Oncogynecologist Nino Cherkezishvili ონკოგინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Oncogynecologist Nino Cherkezishvili ონკოგინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი

Oncogynecologist Nino Cherkezishvili ონკოგინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკა

07/05/2023

გარეთა სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნე მეტად ვერაგი და გავრცელებული დაავადებაა,სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა,როდესაც ,დაავადების საწყის ეტაპზე,როცა მანიფესტაცია არასრულფასოვანია, ვერ ხდება მდგომარეობის შეფასება და პაციენტს ენიშნება არასათანადო გამოკვლევები და შესაბამისად,არასწორი მკურნალობა,რაც ამ ვერაგი დაავადების განვითარების და შორსწასული ფორმის გამოხატვის საწინდარია. ამრიგად,დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათანადო პროფილის (იგულისხმება ონკოგინეკოლოგი)ექიმთან დროულ მიმართვიანობას და შესაბამისი ზომების გატარებას.
საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო – ძირითადად გვხვდება 55-დან 70 წლამდე და უფროსი ასაკის ქალებში,თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები ახალგახრდა ქალბატონების სახით. ამ ლოკალიზაციის კიბო განვითარებას ხშირად წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები – ლეიკოპლაკია და კრაუროზი,რაც დროულ დიაგნოსტირებას და შესაბამის მკურნალობას მოითხოვს.

ლეიკოპლაკიის დროს კლიტორის ირგვლივ, სასქესო ბაგეების ლორწოვან გარსებზე ჩნდება თეთრი ფერის ლაქები, რომლებიც შემდეგში გარდაიქმნებიან ბალთებად, ერწყმიან ერთმანეთს და ხშირად წყლულდებიან.

კრაუროზის დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსისა და კანის ატორფია და შეჭმუხვნა. ლეიკოპლაკიისა და კრაუროზის დროს კლინიკური სიმპტომებიდან განსაკუთრებით ხშირია ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.

გარეთა სასქესო ორგანოების კიბო ვლინდება მკვრივი კვანძის ან წყლულის სახით, რომელიც რიგ შემთხვევებში სისხლმდენია. სიმსივნე მდებარეობს კლიტორის, დიდ ან მცირე სასქესო ბაგეებს შორის; დროთა განმავლობაში პროცესში ერთვება საშო, ურეთრა და შორისი. ვითარდება მეტასტაზები საზარდულის, ბარძაყისა და თეძოს ლიმფურ კვანძებში; ზოგჯერ მეტასტაზები წარმოიქმნება ფილტვებსა და სხვა ორგანოებში.

კლინიკური სიმპტომები

ქავილი, წვა, სეროზული გამონადენი სისხლის შერევით, ტკივილი. დიაგნოზი ზუსტდება ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევებით. ხშირად ვლინდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების სხვადასხვა ხარისხით.

მკურნალობა

რადიკალური ვულვექტომია, საზარდულის ლიმფური კვანძების ამოკვეთით. ავადმყოფთა 70% ასეთი ოპერაციის შემდეგ ცოცხლობენ 5 წელზე მეტხანს. სხივურ თერაპიას იყენებენ როგორც დამოუკიდებელ მეთოდს, ან ოპერაციისწინა პერიოდში. ქიმიოთერაპიას იყენებენ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში ან დამოუკიდებლად.

საშოს კიბო

ვლინდება დაწყლულებით, დვრილისებრი ზრდით ან ლორწქვეშა ინფილტრატით. სიმსივნე სისხლმდენია; მეტასტაზირდება საზარდულის, თეძოს ლიმფურ კვანძებში. პროგრესირებისას იზრდება შარდის ბუშტში, ურეთრაში, სწორ ნაწლავში.

კლინიკური სიმპტომები სისხლიანი გამონადენი და ტკივილი.

