25/08/2026
როდესაც ასეთ დიდ ამბავს იგებ, ერთდროულად გეძალება უსაზღვრო სიამაყე, სიხარული და ცოტა სევდაც, რადგან წინ მთელი ერთი წელია.
🎉 ჩვენი თეონა Lane Kirkland-ის სტიპენდიანტი გახდა! სექტემბრიდან ის პოლონეთში, ლუბლინის Maria Curie-Sklodowska University in Lublin - UMCS - სში წავა და ლოგოპედიისა და აუდიოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევით პროექტზე იმუშავებს.
ვინც თეონას იცნობს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს საქმე. უკვე ათ წელზე მეტია, მისი ყოველი დღე, ენერგია და გული სმენის ჯანმრთელობას, ადრეულ დიაგნოსტიკას, რეაბილიტაციასა და იმ ოჯახების მხარდაჭერას ეძღვნება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სმენის სახლი და აურესი მისთვის უბრალოდ სამუშაო ადგილი კი არა, ყოველდღიურობაა.
მართალია, თეონა ჩვენთან გუნდში რჩება და მუშაობას ჰიბრიდულ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა მისი ყოველდღიურად გვერდით ყოფნა მაინც ძალიან მოგვენატრება. ამავდროულად, ზუსტად ვიცით, რამხელა ცოდნას, ახალ გამოცდილებასა და იდეებს მოიტანს ეს 1 წელი.
💛 თეონა, მთელი გულით გილოცავთ ამ დიდ აღიარებას! გისურვებთ საინტერესო, პროდუქტიულ და შთაგონებით სავსე პერიოდს. ჩვენ აქ ვართ, შენს გვერდით, და მოუთმენლად გელოდებით!