პაპილომავირუსს HPV უწოდებენ, ისინი იწვევენ:

👩 ქალებში: საშვილოსნოს ყელის, ვაგინისა და ვულვის კიბო. საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა HPV-თანაა დაკავშირებული.

👨 კაცებში: ანუსის, პენისისა და ყელის კიბო

არსებობს არაონკოგენური შტამებიც, რომლებიც იწვევენ მეჭეჭებსა და სასქესო ორგანოების პაპილომებს.

🔬 როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა HPV?

HPV ინფექციას არა აქვს სიმპტომები, მისი გამოვლენა შესაძლებელია ლაბორატორიული PCR კვლევით.

❤️ როგორ ხდება ინფიცირება?
HPV გადადის სქესობრივი კონტაქტის დროს - არა მხოლოდ ვაგინალური სექსით, არამედ ანალური და ორალური სექსით, ფინგერინგით და სასქესო ორგანოების პირდაპირი კონტაქტითაც.

💊 იკურნება თუ არა HPV?
სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც თავად ვირუსს „კურნავს“, არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში და უფრო ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმი ვირუსს თავად უმკლავდება და ინფექცია დაახლოებით 1-2 წლის განმავლობაში შეიძლება თავისით გაქრეს.

💉 როგორ ავიცილოთ HPV-ისგან გამოწვეული დაავადებები?

აღნიშნული ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა HPV-ვაქცინაციაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელისა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

👧👦 როდის არის რეკომენდებული ვაქცინაცია?
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, ბიჭებში 8 წლის ასაკიდან და გოგოებში - 11 წლის ასაკიდან

🔄 შეიძლება თუ არა ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ?
დიახ, ვაქცინაციას მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია HPV-ის რომელიმე შტამით - ვაქცინამ შესაძლოა დაიცვას სხვა მაღალი რისკის შტამებისგან.

🩺 საჭიროა თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ვაქცინაციის შემდეგ?
დიახ. HPV-ის ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, თუმცა ყველა შესაძლო დაავადებისგან სრულ დაცვას არ უზრუნველყოფს. სკრინინგის სიხშირე ინდივიდუალურად განისაზღვრება ექიმის მიერ.

🛡️ იცავს თუ არა პრეზერვატივი HPV-ისგან?
სრულად - არა. თუმცა მისი გამოყენება ინფიცირების რისკს ამცირებს.

#მგალობლიშვილიკლინიკა #პაპილომავირუსი #პაპილომავირუსიწყვილში #პაპილომავირუსიკაცებში #პაპილომავირუსისსკრინინგი

ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისთვის! 🤍🗓️ 15 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე კლინიკა ისვენებს, თუმცა ჩვენი ექიმები, მანანა მგალობლ...
14/08/2026

ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისთვის! 🤍

🗓️ 15 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე კლინიკა ისვენებს, თუმცა ჩვენი ექიმები, მანანა მგალობლიშვილი და გოორგი ნაცვლიშვილი რეგიონებს ეწვევიან:

🌴 ბათუმი - 15-16 აგვისტო

🏛️ ქუთაისი - 17 აგვისტო

📞 დამატებითი კითხვებისთვის: 596 51 60 60

🏠 კლინიკა თბილისში: გოთუას ქ. 3

#მგალობლიშვილისკლინიკა #გოთუას3

12/08/2026

🌸 ყველა ქალს სჭირდება პროფილაქტიკური გინეკოლოგიური შემოწმება წელიწადში ერთხელ! 🌸

მზრუნველობა საკუთარ ჯანმრთელობაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც დღესვე შეგიძლიათ!

📍 მგალობლიშვილის კლინიკა გთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას:
🗓 13 აგვისტოს — 50%-იანი ფასდაკლება გინეკოლოგიურ კონსულტაციაზე!

ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ჩაეწერეთ წინასწარ!

📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 596 51 60 60
🏢 მისამართი: მგალობლიშვილის კლინიკა, გოთუას 3

#მგალობლიშვილისკლინიკა #ქალთაჯანმრთელობა #გინეკოლოგია #ფასდაკლება #ჯანმრთელობა

07/08/2026

📍 ექიმი რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი რეგიონულ ვიზიტებს იწყებს!

