22/05/2026
შურისძიების დროს ადამიანს ხშირად ჰგონია,რომ მეორეს იგივე ტკივილი უნდა აგრძნობინოს,რაც თვითონ გადაიტანა.
უნდა მიხვდეს,როგორ სტკიოდა…როგორ ინგრეოდა შიგნით…როგორ დაკარგა საკუთარი სიმშვიდე.
მაგრამ დროის მერე ადამიანი ერთ მძიმე სიმართლეს აწყდება:სხვისთვის ტკივილის დაბრუნება საკუთარ გულს ვერ კურნავს.
🧠 პირიქით შურისძიება ხშირად ნიშნავს,რომ ადამიანი ჯერ კიდევ იმავე ემოციურ კავშირშია ჩარჩენილი,სადაც სიყვარული, წყენა და დაკარგვის შიში ერთმანეთში აირია.
რადგან როცა ადამიანი მართლა უშვებს,მას აღარ სჭირდება ბრძოლა.აღარ უნდა ვინმეს დამარცხება.აღარ ცდილობს დაამტკიცოს,ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე.
ის უბრალოდ ხვდება,რომ ზოგი ურთიერთობა ბოლომდე ვერ მიდის,მიუხედავად იმისა,რომ ოდესღაც ძალიან ნამდვილი იყო.
🤗 შინაგანი სიმწიფე ალბათ სწორედ აქ იწყება როცა ტკივილის მიუხედავადადამიანი სხვის განადგურებას აღარ ცდილობს.
რადგან სიყვარული,რომელიც ოდესღაც არსებობდა,არ იმსახურებს სიძულვილით გადაფარვას.
და იქნებ ყველაზე ძლიერი ადამიანები ისინი არიან,ვინც წასვლის შემდეგაც ინარჩუნებენ ადამიანობას.
👉 რადგან საბოლოოდ,ყველაზე დიდი გამარჯვება შურისძიება კი არა,სიმშვიდეა.
სიყვარულით ია როზის👉 თუ ბოღმა , შური, ტკივილი გაწუხებს და უპატიბლობა გელი ონლაინ კონსულტაციაზე 🤗 ერთმა კონსულტაციამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს🤗❤️💪 #გააზიარე #სიყვარული #. ゚viralシ