დიაგნოზი ზუსტდება ბიოფსიით (ბრტყელუჯრედოვანი კიბო). დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, რომელიც რიგ შემთხვევებში ვრცელდება და გადადის საშოზე და საშვილოსნოს სხეულის მეტასტაზებთან. საშოს კიბო მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია (გარე და ღრუსშიდა დასხივების შერწყმა)
ექიმთან დროული მიმართვა წამყვანი რესუსრსია თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

31/01/2023

გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი გთავაზობთ ,
🔶 ამბულატორიული და ქირურგიული გინეკოლოგია:
🔹 სქესობრივი და საყოფაცხოვრებო გზით გადამდები ინფექციებისა და ვირუსების დიაგნოსტირება და მკურნალობა
🔸 პირველადი და მეორადი უშვილობის გამომწვევი მიზეზების დადგენა, პარტნიორების სრულფასოვანი გამოკვლევა და ინდივიდუალური მიდგომა მკურნალობისადმი
🔹 საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოვლენა და ადექვატური ჩარევა
🔸 გინეკოლოგიური ოპერაციები დანამატებზე: საკვერცხე, კვერცხსავალი მილი, საკვერცხის კისტის ოპერაციული მკურნალობა საკვერცხის შენარჩუნებით,
🔹 მილების ფუნქციური დიაგნოსტიკა ლაპარასკოპიული მეთოდით, შეხორცებების ქირურგიული მკურნალობა)
🔸 გარეორსულობის როგორც ოპერაციული ასევე მედიკამენტოზური მკურნალობა.
🔹 საშვილოსნოს ლეიომიომის ოპერაციული მკურნალობა, (ჩვენების მიხედვით ორგანოს შენარჩუნებით)
🔸 გახშირებული და უნებლიე შარდვის ქირურგიული მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში ბადის გამოყენებით) სრული და არასრული პროლაფსის (საშვილოსნოს გამოვარდნა) ოპერაციული მკურნალობა
🔷 ონკოგინეკოლოგია - გაფართოებული მასშტაბის ოპერაციები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებთან (საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი პროცესები, საკვერცხის კიბო, გარეთა სასქესო ორგანოების ონკოლოგია)
🔶 პლასტიკურ - რეკონსტრუქციული (აღდგენითი) ქირურგია გინეკოლოგიაში, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ ეფექტს, ასევე მეტად პრობლემური საკითხის -არასრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებას თანამედროვე ოპერაციული ტექნით.
🔵 ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი გინეკოლოგიური, ასევე პლასტიკური ხაზით წარმოებული გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები თანხვედრაშია მსოფლიოს ყველაზე მოწინავე და ცნობილი კლინიკების მეთოდებთან და ოპერაციულ ტექნიკასთან, რაც პაციენტებისთვის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდს მეტად კომფორტულს ხდისდა ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
🔴 ნებისმიერი სახის ქირურგიული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ტარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით.
🏥 პრივატ კლინიკა - ვენის პრივატ კლინიკის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
მისამართი: თბილისი ა. ზურაბაშვილის ქ. #1გ.
ტელ:599976627

24/01/2023

გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების პრევენციის , დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით გთავაზობთ პირველადი კონსულტაციის საშეღავათო პაკეტს, რომელიც მოიცავს გასინჯვას( ჩატარებული კვლევების შემდგომ დანიშნულებას)
საშოს ნაცხს ფლორაზე და ვაგინალურ ექოსკოპიას.
პაკეტის ღირებულებაა 75 ლარი.
აღნიშნული პაკეტით სარგებლობისათვის აუცილებელია პაციენტის წინასწარი ჩაწერა.
ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი მიიღებს მაქსიმალურ დაფინანსებას DRG -ის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის აუცილებლობის შემთხვევაში გადაიგზავნება დამატებითი კალკულაცია სათანადო ინსტანციებში, რაც საშუალებას მოგცემთ, ოპერაცია ჩაიტაროთ სრული დაფინანსებით .
კონსულტაციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10 დან 16 საათამდე .
მისამართი : ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა N1 გ
წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა ( მეტრო 300 არაგველი , პირველი კლინიკური საავადმყოფო , არამიანცის მიმდებარე ტერიტორია )
ნინო ჩერქეზიშვილი : 599 97 66 27

02/12/2022
გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს,რომელთაც ესაჭიროებათ ოპერაციული მკურნალობა, გთავაზობთ მ...
21/11/2022

გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს,რომელთაც ესაჭიროებათ ოპერაციული მკურნალობა, გთავაზობთ მაღალი ხარისხის და თანამედროვე მიდგომებზე დამყარებულ სამედიცინო მომსახურეობას დედაქალაქის ცენტრში არსებულ პრესტიჟულ კლინიკაში,სადაც დაგხვდებათ მხოლოდ დადებითი მუხტით აღსავსე გარემო და პროფესიონლთა გუნდი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,ახალი რეგულაციის თანახმად, 218 დადგენილების მქონე ქალბატონებს ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდებათ სრულიად უფასოდ,ხოლო 165 -ე და 36 -ე დადგენილების მქონე ქალბატონებს თანაგახდისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა სრულიად დაუფინანსდებათ სხვადასხვა ინსტანციების მიერ( თბილისის მერია,რაიონის გამგეობა,რაიონში რეგისტრირების შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის მერია) დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომმართეთ პირადი შეტყობინების სახით ან დამიკავშირდით პირადად . ( მობ. 599976627)

21/11/2022

წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკა

21/11/2022

საშვილოსნოს ტანის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ამჟამად მას მეოთხე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის, კანისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს კარცინომა უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი განვითარების რისკფაქტორებია დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, მოწევა, ადამიანის პაპილომავირუსი, აივ-ვირუსი, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, გვიანი მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, ადრეულ ასაკში მშობიარობა, ვენერული დაავადებები, პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე: ნორმასთან შედარებით 10-25 კილოგრამით ჭარბი წონის მქონე ქალებში საშვილოსნოს კარცინომის განვითარების ალბათობა 3-ჯერ იმატებს, ხოლო 25 კილოგრამზე მეტი ჭარბი წონის შემთხვევაში - 9-ჯერ.

საშვილოსნოს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებები: ეროზია, წყლული, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები, წანაზარდები ეპითელიუმზე (კონდილომა, პოლიპი), ასევე - ქრონიკული ანთებითი პროცესები: ენდოცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება) და ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება).

საშვილოსნოს უბნის ეპითელიუმის ბუნების მიხედვით განასხვავებენ კიბოს რამდენიმე ნაირსახეობას: საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვან კიბოს, საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლოვან კიბოს და საშვილოსნოს ღრუს ჯირკვლოვან კიბოს (ადრენოკარცინომას). ყველაზე ხშირად (70%) საშვილოსნოს ადენოკარცინომა აღირიცხება, ყველაზე იშვიათად კი სარკომა (შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე).

საშვილოსნოს კიბო დიფერენცირების მიხედვით სამი ხარისხისაა: მაღალდიფერენცირებული, ზომიერად დიფერენცირებული და დაბალდიფერენცირებული.

გამოყოფენ განვითარების ოთხ სტადიას:

I სტადია - სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს საშვილოსნოს სხეულში;

II სტადია - დაზიანებულია საშვილოსნოს სხეულიცა და ყელიც;

III სტადია - სიმსივნე გავრცელებულია პარამეტრულ უჯრედებზე ან მეტასტაზები მოდებულია საშოს;

IV სტადია - სიმსივნე გავრცელებულია მენჯის ღრუს გარეთ, ჩაზრდილია შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. საშვილოსნოს კიბო დიდხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი სიმპტომები - თეთრად შლა, სისხლდენა და ტკივილი - სიმსივნის დაშლის პერიოდში აღმოცენდება. მათი გამოვლინების დრო იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყო სიმსივნის დაწყლულება.

საშვილოსნოს კარცინომის შემთხვევაში თეთრად შლა სხვადასხვა ხასიათისაა: თხიერი (წყალნარევისებრი), ლორწოვანი, სისხლნარევი, უსუნო ან მყრალი. სისხლის მინარევი გამონადენს ხორცის ნარეცხს ამსგავსებს, საშოში შეკავებისა და დანამატების ანთების შემთხვევაში კი იგი ჩირქოვანი და სუნიანი ხდება. III და IV სტადიაში სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ჩირქოვანია.