15-16 და 17 აგვისტოს გაიმართება კონსულტაციები ბათუმსა და ქუთაისში.

📅 ვიზიტების განრიგი:
• 15 - 16 აგვისტო – ბათუმი
• 17 აგვისტო – ქუთაისი

🔍 ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება კონსულტაცია, ექოსკოპია და სხვა საჭირო გამოკვლევები.

👨‍⚕️მანანა მგალობლიშვილთან ერთად ვიზიტებს გამართავს კლინიკის უროლოგ-ანდროლოგი გიორგი ნაცვლიშვილი.

👉 მამაკაცებს შეგიძლიათ მიმართოთ:
• უროლოგიური პრობლემები
• პროსტატის დაავადებები
• სქესობრივი დისფუნქცია

📲 ადგილები შეზღუდულია, წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
📞 596 51 60 60

#მგალობლიშვილისკლინიკა #მანანამგალობლიშვილი #გიორგინაცვლიშვილი #რეპროდუქტოლოგი #გინეკოლოგი #უროლოგი #ანდროლოგი #ბათუმი #ქუთაისი #ჯანმრთელობა

🔵ჩვენი გუნდის ძალა მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმშია.მგალობლიშვილის კლინიკა დაბადების დღეს ულოცავს ექიმ-ლაბორანტს, ...
03/08/2026

🔵ჩვენი გუნდის ძალა მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმშია.

მგალობლიშვილის კლინიკა დაბადების დღეს ულოცავს ექიმ-ლაბორანტს, თეონა კოპალიანს!

უკვე 20 წელია, რაც თეონა თავისი უზადო პასუხისმგებლობითა და მაღალი კომპეტენციით ემსახურება ჩვენი კლინიკის წარმატებას.

ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლასა და ახალი მიზნების წარმატებით განხორციელებას!

Teona Kopaliani

ახალი სიცოცხლე და 8-წლიანი მოლოდინის ბედნიერი დასასრული 🤍👶როდესაც ბრძოლას დიდი სიყვარული და იმედი ახლავს თან, სასწაული ა...
01/08/2026

ახალი სიცოცხლე და 8-წლიანი მოლოდინის ბედნიერი დასასრული 🤍👶

როდესაც ბრძოლას დიდი სიყვარული და იმედი ახლავს თან, სასწაული აუცილებლად ხდება.

თეა გაბაიძემ და არსენ ბერიძემ 8 წლიანი მოლოდინისა და ურთულესი გზის შემდეგ მიაღწიეს უდიდეს ბედნიერებას, დღეს მათ ცხოვრებას პატარა ნიცა ალამაზებს! ❤

თეამ ჩვენს კლინიკას და ქალბატონ მანანა მგალობლიშვილს 2024 წელს მიმართა. მანამდე იყო უშედეგო ინვიტრო განაყოფიერება და საკვერცხეების პოლიკისტოზისა თუ მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული სირთულეები.

ჩატარდა დეტალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის ჰისტეროსკოპია/მეტროპლასტიკა და მილების გამტარობის შემოწმება. რადგან წყვილი ბათუმში ცხოვრობს, მომდევნო ეტაპზე ექომონიტორინგი დისტანციურად, რამდენიმე ციკლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შედეგმაც არ დააყოვნა და 2025 წლის ოქტომბერში დადგა ნანატრი ორსულობა!

მიუხედავად იმისა, რომ თეა ორსულობისას აღრიცხვაზე ბათუმში იმყოფებოდა, ჩვენს ექიმებთან მუდმივ კავშირზე იყო.

2026 წლის ივნისში ქვეყანას პატარა ნიცა მოევლინა! 🐣✨

ვულოცავთ თეას და არსენს ამ დიდ სიხარულს, პატარა ნიცას კი ჯანმრთელ, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ! ✨

თეა გაბაიძე

მანანა მგალობლიშვილი • Manana Mgaloblishvili

29/07/2026

📣 ორი მნიშვნელოვანი სიახლე მგალობლიშვილის კლინიკისგან!

1️⃣ 31 ივლისს – ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლების აქციით მგალობლიშვილის კლინიკაში!

2️⃣ 15, 16 და 17 აგვისტოს – ექიმი რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი გამართავს კონსულტაციებს ბათუმსა და ქუთაისში!

