20/02/2026
ინტერპერსონალური ჯგუფური თერაპია
პანიკური შეტევებისა და ურთიერთობითი შფოთვისთვის
პანიკური შეტევა ხშირად მარტო სხეულის რეაქცია არ არის.
ის ჩნდება მაშინ, როდესაც ურთიერთობებში დაგროვილი დაძაბულობა, შიში ან უთქმელი ემოცია გამოუთქმელი რჩება.
იწყება ინტერპერსონალური ჯგუფური თერაპია,
The Theory and Practice of Group Psychotherapy-ის ჯგუფური პროცესის პრინციპებზე დაფუძნებული.
ვის შეუძლია ჩაერთოს?
✔ ვისაც აქვს პანიკური შეტევები
✔ ვისაც შფოთვა უძლიერდება ურთიერთობებში
✔ ვინც ხშირად განიცდის მიტოვების, უარყოფის ან კონტროლის შიშს
✔ ვინც ამბობს: „შეტევა თითქოს მაშინ მოდის, როცა ემოციურად ვიჭედები“
⸻
რას ვიმუშავებთ ჯგუფში?
🔹 როგორ ჩნდება შფოთვა ურთიერთობით კონტექსტში
🔹 რა როლი აქვს მოლოდინებსა და შიშებს სხვებთან კავშირში
🔹 როგორ ვქმნით დისტანციას ან ზედმეტ მიახლოებას
🔹 როგორ მოქმედებს ჯგუფის “აქ და ახლა” გამოცდილება ჩვენს შფოთვაზე
🔹 როგორ შეიძლება სხეულის პანიკური რეაქცია გახდეს ურთიერთობითი სიგნალი
ჯგუფი ხდება სივრცე, სადაც შენი ურთიერთობის სტილი ცოცხლად იჩენს თავს —
და სწორედ იქ ხდება მისი გააზრება და ტრანსფორმაცია.
⸻
რას მიიღებთ?
✔ უსაფრთხო, სტაბილურ და კონფიდენციალურ გარემოს
✔ ცოცხალ უკუკავშირს სხვა მონაწილეებისგან
✔ შფოთვის ინტენსივობის შემცირებას ბუნებრივი ურთიერთობითი ცვლილების გზით
✔ შინაგან უსაფრთხოებას, რომელიც გადადის რეალურ ცხოვრებაში
⸻
📍 ფორმატი: ფიზიკური შეხვედრები
👥 დახურული ჯგუფი (6–8 მონაწილე)
🕒 90 წუთი, კვირ
📍 ლოკაცი: [თბილისი]
ჯგუფში ჩართვამდე ტარდება ინდივიდუალური გასაუბრება.