20/09/2026
📌 როცა ემოციებს ვიკავებთ: სად მიდის ის, რასაც ვერ ვამბობთ? 💭
🟣 ზოგჯერ ადამიანი ბრაზს, წყენას, სევდას ან შიშს გამოხატვის ნაცვლად საკუთარ თავში იტოვებს. თითქოს ემოცია ქრება, მაგრამ ის ხშირად სხვა ფორმით აგრძელებს არსებობას.
⭕️ შეკავება მხოლოდ „უარყოფით“ განცდებს არ ეხება. ხშირად ადამიანებს უჭირთ პოზიტიური ემოციების (სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების, აღფრთოვანების) გამოხატვაც, რაც ხელს უშლის ცხოვრებით ტკბობასა და კმაყოფილების განცდას;
🟠 ემოციების მუდმივმა შეკავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ისე ყოველდღიურ ქცევებზე.
🔍 როგორ შეიძლება გამოვლინდეს?
🔸 შინაგანი დაძაბულობითა და გაღიზიანებით;
🔸 შფოთვისა და მოუსვენრობის განცდით;
🔸 ადამიანებთან დისტანცირებით;
🔸 მოულოდნელი ემოციური აფეთქებებით;
🔸 დაღლილობისა და გადატვირთულობის განცდით.
🧠 რატომ იკავებს ადამიანი ემოციებს?
🔹 ეშინია სხვისი რეაქციის;
🔹 უჭირს საკუთარი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა;
🔹 ბავშვობიდან ისწავლა, რომ ემოციების გამოხატვა „არ შეიძლება“;
🔹 ფიქრობს, რომ საკუთარი განცდების გამოხატვით სხვებს დატვირთავს.
🟢 ემოციის ეკოლოგიურად გამოხატვა სისუსტეს არ ნიშნავს. საკუთარი განცდების გაცნობიერება და გამოხატვა ადამიანს მათთან გამკლავებასა და სხვებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
👉 ქართული და ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან ფსიქოთერაპიაზე ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს (შაბათ-კვირის ჩათვლით). დაგვიკავშირდით
☎️ 032 2 10 20 10