21/05/2026
🌸დედა, მაგრძნობინე, რომ ყოველთვის შემიძლია მოგმართო. მე გავიზრდები და მეცოდინება ნდობა.
🌸დედა, მითხარი რომ მოგწონს ჩემთან საუბარი. მე გავიზრდები და მეცოდინება, რომ საინტერესო ვარ.
🌸დედა მესაუბრე გრძნობებზე. მე გავიზრდები და შევძლებ ჩემს თავში გარკვევას.
🌸დედა, არ დამიშალო ტირილი, გაბრაზება, მოწყენა, მხიარულება. შენ თავადაც იყავი ცოცხალი, გამოხატე გრძნობები, აღიარე შეცდომები. მე გავიზრდები და მეცოდინება, რომ ჩემს თავს ყველაფერი რიგზეა.
🌸დედა, შეამჩნიე თუ რა ხდება ჩემს თავს. მე გავიზრდები და შევძლებ ემოციური სიახლოვის დამყარებას სხვა ადამიანებთან.
🌸დედა დამამშვიდე, როდესაც გამიჭირდება, შემეშლება და დავმარცხდები. დამამშვიდე, და არ დამსაჯო. მე გავიზრდები და მეცოდინება მხარდაჭერა ჩემი თავის და სხვისი.
🌸დედა, მკითხე თუ რა მომწონს, გაითვალისწინე ჩემი სურვილები და ინტერესები. მე გავიზრდები და შევძლებ ჩემს თავზე და სხვაზე ზრუნვას.
🌸დედა, მომეცი უფლება არ მიყვარდეს ის, რაც შენ გიყვარს. არ მინდოდეს ის, რაც შენ გინდა. არ ვიყო ისეთი, როგორიც შენ გინდა. მე გავიზრდები და მეცოდინება ჩემი ნამდვილი სურვილები.
🌸დედა, მომეცი უფლება უარი გითხრა, არ დაგეთანხმო, გავაპროტესტო. მე გავიზრდები და შევძლებ „არა“-ს თქმას.
🌸დედა, მომეცი თავისუფლება, ნუ გამაკონტროლებ. მე გავიზრდები პასუხისმგებლობის გრძნობით.
🌸დედა, ნუ ეცდები მალე გავიზარდო, მომეცი უფლება ვიყო ბავშვი.მომეცი უფლება ვიყო სუსტი, პატარა. ასე გავხდები მე დამოუკიდებელი.
🌸დედა, გიყვარდე ისე უბრალოდ. მე გავიზრდები და ვიგრძნობ თავს ფასეულად.
🌸დედა, იყავი ჩემთან მანამ ბავშვი ვარ. გავიზრდები და არ დავიტანჯები მარტოობაში.
..და კიდევ, ხშირად ჩამეხუტე, გთხოვ
ა. გრინი
#ნანაფიფიაფსიქოთერაპევტი