27/05/2022
მუცლადყოფნის პერიოდი 🤰
მოგითხრობთ ამ ეტაპის დეტალების შესახებ, რომლის კითხვაც ყველა თქვენგანს სახეზე ტკბილ ღიმილს გგვრით 😊:
ორსულობის I ტრიმესტრი (1-14 კვირა):
ორსულობის 1-2 კვირა: პირველი 4 დღე იგი პატარა წერტილია 🔴, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან იცის, რომ მე-4 დღეს უნდა გადაადგილდეს იქ, სადაც მთელი 9 თვე უნდა გაატაროს, ანუ თავის პირველ ოთახში ⭕ - საშვილოსნოში. მე-5 დღიდან იწყებს ზრდას, მე-6 დღეს მისი ზომა გაორმაგებულია.
ორსულობის 3-4 კვირა: მე-20 დღეს ჩნდება ნერვული მილები 〽, რომელიც აყალიბებს ზურგსა და ტვინს. 21-ე დღეს მისი გული ♥ ფეთქვას იწყებს და თითქმის ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია, მათ შორის ღვიძლი და თირკმელები. მას უკვე აქვს სისხლის 🩸 მიმოქცევის სისტემა და იწყება კუნთოვანი სისტემის 🦵განვითარება.
ორსულობის 5-6 კვირა: მას უვითარდება 💪ხელები და წელი, თუმცა თითების 🖐გარჩევა ჯერ კიდევ რთულია. იწყება გენიტალიების ჩამოყალიბება, მაგრამ სქესის დადგენა შეუძლებელია. იწყება სახის 👨🦲ფორმირება, თუმცა თვალების👁 ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
ორსულობის 7-8 კვირა: იგი მოძრაობას იწყებს, მაგრამ ეს დედისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. უფრო მეტად ვითარდება კიდურები და თითები 🖐. განვითარებას იწყებს პირის ღრუ და რეპროდუქციული სისტემა. თირკმელები იწყებენ 🧪შარდის წარმოქმნას. მას უკვე აქვს სახის გამომხატველობა, ცხვირი 👃 უფრო შესამჩნევი ხდება.
ორსულობის 9-10 კვირა: ტვინი 🧠 უკვე გაყოფილია ორ სფეროდ. იგი აქტიურად იწყებს მოძრაობას, თუმცა მიუხედავად ამისა, კიდევ შეუმჩნეველია დედისთვის. თავზე 👦თმა იწყებს ზრდას.
ორსულობის 11-12 კვირა: გენიტალიები უკვე ჩამოყალიბებულია და შესაძლებელია მისი სქესის გარკვევა. უცხოპლანეტელს ჰგავს 😊: აქვს დიდი თავი და პატარა ტანი, ყურები 👂 თავის ადგილზეა, ვითარდება წარბები და ქუთუთოები.
ორსულობის 13-14 კვირა: მას შეუძლია თითის პირში ჩადება. მისი კანი წითელი და ძალიან თხელია.
ორსულობის II ტრიმესტრზე ხვალ გიამბობთ 😊.