საშვილოსნოს კიბოს დროს სისხლდენას უმეტესად მცირე სისხლიანი გამონადენის სახე აქვს, თუმცა არც ერთჯერადი ან მრავალჯერადი ჭარბი სისხლდენაა გამორიცხული. საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის ტიპობრივია კონტაქტური სისხლდენა - სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის, გამორეცხვის, საშვილოსნოს გამოკვლევის ან სიმძიმის აწევის შემდეგ. თუ ქალს მენსტრუაცია უკვე შეუწყდა, საშვილოსნოდან სისხლიანი გამონადენი უმეტესად ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.

ტკივილი საშვილოსნოს კიბოს გვიანდელი სიმპტომია და სიმსივნურ პროცესში ლიმფური კვანძებისა და მენჯის ჩართვაზე, ნერვულ დაბოლოებებსა და წნულებზე ზემწოლი ინფილტრატების გაჩენაზე მეტყველებს.

საშვილოსნოს კიბოს დროს ზოგადი სიმპტომატიკა, მაგალითად, კახექსია, ძალიან იშვიათად, შორს წასულ შემთხვევებში აღმოცენდება. საშვილოსნოს კარცინომით დაავადებული ქალები, წესისამებრ, ინარჩუნებენ კარგ გარეგნობასა და ჯანმრთელ იერს.

მეტასტაზირება. საშვილოსნოს კარცინომა მეტასტაზებს ყველაზე ხშირად მენჯის ლიმფურ კვანძებში იწვევს, ყველაზე იშვიათად კი - საზარდულის ლიმფურ კვანძებში. შორეული მეტასტაზები ვითარდება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში. პროგნოზი ცუდია.

დიაგნოსტიკა. საშვილოსნოს კარცინომის ამოცნობა იწყება ავადმყოფის ჩივილებისა და დაავადების მიმდინარეობის შესწავლით. საეჭვო შემთხვევაში ავადმყოფი გინეკოლოგმა უნდა გამოიკვლიოს. დეტალურ გამოკვლევამდე და ზუსტი დიაგნოზის დასმამდე მკურნალობის დანიშვნა დაუშვებელია.

გამოკვლევა იწყება გინეკოლოგიური გასინჯვით (ხელით, სარკეებით). გამოხატული სიმსივნური პროცესის შემთხვევაში საშოს გამოკვლევის გზით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელზე არსებული ამა თუ იმ ცვლილების დადგენა. ეს ცვლილებები დამოკიდებულია სიმსივნის ზრდის ხასიათზე (ეგზოფიტური, ენდოფიტური, შერეული). ხელით გასინჯვას, წესისამებრ, თან სდევს სისხლდენა, რომელსაც თითებით სიმსივნის ტრავმირება იწვევს. საშვილოსნოს გავრცობილი კიბოს შემთხვევაში სიმსივნის ადგილმდებარეობის დასადგენად დამატებით ტარდება ხელით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან.

საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყისი სტადიის გამოსავლენად ხელით გასინჯვის შემდეგ პაციენტი აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული სარკეებითაც. ადრეული ფორმების გამოსავლენად საშვილოსნოს ყელის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში ტარდება ნაცხის ციტოლოგიური კვლევა ან ბიოფსია. საშვილოსნოს ყელის არხის ან საშვილოსნოს ღრუს კიბოზე ეჭვის შემთხვევაში ხდება საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ღრუს ცალ-ცალკე გამოფხეკა და აღებული მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

საშოს მხოლოდ ხელით გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება ათიდან ხუთ შემთხვევაში ვერ ხერხდება. სარკეებით დათვალიერებისას დიაგნოსტიკური შეცდომის ალბათობა 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ბიოფსიის დროს შეცდომა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი.

ბოლო ხანს დიდი მნიშვნელობა შეიძინა ტომოგრაფიამ, რომელიც საშვილოსნოში სხვა მეთოდებისთვის მიუწვდომელი ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. იგი საშვილოსნოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში გამოკვლევის ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია.

ლიმფური კვანძების დაზიანების გამოსავლენად და მეტასტაზების აღმოსაჩენად იყენებენ კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს - ლიმფოგრაფიასა და ილეოკავაგრაფიას. ამავე მიზნით ტარდება გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია, შინაგანი პიელოგრაფია, ირიგოგრაფია, ცისტოსკოპია და რექტორომანოსკოპია. კვლევის ეს მეთოდები მნიშვნელოვანია საშვილოსნოს კიბოს სხივური თუ კომბინირებული მკურნალობის მეთოდის დაგეგმვის თვალსაზრისით.