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 596 51 60 60

#მგალობლიშვილისკლინიკა #რეპროდუქტოლოგი #გინეკოლოგი #ექიმი #ჯანმრთელობა

🌊 გადადის თუ არა შარდსასქესო ინფექციები ზღვიდან?ზღვაზე დასვენებისას ხშირად თავს  იჩენს  არასასიამოვნო სიმპტომები: ქავილი...
25/07/2026

🌊 გადადის თუ არა შარდსასქესო ინფექციები ზღვიდან?

ზღვაზე დასვენებისას ხშირად თავს იჩენს არასასიამოვნო სიმპტომები: ქავილი, წვა, ჭარბი გამონადენი, შესაძლოა ხშირი შარდვა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ზღვის წყლით ინფექციის გადადება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მაშინ რა არის უსიამოვნო სიმპტომების მიზეზი?
🔹 რეჟიმისა და გარემოს ცვლილება — შვებულებისას იცვლება კვება, ჰიგიენური ჩვევები და ყოველდღიური რიტმი, რაც ორგანიზმისთვის სტრესია, ამავე დროს სხეულის გადახურება,
სველი ტანსაცმლის ტანზე შეშრობა საუკეთესო პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.

🔹 გარემო პირობების ცვლილებამ და ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლოა დაარღვიოს საშოში არსებული ბაქტერიების ბუნებრივი ბალანსი და შედეგად ვითარდება საშოს დისბაქტერიოზი, რომელიც აღნიშნულ სიმპტომებს იწვევს.

🔹 არსებული ინფექციის გააქტიურება — იმუნიტეტის დაქვეითებისას შესაძლოა გააქტიურდეს ორგანიზმში უკვე არსებული ინფექცია (სქესობრივად გადამდები ინფექციები გადადის მხოლოდ სქესობრივი გზით ან ინტიმური ზონების შეხებით).

⚠️ რა უნდა გააკეთოთ სიმპტომების გაჩენისას?

არ იმკურნალოთ თვითნებურად! სწორი დიაგნოსტიკისთვის (ნაცხის ანალიზი, pH-ტესტი) მიმართეთ გინეკოლოგს. სწორი დიაგნოზის შემთხვევაში მკურნალობა მარტივია და სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება.

👩‍⚕️ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი

✔დეტალური ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 📞+995 596 51 60 60.
📍 მისამართი: ლ. გოთუას 3 (მერიის უკან).

#ზაფხული #ზღვა

5 ძირითადი სიმპტომი, რომელთა შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმ-გინეკოლოგს:🩸 1. მენსტრუალური ციკლის დარღვევა (...
21/07/2026

5 ძირითადი სიმპტომი, რომელთა შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმ-გინეკოლოგს:

🩸 1. მენსტრუალური ციკლის დარღვევა (გადაცდენები, ხშირი, ჭარბი, მტკივნეული მენსტრუაციები);
🦠 2. ვაგინიდან ჭარბი გამონადენი, წვა, ქავილი, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები;
🩸 3. სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ან მენოპაუზის დროს;
⚡ 4. ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
💔 5. დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

🌱 რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – იცხოვრე დღევანდელი დღით, მაგრამ დაგეგმე მომავალი!

📍 მისამართი: თბილისი, ლ. გოთუას ქ. N3 (მერიის უკან);
📞 ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 596 51 60 60

#მანანამგალობლიშვილი #მგალობლიშვილისკლინიკა #გინეკოლოგი #სიმპტომები #ჭარბიმენსტრუაცია #ქალისჯანმრთელობა

14/07/2026

📅 15 და 17 ივლისს (ოთხშაბათს და პარასკევს)!

🌸 სრული გინეკოლოგიური აქცია „მგალობლიშვილის კლინიკაში“ 🌸

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით! ✨

📞 დეტალური ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
👉 596 51 60 60

📍 მისამართი:
თბილისი, ვ. გოთუას ქ. 3, „მგალობლიშვილის კლინიკა“

#გინეკოლოგიურიაქცია #მგალობლიშვილისკლინიკა #ქალთაჯანმრთელობა #თბილისი

Address

გოთუას 3. მერიის უკან
Tbilisi
0183

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995596516060

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი:

Shortcuts

Share