მკურნალობა. საშვილოსნოს კარცინომის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, მის საერთო მდგომარეობასა და კიბოს კლინიკურ სტადიაზე. მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია (საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად, ზოგჯერ - მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთაც). შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული მკურნალობაც: ჯერ ოპერაცია, შემდეგ - საშოს არის დისტანციური დასხივება, ღრუს შიდა გამა-თერაპია. ზოგჯერ სხივური თერაპია ოპერაციამდეც ტარდება. ჩარევის ფორმა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.

Iა სტადიაში (მიკროინვაზიური კიბო) წარმოებს საშვილოსნოსა და დანამატების ექსტირპაცია.

Iბ სტადიაში (კიბო გავრცელებულია მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე) ნაჩვენებია დასხივება, შემდეგ კი საშვილოსნოსა და დანამატების გაფართოებული ექსტირპაცია ან პირიქით: თავდაპირველად - ოპერაცია, ხოლო შემდეგ - დისტანციური გამა-თერაპია.

II სტადიაში (პროცესში ჩართულია საშოს ზედა ნაწილი, შესაძლოა კიბოს გადასვლა საშვილოსნოს სხეულზე და პარამეტრიუმის ინფილტრაცია მენჯის კედელზე გადაუსვლელად) მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სხივური თერაპია, ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ.

III სტადიაში (სიმსივნური პროცესი გავრცელებულია საშოს ქვედა ნაწილზე, ხდება პარამეტრიუმის ინფილტრაცია და მისი გავრცელება მენჯის ძვლებზე) ნაჩვენებია სხივური თერაპია.

IV სტადიაში (სიმსივნური პროცესი გადადის შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე ან განვითარებულია შორეული მეტასტაზები) მიმართავენ მხოლოდ პალიატიურ დასხივებას.

კარცინომის გვიან სტადიებში ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.

სხივურ თერაპიას როგორც მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს მიმართავენ სიმსივნური პროცესის ადგილობრივი გავრცელებისა და ოპერაციის უკუჩვენების არსებობის შემთხვევაში. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ეფექტურია მაღალდიფერენცირებული, II და IV სტადიების კიბოს დროს.

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტი მცირე მენჯის ორგანოებისა და ნაცხის გამოსაკვლევად. ამასთანავე, უნდა ჩატარდეს გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. პირველ წელს ექიმთან ვიზიტი საჭიროა სამ თვეში ერთხელ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში - 6 თვეში ერთხელ. 5 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ.

რეციდივების შემთხვევაში, თუ პროცესი ლოკალიზებულია, ტარდება მენჯის ნაწილობრივი ან ტოტალური ეკგენტერაცია (საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, პარამეტრიუმის, შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ერთდროული ამოკვეთა), ხოლო შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში - ქიმიოთერაპია. სხივური თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მტკივნეული მეტასტაზების პალიატიური მკურნალობისთვის.

პროფილაქტიკა. საშვილოსნოს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა შესაძლებელია მხოლოდ რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვით, რომელიც 30 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ სასურველია რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან. რეგულარული გასინჯვა, ულტრაბგერითი ტომოგრაფია და ციტოლოგიური გამოკვლევა (2 წელიწადში ერთხელ) ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებების დროულ გამოვლენას, რომელთა მკურნალობაც კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია. მათი საერთო ნიშნებია ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობა, სიმპტომების მუდმივობა და ანთების საწინააღმდეგო კონსერვატიული თერაპიის უეფექტობა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა ითვალისწინებს ელექტროკოაგულაციას, დაზიანებული უბნის ან საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას. მიმართავენ სხივურ თერაპიასაც. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებათა მკურნალობის რადიკალური მეთოდები საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობას 6-ჯერ ამცირებს.

საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს მოწევისთვის თავის დანებებას და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკას.

20/11/2022

საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.
მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც არის შესაძლებელი.

დიაგნოსტირება-საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

Address

თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა N1გ
Tbilisi
0144

Telephone

+995599976627

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Oncogynecologist Nino Cherkezishvili ონკოგინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category